რა არის შეკრულობის მთავარი მიზეზი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის შეკრულობის მთავარი მიზეზი ბავშვებში

შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს და სწრაფად შლის - თითქოს ამგვარად მიგვანიშნებს, რა სტკივა. ზოგიერთი ჩვილი მოთმინებით იტანს ჭვალს და კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს "საღამოს კონცერტებს", ზოგიერთის წყალობით კი ოჯახური ცხოვრება კოშმარს ემსგავსება.

კოლიკის მიზეზები

პედიატრები და ნეონატოლოგები კარგა ხანია დავობენ, რა იწვევს კოლიკას, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმებულან. ტკივილის მხოლოდ სავარაუდო მიზეზებს თუ დავასახელებთ. ესენია:

  • ნაწლავებში დაგროვილი აირები;
  • ჭამის დროს გადაყლაპული ჰაერი;
  • ტირილის დროს ნაწლავებში დაგროვილი განავლოვანი მასები, რომლებსაც სპაზმურ მასებს უწოდებენ.

სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვის კვების ხასიათსა და ნაწლავურ კოლიკას შორის არსებობს ერთგვარი კავშირი: ჩვილები, რომლებსაც დაბადებიდანვე ხელოვნურად კვებავენ, ძლიერი და ხანგრძლივი კოლიკით იტანჯებიან, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს კი ნაწლავთა ჭვალი უფრო იშვიათად აწუხებთ. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ძუძუს საშუალებით უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან და ამდენად ტკივილსაც უფრო იოლად იტანენ.

ყველა ხელოვნური ნარევის ძირითადი კომპონენტი ძროხის რძეა. უმთავრესად სწორედ მისი გადამუშავება უჭირთ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პაწიებს. გარდა ამისა, კოლიკის აღმოცენებას, როგორც ჩანს, ნაწლავთა ანატომიური აგებულებაც უწყობს ხელს: ახალშობილის ნაწლავები არაპროპორციულად გრძელია, ამიტომ მათში უფრო მეტი აირი ეტევა, ვიდრე მოზრდილი ბავშვის ნაწლავებში (აირები ნაწლავებში დუღილის პროცესების შედეგია).

დაგროვილი აირები მუცლის შებერვასა და ტკივილებს იწვევს, აირების გამოდევნა ახალშობილს უჭირს, მისი კუნთოვანი სისტემა გაჭინთვისთვის მზად არ არის. ცნობილია ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იზრდება კოლიკის აღმოცენების რისკი. ესენია:

  • ფსიქოსოციალური ფაქტორები (დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და ა.შ.);
  • დედის მავნე ჩვევები, კერძოდ, თამბაქოს წევა;
  • დედის განსაზღვრული კვების რეჟიმი და დიეტა.

თვით მშობლების დაკვირვებით, პატარები უფრო დიდხანს და ძლიერად ტირიან, როცა მეძუძური დედა მიირთმევს კომბოსტოს, პარკოსნებს (ლობიო, ბარდა, მუხუდო), პომიდორს, ძროხის რძეს, ყურძენს, ციტრუსებს, კვერცხს, სვამს ზედმეტად ტკბილ ჩაის, კომპოტს, წვენს. ეს ის საკვებია, რომელიც დედის ორგანიზმშივე იწვევს აირების დიდი რაოდენობით წარმოქმნას. ალერგენების შემცველი პროდუქტები კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში იმუნოპათოლოგიურ რეაქციებს უდებს სათავეს.

დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ნაწლავთა კოლიკა ტანჯავთ, მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვლადობა ალერგენების მიმართ. შეზღუდვა უნდა გავრცელდეს რძის ნაწარმზეც (კარაქი, არაჟანი). რძე შეიძლება შეიცვალოს რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, იოგურტით. რაციონში უნდა შემცირდეს ცხოველური ცხიმების წილი. მათი შეცვლა ნაწილობრივ მცენარეული ცხიმით (სიმინდის, ზეითუნის, მზესუმზირის ზეთით) შეიძლება.

