სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!

უსაფრთხოება

პატარას უნდა მოვუყვეთ იმ ბიჭის ამბავს, რომელიც ყვიროდა, “მგელი, მგელიო” და ასე აშინებდა უფროსებს. ერთ დღეს მგელი მართლაც დაესხა თავს, მაგრამ მისი ძახილი ყველას ტყუილი ეგონა! ასე დააზარალა ტყუილმა პატარა ბიჭი. გულახდილად უთხარით შვილს, რომ ვეღარ დაიჯერებთ მის წუწუნს მუცლის ტკივილის ან სისუსტის შესახებ, რადგან ადრე ხშირად ტყუოდა ასე, რათა ბაღში არ წასულიყო.

ნდობის შენარჩუნება

ჰკითხეთ შვილს, როგორი დამოკიდებულება ექნებოდა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მას სათამაშოს დაჰპირდა, მერე კი ეს სათამაშო სხვას აჩუქა ან დაჰპირდა, რომ სასეირნოდ წაიყვანდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად წავიდა გასართობად. აუხსენით ბავშვს, რომ ვერასოდეს იქნება კარგი ამხანაგი, თუ მიცემული სიტყვის შესრულება არ ისწავლა. როცა ადამიანი ზედმეტადაა გატაცებული თავისი ფანტაზიით ან განზრახ ტყუის, ირგვლივ მყოფები იბნევიან - ვეღარ გაუგიათ, ვინ, როგორი პიროვნებაა მათ წინაშე და მათთან ურთიერთობას ამჯობინებენ, ვისი საქციელის წინასწარ განსაზღვრაც ადვილია, ვის სიტყვასაც შეიძლება ენდო.

საკუთარი თავის ობიექტური შეფასება

მოუყევით ბავშვს ადამიანის მეხსიერების უცნაური თავისებურების შესახებ - როცა გამუდმებით ერთსა და იმავე, გამოგონილ ამბავს ჰყვებით, შესაძლოა დაგავიწყდეთ, რა მოხდა სინამდვილეში. მაგალითად, ხდება ხოლმე, რომ ბავშვი თანატოლებს საშიშ ისტორიებს უყვება, თანდათან თავადაც იჯერებს გამონაგონს და ფრთხება. შესაძლოა, პატარა ბავშვისთვის ეს ძნელი გასაგები იყოს, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ, ბავშვი ტყუილის მავნებლობას მიხვდეს. თუ ამ თემას დროდადრო დაუბრუნდებით, დაეხმარებით შვილს, გულახდილი იყოს საკუთარ თავთან.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სიმართლეს

