ახალი "მამა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი "მამა"

პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ: ნუ ეცდებით ბავშვის თვალში მამის დამცირებასა და შეურაცხყოფას, ნურც იმის შთაგონებას, რომ ახლა ახალი მამა ჰყავს. ამით ძლიერ დარტყმას მიაყენებთ მის შინაგან სამყაროს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ შემთხვევებს, როცა ნამდვილი მამის დავიწყება ბავშვისთვის მიზეზთა გამო უკეთესიც კია, მაგრამ ასეთი შემთხვევები, საბედნიეროდ, იშვიათია. ნურც იმას მოითხოვთ ბავშვისგან, უცხო ბიძიას მამა დაუძახოს - ეს უსამართლობა იქნება, გარდა ამისა, მამის სტატუსი სრულიად სხვა ელფერს შესძენს გერთან მამინაცვლის ურთიერთობას და აიძულებს მას, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც შესაძლოა არც კი აღმოჩნდეს მზად.

რით დავიწყოთ

ნურაფერს გააკეთებთ ნაჩქარევად და ბავშვთან შეუთანხმებლად. სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდეთ დაქორწინებას, გააცანით ბავშვს თქვენი საქმრო. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ ერთად - არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ შინაც, ერთად აკეთეთ ყოველდღიური საქმეები. სთხოვეთ თქვენს საქმროს ბავშვის ბაღიდან თუ სკოლიდან გამოყვანა, მისთვის სათამაშოსა თუ სასწავლო ნივთის შერჩევაში დახმარება, გაფუჭებული ნივთების მასთან ერთად შეკეთება. ასე მასაც გამოსცდით - თქვენ ხომ არ გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც გულგრილია ბავშვის მიმართ? თუ თქვენს რჩეულს შვილი არ ჰყავს, შესაძლოა ვერც კი წარმოუდგენია, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს. აქ თქვენ უნდა იყოჩაღოთ, განაწყოთ ის ახალი სიტუაციისთვის, აუხსნათ ყველაფერი თანდათანობით, ძალდაუტანებლად. აუცილებლად აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრი თქვენს საყვარელ მამაკაცზე; აუხსენით, რომ დედას სითბო, სიყვარული, თანადგომა სჭირდება, მამამისი კი, სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა; რომ სამივე ერთად ძალიან მხიარულად იცხოვრებთ.  მიეცით დრო დასაფიქრებლად, თქვენი სიტყვებისა და ვითარების გასააზრებლად. ის სათანადოდ უნდა მოემზადოს თავისი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. ბავშვს ალბათ უამრავი კითხვა გაუჩნდება. რომც არაფერი გითხრათ, მაინც. ეცადეთ, ტაქტიანად და მოთმინებით უბიძგოთ გულახდილობისკენ. ნუ მისცემთ საკუთარ თავში ჩაკეტვის საშუალებას, თორემ ეს შესაძლოა ნევროზში გადაიზარდოს. დააყენეთ საკუთარი თავი მის ადგილას. ეცადეთ, ამ პერიოდში მეტი ყურადღება მიაქციოთ, მეტი დრო გაატაროთ მასთან ერთად. იკითხეთ წიგნები, ითამაშეთ, ხატეთ - ეს ყველაფერი გაანეიტრალებს სტრესს და ბავშვს პოზიტიურ განწყობას შეუქმნის. მამაკაცმა, თავის მხრივ, არ უნდა დაიკავოს ავტორიტეტული პოზიცია, მაშინაც კი, თუ ბავშვი ძალიან ცელქი და გაუგონარია - ეს მხოლოდ გაართულებს საქმეს. ავტორიტეტი უნდა მოიპოვო - ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით, სითბოთი, თანადგომით, სიყვარულით. ამას შესაძლოა თვეები, წლები დასჭირდეს, მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით - თქვენი ძალისხმევა საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.