რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
წითურა - კლასიკური ბავშვთა ინფექცია
წითურა - კლასიკური ბავშვთა ინფექცია

დადგა ნანატრი არდადეგები. პატარები სიხარულით დაგვყავს გასართობ ცენტრებში, საბავშვო სპექტაკლებსა თუ კონცერტებზე, სადაც უამრავი ბავშვია თავმოყრილი და ინფექციის საფრთხეც დიდია. ბავშვთა ერთ-ერთი კლასიკური ინფექციაა წითურა. რით არის იგი სახიფათო და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა? ამის შესახებ ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი ლალი აფხაზავა გვესაუბრება.


- როგორ ვლინდება წითურა?
- 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მსუბუქი გაციების ნიშნებითა და უმნიშვნელო გამონაყარით. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადების სურათი უფრო მძიმეა - მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, კისრის უკანა, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ექიმები არაერთხელ დავრწმუნდით, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს წითურა. საზოგადოდ, ბავშვთა ასაკის ინფექციებს შორის ის ყველაზე მსუბუქ დაავადებად მიიჩნევა.


- როგორ ხვდება ორგანიზმში ვირუსი?
- დაავადების გამომწვევი ვირუსი ხველისას და ცემინებისას გამოიყოფა გარემოში (იგი არის ნახველში, სურდოში, ნერწყვში), იქიდან კი სასუნთქი გზების გავლით ორგანიზმში იჭრება. ვირუსის გავრცელების ასეთ გზას მედიცინაში გადაცემის ჰაერწვეთოვანი მექანიზმი ეწოდება. ბავშვი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ერთი კვირა ადრე და ვირუსს ავრცელებს გამოყრის შემდეგ 7 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში იგი საშიშია გარშემო მყოფთათვის და საჭიროა მისი იზოლირება. თუ დაავადებულმა ბავშვმა ვირუსი გადასდო ორსულ დედას ან საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელთაც არც აცრილი აქვთ ეს დაავადება და არც გადატანილი, ახალშობილი შესაძლოა თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაიბადოს. იგივე საფრთხე ელის  მომავალში პატარა გოგონასაც, თუ დროულად არ აიცრა ან ეს დაავადება ბავშვობაში არ გადაიტანა.


- როგორ ვითარდება დაავადება?
- ეტაპობრივად. განვიხილოთ თითოეული ეტაპი. საინკუბაციო პერიოდი - გრძელდება 15-დან 24 დღემდე, საშუალოდ კი 16-18 დღე ინფიცირების (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის) მომენტიდან. ამ პერიოდში ვირუსი იმყოფება ბავშვის ორგანიზმში, მაგრამ არ ამჟღავნებს თავის არსებობას. თუ თქვენს შვილს კონტაქტი ჰქონდა წითურით დაავადებულ ბავშვთან, სამი კვირის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით მას. თუ ამ პერიოდში საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - საფრთხემ ჩაიარა. პროდრომული პერიოდი - გრძელდება რამდენიმე დღე. დიაგნოზი ბოლომდე ნათელი არ არის, რადგან კლინიკური სურათი მოგვაგონებს ჩვეულებრივ გაციებას. დაავადება იწყება თვალების ჩაწითლებით (კონიუნქტივიტი), მსუბუქი სურდოთი, უმნიშვნელო ხველით, სუბფებრილური (38 გრადუსამდე) ტემეპრატურით, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებითა და ტკივილით. კეფისა და კისრის ლიმფური ჯირკვლები ხელით ისინჯება, რაც ერთგვარი სიგნალია და ექიმს მიანიშნებს, რომ ორგანიზმმა დაიწყო წითურას ვირუსთან ბრძოლა. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი სწორედ აქ იწყებს გამრავლებას. ეს პროცესი ერთი კვირა გრძელდება. ამის შემდეგ ვირუსი გადადის სისხლში და ვრცელდება მთელ ორგანიზმში. დიაგნოზის დადასტურებამდე ექიმი მშობელს ბავშვის იზოლირებას - კარანტინის რეჟიმს ურჩევს. დაავადების გაშლის სტადია - გამოიხატება სახესა და სხეულზე დაავადებისთვის დამახასიათებელი გამონაყარის გაჩენით. ჩვეულებრივ, გამონაყარი პროდრომული პერიოდის დასრულებიდან 1-2 დღის შემდეგ ჩნდება, თავდაპირველად - სახეზე, ზოგჯერ - სასასა და ლოყებზე, სწრაფად ვრცელდება ჯერ ტანზე, მერე კი ხელ-ფეხზე. წითურას დროს ლაქები და პაპულები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე წითელას დროს.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ხანგრძლივი არ არის - ხელ-ფეხზე გამოყრისას სახიდან უკვე ქრება. არც ინტენსიურია და 2-3 დღეში გაივლის. სასურველია, ეს პერიოდი ბავშვმა საწოლში გაატაროს. ტემპერატურა 3 დღე-ღამე გრძელდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, საერთოდ არ მოიმატოს. უცვლელი საერთო მდგომარეობის გამო მცირე  გამონაყარი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, ანდა ალერგიული გეგონოთ, ბავშვმა განაგრძოს ბაგა-ბაღსა თუ სკოლაში სიარული და ინფექცია  გაავრცელოს. დიაგნოზის დაზუსტება შესაძლებელია სისხლის იმუნოლოგიური კვლევით. ამისთვის საჭიროა სისხლის აღება დაავადების 1-ლ-მე-3 დრეს და 7-10 დღის შემდეგ. თუ წითურას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე 4-ჯერ არის მომატებული, ეს დაავადების ნიშანია.


- როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები და გარშემო მყოფები?
- წითურას ვირუსი მხოლოდ ორსულებისთვის არის სახიფათო. პირველ ტრიმესტრში ინფიცირებისას ვითარდევა ნაყოფის მრავლობითი სიმახინჯე, სიბრმავე, სიყრუე, გულის მანკი, მოსალოდნელია თვითნებური აბორტი და მკვდრადშობადობაც. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება 1941 წელს დაადგინა ავსტრალიელმა ექიმმა გრეგმა. მას შემდეგ მედიკოსები წითურაზე სულ მცირე ეჭვსა და დაავადებულ ბავშვთან კონტაქტსაც კი ორსულობის შეწყვეტისთვის საკმაო საფუძვლად მიიჩნევენ. შესაძლოა, მომავალ დედას დაავადების არავითარი ნიშანი არ ჰქონდეს - ექიმების მიდგომაზე ეს გავლენას არ ახდენს, ვინაიდან დაავადება ზოგჯერ უსიმპტომო ფორმით მიმდინარეობს. თუ ორსული მოგვიანებით, მეორე-მესამე ტრიმესტრში დაინფიცირდა, ბავშვი დაიბადება ანემიით, შინაგანი ორგანოების დაზიანებით, მაგრამ იცოცხლებს და არ იქნება მძიმე ინვალიდი. არსებობს ახალჩასახული ორგანიზმის დაცვის ერთადერთი საშუალება - მასობრივი (მთელი მოსახლეობის 95%-ის) იმუნიზაცია, ამიტომ აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილია წითურას საწინააღმდეგო აცრაც: 12 თვის ასაკში - პირველი, ხოლო 5 წლის ასაკში - მეორე (რევაქცინაცია). პატარა ბავშვებთან ერთად მიზანშეწონილია მოზარდი ვაჟებისა და მამაკაცების ვაქცინაციაც, ვინაიდან ისინი ვირუსის გამავრცელებლები არიან და ორსულისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.


