ჩუტყვავილა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩუტყვავილა

დაავადებას იწვევს ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (VZV). იგი ადამიანის ჰერპესვირუსია. VZV-ს პირველადი ინფექცია ჩუტყვავილას სურათს იწვევს, ხოლო ვირუსის ლატენტური (ფარული) არსებობა ზურგის ტვინის უკანა რქების განგლიებში და მისი რეაქტივაცია - სარტყლისებური ლიქენის სურათს (ზოსტერინფექციას).

- როგორ ხდება ვირუსით ადამიანის დასნებოვნება?

- ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი ავადმყოფი. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა. 90%-ში დაავადება გადააქვთ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს, ხოლო მოსახლეობის 96% პრაქტიკულად იმუნურია ამ ინფექციის მიმართ. 2-3 თვის ბავშვები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით ჩუტყვავილათი იშვიათად ავადდებიან. იმუნიტეტის არარსებობისას ნაყოფის ინფიცირება ხდება ტრანსპლაცენტური გზით. შესაძლოა ახალშობილის დაავადება ორსულობის უკანასკნელ პერიოდში დედის ავადმყოფობის გამო.

- როდის არის საშიში ავადმყოფი?

- ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ბავშვთა კოლექტივებში ხშირია ეპიდემიური აფეთქება. გადატანილი დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს - განმეორებით დაავადება პრაქტიკულად არ ხდება. ალბათობა არსებობს, თუმცა არ აღემატება 2-3%-ს. ავადმყოფი როგორც ინფექციის წყარო საშიშია გამოყრამდე 1-2 დღე-ღამის და გამოყრის შემდეგ 3-7 დღე-ღამის განმავლობაში. უკანასკნელი გამონაყრის ფუფხად ქცევიდან ავადმყოფი საშიში აღარ არის. ნატურალური ყვავილისგან განსხვავებით, ფუფხი არ შეიცავს ვირუსს.

- რას აზიანებს ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი?

- ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანიდან, სადაც მრავლდება და ლიმფური გზით გადადის კანსა და ლორწოვან გარსებში, შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ვირუსი გამოირჩევა უპირველესად კანის, შემდგომ კი ნერვული სისტემის დაზიანებით. ძირითადი ცვლილებებია კანსა და ლორწოვანზე. გენერალიზებული ფორმების დროს ადგილი აქვს ორგანიზმის სისტემურ დაზიანებას. ვეზიკულური გამონაყარი ეროზიებისა და წყლულების სახით აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასუნთქ და საშარდე ორგანოებში, ცნს-ში. ჩუტყვავილას გენერალიზებული ფორმები იშვიათია და უმეტესად გვხვდება დარღვეული, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში.

- როგორი გამონაყარია დამახასიათებელი ჩუტყვავილასთვის?

- გამოყრამდე 1-2 დღე შეინიშნება უმნიშვნელო სისუსტე. თავდაპირველად ჩნდება ლაქა ან პაპულა (კანის ზედაპირიდან წამოწეული), რომელიც ძალიან მალე, რამდენიმე საათში, გადაიქცევა გამჭვირვალე, ოვალურ ან მრგვალ ბუშტუკად გაწითლებული კანის ფონზე. ბუშტუკების შიგთავსი პირველსავე დღეებში იმღვრევა, გამონაყარი ადვილად სკდება, სითხე იღვრება და წარმოიქმნება ფუფხი. ჩვეულებრივ, გამონაყარი უხვია. გამოყრა გრძელდება 3-4 დღე. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება ტანზე, შემდეგ - სახეზე და თავის თმიან ნაწილში, კიდურების დისტალურ ნაწილებზე. ვეზიკულა ერთკამერიანია და ჩხვლეტის შემდეგ იჩუტება შიგთავსის დაღვრით. ვეზიკულები 1-3 დღეში ქრება და მათ ადგილას ჩნდება მუქი ფერის ბრტყელი ფუფხი, რომლის მოცილების შემდეგაც ნაწიბურები არ რჩება. მათ ადგილას 2-3 თვე რჩება მუქი პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ბაცდება. ლორწოვან გარსებზე: პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში (ამ შემთხვევაში ვითარდება კრუპის სინდრომი), სასქესო ორგანოებზე - გამონაყარი მალე განიცდის მაცერაციას ზედაპირული ეროზიებისა და წყლულების გაჩენით, რომლებიც 5-7 დღის შემდეგ მთლიანად ეპითელიზდება. გამოყრას აქვს ბიძგისებური ხასიათი 1-2-დღიანი ინტერვალით. ამ დროს გამონაყარი პოლიმორფულია - ერთდროულად ლაქოვან-პაპულური, ვეზიკულური და ფუფხიანი. ყოველი ახალი გამოყრა მიმდინარეობს ტემპერატურული რეაქციით. გამოყრის პერიოდში ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, კანის ქავილსა და ინტოქსიკაციის სხვა გამოვლინებებს. ქავილის დროს შესაძლოა ინფექციის შეტანა და გამოყრის ადგილას ანთებითი კერის წარმოქმნა თვით ფლეგმონამდე, ამიტომ პატარას უნდა დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მოვუხსნათ ქავილის შეგრძნება. პერიფერიულ სისხლში (სისხლის საერთო ანალიზში) არსებითი ცვლილებები არ არის.


