რატომ არ უნდა ბავშვს გაკვეთილების მომზადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ უნდა ბავშვს გაკვეთილების მომზადება

იდეალური სურათი, რომელიც ახლა დავხატეთ, ჩვენს სინამდვილეში იშვიათია. უმეტესად საქმე სხვაგვარადაა – ბავშვს სულაც არ უნდა საშინაო დავალებების შესრულება, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ არ იმეცადინოს და ნებისმიერ საქმიანობას უფრო დიდი ხალისით ეკიდება, ვიდრე გაკვეთილების მომზადებას. უფროსების კითხვები: “რატომ არ მოამზადე გაკვეთილები?”; “როგორ, ისევ იგივე გაქვს?!” - პრობლემის გადასაჭრელად არ გამოდგება, პირიქით, დაამძიმებს კიდეც მას. პრობლემის გადაჭრის გზა რომ გამოვნახოთ, თავდაპირველად მის მიზეზს უნდა მივაგნოთ.

დავალება გაუგებარია

ხშირად ბავშვს სიზარმაცისკენ ის გარემოება უბიძგებს, რომ ამა თუ იმ საგანში ისე კარგად ვერ ერკვევა, როგორც მისი თანაკლასელები. ამ მარტივი მიზეზის გამო ბავშვი გულს იცრუებს დისციპლინაზე, რომელიც, უბრალოდ არ ესმის. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად მოსდით შეცდომა - დავალებას თვითონვე უწერენ შვილს, ნაცვლად იმისა, რომ დავალების არსის გარკვევაში დაეხმარონ. ეს მხოლოდ ართულებს ვითარებას. რეალური გამოსავალი კი არცთუ ისე რთულია: საკმარისია, ბავშვს გაუგებარი საკითხი ავუხსნათ.

ცუდი ნიშნის შიში

თითქმის ყველა მშობელი განიცდის შვილის წარუმატებლობას, მაგრამ ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება ბავშვს ტყუილისა და შეფასების დამალვისკენ უბიძგოს. ის ნიშანზე ხდება ორიენტირებული და არა ცოდნაზე, ურჩევნია, დავალება თავად კი არ შეასრულოს, არამედ კარგი მოსწავლისაგან გადაიწეროს, რათა მშობლებისათვის მოსაწონი შეფასება მიიღოს. ასე რომ არ მოხდეს, არამც და არამც არ დასაჯოთ ბავშვი ცუდი ნიშნისგამო. უბრალოდ, მეტი დრო დაუთმეთ იმ საგნებს, რომელთა სწავლაც უჭირს.

ყურადღებისა და მზრუნველობის დეფიციტი

შესაძლოა, მშობლებს მიაჩნდეთ, რომ შვილისათვის ყველაფერს აკეთებენ, მისი კეთილდღეობისათვის 24 საათი მუშაობენ, წელებზე ფეხს იდგამენ და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვის თვალით ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. ხშირად პატარა თავს მიტოვებულად გრძნობს და უფროსების ყურადღების მიპყრობის ერთადერთ საშუალებად სწორედ ცუდი ნიშნები მიაჩნია. შინ დაბრუნებული დედ-მამა იძულებული ხდება, ყველა საქმე გადადოს და შვილთან ერთად “იმეცადინოს”. მდგომარეობის გამოსწორება არ არის რთული; საჭიროა გულახდილი საუბარი შვილთან, მისი მოსმენა და მეტი ყურადღება. მალე ბავშვი ქცევას შეიცვლის.

ვარსკვლავური სენი

არის შემთხვევები, როცა ბავშვი ბეჯითია, ნიჭიერი, ყველა დავალებას ადვილად ასრულებს, ერთ დღეს კი რადიკალურად იცვლება და თავს ანებებს გაკვეთილების მომზადებას. ამის მიზეზი შესაძლოა ეგრეთ წოდებული “ვარსკვლავური დაავადება” იყოს. არცთუ იშვიათად წარმატებულ მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ კარგად სწავლისათვის სულაც არ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა, თავისუფლად შეძლებენ გაკვეთილების სკოლაშივე მომზადებას. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა დავალებები რთულდება და სასწავლო მასალის მოცულობა იმატებს. თუ რადიკალურად არ შეიცვალა ბავშვის დამოკიდებულება სწავლის მიმართ, წარმატებული მოსწავლე ჩამორჩენილთა რიგებში გადაინაცვლებს. მშობელმა დროულად უნდა შეამჩნიოს შვილის ქცევის ეს სახიფათო ტენდენცია, რათა თავიდან აიცილოს მისი არასასურველი შედეგი.

კლასგარეშე გატაცებები

ალბათ, ყველა ოჯახისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვს მეცადინეობის ნაცვლად ფეხბურთის თამაში, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან ჯდომა უნდა. მშობლები გართობას უკრძალავენ, ძალით სვამენ სამეცადინოდ... ეს შედეგს ვერ გამოიღებს. ჯობს გავიგოთ, რითია ბავშვი გატაცებული და მისი საყვარელი გართობისთვის დრო საგანგებოდ გამოვყოთ. ერთი სიტყვით, უნდა გავარკვიოთ, რატომ არ მეცადინეობს ბავშვი და ამ მიზეზის აღმოფხვრა ვცადოთ, ოჯახში სათანადო ფსიქოლოგიური კლიმატი შევქმნათ, შვილის მიმართ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ - საშინაო დავალებების პრობლემა თანდათან გაქრება.