რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ბავშვის ფსიქოლოგია
- ჩემი გოგონა 1 წლის და 8 თვის არის. ლექსიკური მარაგი დიდი აქვს, ყველაფერი ესმის, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს, ერთმანეთთან კი ვერ აკავშირებს. მე ძალიან მიჭირს გაგება, რას მეუბნება, ბავშვი ამის გამო ნერვიულობს და ხშირად მართავს ისტერიკას. როგორ მოვიქცე? ყურადღება არ მივაქციო მის მოთხოვნებსა და ჭირვეულობას?თქვენ არ გაქვთ ნერვიულობის საფუძველი. ბავშვები ამ ასაკში “აგროვებენ” ლექსიკურ მარაგს, 2 წლისთვის კი “გამოტყორცნიან” ხოლმე მთლიან ფრაზებს. ძალიან ხშირად ეს ასე ხდება. ამიტომ მოიკრიბეთ ნებისყოფა და როცა წარმოიშობა რთული სიტუაციები, მშვიდად აუხსენით პატარას, რომ თქვენ მას ვერ გაუგეთ, წაახალისეთ, უბიძგეთ, თავისი ქცევით, მოქმედებით გაჩვენოთ ის, რაც სურს.
მეცნიერული გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მშობლების მიერ ჟესტების გამოყენება ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელოვნად აჩქარებს პატარას მეტყველების განვითარებას. იმ ბავშვების მეტყველება, რომლებიც ჩვილობისას ენას ჟესტების დახმარებით ითვისებენ, 36%-ით უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენებისა. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ადრეულ ასაკში - ჩვეულებრივ, პატარა ერთი წლისა წარმოთქვამს 2-5 სიტყვას, მაშინ, როდესაც ის ბავშვები, რომელთა მშობლები ჟესტებს იყენებდნენ, წარმოთქვამენ 16 სიტყვას, გამოიყენება 70-მდე ასეთი ჟესტი ყოველდღიურად.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 10 - დან
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
"გაბოროტებული" (Breaking Bad) ამერიკული კრიმინალური დრამაა, რომელიც 2008-2013 წლებში გადიოდა AMC-ზე. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სერიალად. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს სერიალიდან:
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.