- სჭირდება თუ არა დაავადებულ ბავშვს სპეციალური მოვლა?
- გამონაყარს სპეციალური დამუშავება არ სჭირდება, იგი თავისით გაივლის. ავადმყოფი ბავშვი შეგიძლიათ ყოველდღე დაბანოთ. ეს აუცილებელიც კია, რადგან ვირუსთან მებრძოლ ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება წიდა - ცვლის საბოლოო პროდუქტები - და კანის საშუალებით გამოიყოფა. კვებაც შესაბამისი უნდა იყოს - გადაიყვანეთ ბავშვი უპირატესად რძის ნაწარმსა და მცენარეულ საკვებზე, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე - ლიმონიანი და მურაბიანი ჩაი, ახალი ხილისა თუ ჩირის კომპოტი, ახალგამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი. სხვა სამკურნალო ღონისძიებები საჭირო არ არის. ბავშვი, წესისამებრ, მალე იწყებს გამოჯანმრთელებას. წითურა, ბავშვთა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს გართულებებს. ეს გართულებებია ნევრიტი, ართრიტი, ენცეფალიტი. 3000-დან ერთი შემთხვევა შესაძლოა გართულდეს თრომბოციტოპენიორი პურპურათი - ვირუსი იწვევს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების, დაშლას, მათი რაოდენობის შემცირების გამო სხეულზე ჩნდება ჩალურჯებული ადგილები, ხშირდება სისხლდენები. დღეს გართულებებთან ბრძოლა ადვილია, მაგრამ მაინც ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი, დაინიშნოს სათანადო, დამზოგველი რეჟიმი, იზოლაცია. მედიკამენტური თერაპია საჭირო არ არის. იშვიათად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა თანდაყოლილი წითურას დროს დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.


 

თარიღი : 28-05-2014
ექიმი
კარიდორში დედმამას წითელლაქებიანი პატარა ეკავათ ხელში. ჩემ კაბინეთში არ შემოსულან, მაინც გადამედო, 3 კვირა სუსტად ვიყავი, ახლახანს გავედი სამსახურში. ჯანდაცვის სამინისტრომ მიაქციოს ყურადღება ბავშვთა პოლიკლინიკებში ფილტრების არსებობას, ადრე რომ იყო, ისე!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა ნუ დააძალებთ საკვებს. უმჯობესია, ისეთი რამ მოძებნოთ, რაც ბავშვს ესიამოვნება.
ყველა მშობელმა იცის, რომ მაღალი სიცხის დროს ბავშვს პარაცეტამოლი ან ნუროფენი უნდა მისცეს. თუ სიცხემ მაინც არ დაიკლო,
როზეოლა ბავშვთა იდუმალი დაავადება, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ასევე უწოდებენ მეექვსე დაავადებას,
მარტივი ჰერპესი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. მას უმეტესად არ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. გვესაუბრება ინფექციონისტი ლია სხირტლაძე.

- რას წარმოადგენს ჰერპესის ვირუსი?
- სიტყვა “ჰერპესი” ბერძნულად მცოცავს ნიშნავს, რაც ზუსტად ასახავს დაავადების მიმდინარეობას. ვირუსი ერთი უჯრედიდან მეორეზე გადაცოცდება და გენურ აპარატში ინერგება. ჰერპესვირუსები დიდ ოჯახს ქმნიან. ამ ოჯახის წარმომადგენლებს - ჩუტყვავილას, ინფექციური მონონუკლეოზის, ციტომეგალოვირუსული დაავადების გამომწვევებს - უმრავლესობა ერთხელ მაინც შეხვედრია, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც მარტივი ჰერპესის ვირუსია, რომელიც კანსა და ლორწოვანზე სითხით სავსე ბუშტუკოვან გამონაყარს აჩენს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გამოაქვეყნეს მოხსენება სასუნთქი სისტემის უცნობი ვირუსის შესახებ, რომლის გამოც

ბავშვთა სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, ქუნთრუშას გამომწვევია არა ვირუსი, არამედ ბაქტერია. მისი ვაქცინა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საიმედო წამალი - ანტიბიოტიკი. გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი:


- ქუნთრუშა გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტით, ჭურჭლის, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით. იმის დასადგენად, ვისგან დაავადდა ბავშვი, მშობელმა უნდა გაიხსენოს მისი კონტაქტები უკანასკნელი თორმეტი დღის განმავლობაში.


08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.