ბავშვს სიმართლის თქმის სურვილი რომ ჰქონდეს, მშობლებმა არ უნდა დაკარგონ ზომიერების გრძნობა ტყუილზე რეაგირების დროს. ერთი მხრივ, ბავშვს უნდა დავანახვოთ, რომ მისი ტყუილი გვწყინს, მეორე მხრივ კი მივახვედროთ, რომ გვესმის მისი, მხარს ვუჭერთ. მას ჩვენდამი ნდობა გაუჩნდება და მოტყუების სურვილიც გაუქრება. მტკიცედ, მაგრამ კეთილგანწყობილად მოსთხოვეთ ბავშვს სიმართლის თქმა, ოღონდ ნუ ააჩქარებთ - არათუ პატარას, მოზრდილ ადამიანსაც კი სჭირდება დრო გამბედაობის მოსაკრებად. სანამ ბავშვი დუმს, გამოხატეთ მხარდაჭერა ხელის ჩაჭიდებით, ჩახუტებით ან მის გვერდით ჩაცუცქვით. დაჰპირდით პატარას, რომ თუ სიმართლეს გეტყვით, არ გაუბრაზდებით. როცა ბავშვი დაინახავს, რომ გულწრფელად გსურთ რეალობაში გარკვევა, თავადაც ეცდება, გულწრფელი იყოს. მოუყევით ბავშვს, რომ საბოლოოდ ყველა საიდუმლო გამჟღავნდება. მოიყვანეთ რამდენიმე მაგალითი, როცა სიმართლე გამოაშკარავდა და მატყუარა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაეხმარეთ სიტყვების შერჩევაში. შესაძლოა, პატარას სიმართლის აღიარება მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორების კი არა, ლექსიკონის სიღარიბის გამოც უჭირდეს. პრობლემის ერთად ფორმულირებისა და სიტყვების დაზუსტებისას უკეთ ჩასწვდებით სიმართლეს. მიეცით მაგალითი. მოუყევით თავს გადახდენილ უსიამოვნო ამბავს. პასუხად მისგანაც გულახდილობას მიიღებთ. დაარწმუნეთ ოჯახის სხვა წევრები, ბავშვი არასოდეს მოატყუონ და არც მისი თანდასწრებით იცრუონ. მაგალითად, არ შეიძლება ვთხოვოთ ბავშვს, ტელეფონს ჩვენ მაგივრად უპასუხოს და თქვას, რომ დედა ან მამა შინ არ არის, ან რამე დაუმალოს დედას ან მამას - ამით მას ვთავაზობთ სიცრუის მზა სქემებს, რომლებსაც ბავშვი აუცილებლად გამოიყენებს. სამაგიეროდ, თუ ოჯახში სიმართლის კულტურაა გამეფებული, პატარა მიხვდება, რომ ნებისმიერ სირთულეს შეიძლება ტყუილის გარეშეც გავართვათ თავი. გაუღვივეთ ბავშვს საკუთარი თავის პატივისცემა. ეცადეთ, უფრო ხშირად გაუსვათ ხაზი მისი ინდივიდუალური თვისებებისა და ინტერესების მნიშვნელობას. ამით იმას მიაღწევთ, რომ როცა თანატოლები თქვენს შვილს მაღალი ადგილიდან გადმოხტომას შესთავაზებენ, ის მოუხერხებელ ფეხსაცმელს კი არ მოიმიზეზებს, არამედ გულწრფელად იტყვის, რომ ეს საშიშია და უფრო უსაფრთხო თამაშს მოიფიქრებს. შეაქეთ ბავშვი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის, თუნდაც მის გასაგებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დროული აღიარება დამსახურებული სასჯელის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა. შეასრულეთ პირობა. თუ ბავშვს დაჰპირდით, რომ სიმართლისთვის არ დასჯით, აკონტროლეთ საკუთარი გამომეტყველება და ინტონაცია, რათა სიტყვა არ გატეხოთ. სიმართლეს მხოლოდ სიმართლით უნდა უპასუხოთ!

როგორ შევინარჩუნოთ “სასარგებლო” ფანტაზია

ფანტაზია აუცილებელია ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს. ასე რომ, არ ღირს, ვებრძოლოთ ბავშვის მიერ გამოგონილ ისტორიებს, მათ “სისულელეები” ან “ტყუილები” ვუწოდოთ და ბავშვი დავამციროთ, თორემ მას ეგონება, რომ ფანტაზია სამარცხვინო და უსარგებლო რამაა. ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ფანტაზია საჭიროა და კარგი, ოღონდ განსაზღვრულ ადგილას, მაგალითად, თამაშის, წარმოდგენის დადგმის, ხატვის, ძერწვის დროს. აქციეთ ფანტაზიორობა ჰობიდ. შემოქმედებით წრეში ჩაბმა ბავშვს საკუთარი იდეების გამოხატვაში დაეხმარება. აქციეთ წარმოსახვა რეალობად. ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვის გამონაგონს, რათა მისი სინამდვილედ ქცევის გზა იპოვოთ. მაგალითად, დაეხმარეთ ბავშვს დიდი ყუთისგან დროის მანქანის დამზადებაში, დავარცხნეთ თოჯინა პრინცესასავით. ბავშვი მიხვდება, რომ ცხოვრებაში ბევრი რამის რეალიზებაა შესაძლებელი და მომავალში მისი ფანტაზია იქცევა თამამ გეგმად, რომლის განხორციელებისთვისაც პატარა კონკრეტულ მიზნებს დაისახავს.