დედის რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისით (ის უხვად არის ხილ-ბოსტნეულში, დაცეხვილ ხორბლის პურში). სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის მთავარი საკვები დედის რძეა. ამდენად, კორექცია დედის რაციონს სჭირდება. შეკრულობა არ გახლავთ საიმისო საფუძველი, რომ ჩვილი შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ - შესაძლოა, ის უბრალოდ კვებითი ალერგიის გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმის გამოვლინება იყოს.

გულისყურით მოეკიდეთ ბავშვის კვების რეჟიმს, მიუხედავად თავისუფალი კვების უპირატესობისა (რასაც ზოგიერთი პედიატრი ურჩევს დედებს), საკვების უკონტროლო მიღება არასასურველია. ზოგიერთი დედა, ატირდება თუ არა პატარა, უმალვე ძუძუს აძლევს. ასეთი ურეჟიმო კვებისას ჩვილის ისედაც უმწიფარ ფერმენტულ სისტემას ზედმეტი ჯაფა ადგება, რაც შეკრულობას კიდევ უფრო ამძიმებს. დამატებითი საკვების მიცემისას კონსულტაცია პედიატრს სთხოვეთ. ის, სავარაუდოდ, გირჩევთ მცენარეული უჯრედისით მდიდარ საკვებს: ვაშლის, ქლიავის, გარგარის წვენებს, ხილფაფებს, სტაფილოს პიურეს, შვრიისა და წიწიბურას ფაფებს.

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, მისი დიეტური რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბავშვმა უნდა მიიღოს ხელოვნური ნარევის ადეკვატური, ასაკის შეატყვისი კუთვნილი ნორმა. ერთ ჯერზე 200მლ-ზე მეტის მიღება დაუშვებელია. საკვებად უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად ადაპტირებული ნარევები. არაადაპტირებული საკვების, სუფთა მაწვნის ან რძის გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ დარღვევას იწვევს. რაციონი უნდა შეიცავდეს რძემჟავა პროდუქტებს (სიცოცხლის პირველ თვეებში - ადაპტირებულს, შემდეგ - რძემჟავა ნარევს, ხოლო 8-10 თვიდან - სუფთა მაწონს. ჩვილს დროულად უნდა მისცეთ დამატებითი საკვები.

შეკრულობა ნაწლავთა ფუნქციის ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და წლამდე ასაკის ბავშვთა 20-35%-ში, უმეტესად - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში გვხვდება. შეკრულობა მხოლოდ ზოგად მდგომარეობასა და განწყობას კი არ აუარესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებათა განვითარებასაც უწყობს ხელს. შეკრულობის დიაგნოზს სვამენ, როდესაც აღნიშნება:

  • დეფეკაციის აქტებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება;
  • გახანგრძლივებული ჭინთვა;
  • მყარი განავალი.

ჩვილისთვის შეკრულობის რისკფაქტორებია:

  • ახლო ნათესავებს შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებათა არსებობა;
  • დედის ავადმყოფობა ორსულობისას;
  • დღენაკლულობა;
  • თავის ტვინის პერინატალური დაზიანება;
  • საკვებისმიერი ალერგია;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი).

შეკრულობის ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, არასწორი ან არაბალანსირებული კვებაა. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას და მოხსნას სპაზმი.

წლამდე ასაკის ბავშვის დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპები:

  • რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას;
  • საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ზედმეტი ცილა და ცხიმი - ისინი აფერხებენ ნაწლავთა მოტორიკას;
  • რაციონი უნდა გამდიდრდეს საკვები უჯრედისით;
  • უნდა მოწესრიგდეს ნაწლავის მიკროფლორა.

თუ კვების კორექციამ შედეგი არ გამოიღო - გრძელდება დისკომფორტი კვების შემდეგ, შეკრულობა, მუცლის შებერილობა, ჭირვეულობა, დიეტოთერაპიასთან ერთად საჭიროა ნაწლავის ფლორის მოწესრიგებაც მედიკამენტების - პრო- და პრებიოტიკების, ფერმენტების საშუალებით. თქვენი პირადი პედიატრი თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შეადგენს პრობლემების მოგვარების სქემას. უნდა იცოდეთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ვიდრე ექიმი ნებას არ დაგრთავთ, მკურნალობა არ შეწყვიტოთ.