- როგორ მიმდინარეობს თანდაყოლილი ჩუტყვავილა?

- თანდაყოლილი ინფექცია თავს იჩენს სიცოცხლის მე-5-10 დღეს, მიმდინარეობს საშუალო ან მძიმე, არცთუ იშვიათად - გენერალიზებული ფორმით, შინაგანი ორგანოების დაზიანებითა და ლეტალური შედეგით. VZV-თი ორსულის პირველ ან ადრეულ მეორე ტრიმესტრში ინფიცირება ნაყოფში იწვევს ემბრიოპათიის სურათს კიდურების ატროფიითა და კანის დეფორმირებული ცვლილებებით (თანდაყოლილი ჩუტყვავილას სინდრომი, მშობიარობამდე 5 დღით ადრე ან  მშობიარობის შემდეგ 2 დღეში). ამ დროს ლეტალობის მაჩვენებელი 50%-ია. თუ ქალი მშობიარობამდე 5-10 დღით ადრე დაინფიცირდა, ახალშობილს დაბადებისთანავე აღენიშნება ჩუტყვავილა, რომელიც მიმდინარეობს მსუბუქად, ლეტალური შემთხვევების გარეშე.

- რა თავისებურებით გამოირჩევა ჩუტყვავილა წლამდე ასაკის ბავშვებში?

- ახალშობილებსა და წლამდე ასაკის ბავშვებში ჩუტყვავილას თავისებურება გამოიხატება საერთო ინტოქსიკაციის მკვეთრი გამოვლინებით:

  • პატარა ძლიერ მოდუნებულია და აღგზნებული;
  • აღებინებს და არ აქვს მადა;
  • არ იღებს საკვებს;
  • გახშირებული აქვს ნაწლავთა მოქმედება;
  • ტემპერატურა შეიძლება ჰქონდეს ნორმალური ან სუბფებრილური.

გამონაყარი ვითარდება უფრო გვიან, მე-2-5 დღეს. იგი უხვია, პოლიმორფული, გამოყრისას ტემპერატურა მაღალ რიცხვებამდე იწევს, პროგრესირებს ნეიროტოქსიკოზი კრუნჩხვებითა და მენინგოენცეფალიტის სურათით. გამონაყარი იღებს ჰემორაგიულ ხასიათს.

- რა გართულებები ახლავს ჩუტყვავილას?

- გართულება შეიძლება გამოიწვიოს მეორეულმა ინფექციამ და ჩამოყალიბდეს აბსცესი, ფლეგმონა, წითელი ქარი, ბრონქოპნევმონია. ტიპობრივი გართულებაა ვირუსული ენცეფალიტი და ცერებრული ატაქსია. ენცეფალიტი უმეტესად ვლინდება ფუფხის სტადიაში და არ უკავშირდება დაავადების სიმძიმეს. იგი უფრო იმუნური რეაქციებითაა განპირობებული. ენცეფალიტის სურათისთვის უფრო დამახასიათებელია ნათხემის დაზიანება - ატაქსიური სინდრომი. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და 48-72 საათში ხდება სიმპტომების თითქმის სრული ალაგება. სხვა გართულებებიდან მოსალოდნელია გიიენ-ბარეს სინდრომი, ართრიტი, მიოკარდიტი, პანკრეატიტი.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- დიაგნოზი ეყრდნონა კანსა და ლორწოვანზე ტიპური გამონაყარის არსებობას, მის  პოლიმორფიზმსა და ევოლუციას.

- როგორ უნდა მოვუაროთ და ვუმკურნალოთ ჩუტყვავილათი დაავადებულს?

- მკურნალობის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, ტარდება ზოგადი სიმპტომური თერაპია. აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ მეორეული ინფექციის დართვის საშიშროება. საჭიროა ტანსაცმლისა და თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა. ანტისეპტიკური ხსნარებით აბაზანის მიღება, პირის ღრუს დამუშავება - გამოვლება ყოველი ჭამის შემდეგ, ბუშტუკოვან სტადიაში გამონაყარის დამუშავება ბრილიანტის მწვანით და არანაირი მალამოთი! ქავილის დასაცხრობად ინიშნება სედაციური, ანტიჰისტამინური საშუალებები. მძიმე ინტოქსიკაციისას საჭიროა ინფუზოთერაპია სადეზინტოქსიკაციო ხსნარების საშუალებით. ჰორმონების გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ, თუმცა ენცეფალიტის დროს ხმარობენ და გარკვეული ეფექტიც აქვს. ანტივირუსული პრეპარატები ინიშნება მძიმე შემთხვევების დროს. ეფექტურია აციკლოვირი, თუ პაციენტმა ის დაავადების პირველ 24 საათში მიიღო, თუმცა ყოველთვის საჭირო და ეფექტური არც ის არის.

- არსებობს თუ არა ვირუსისგან თავის დაცვის საშუალება?

- ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვის საშუალებაა ვაქცინაცია - აცრა. აქტიური თავდაცვისთვის გამოიყენება ატენუირებული ცოცხალი ვაქცინა, რომელიც იწვევს ანტისხეულების წარმოქმნის კარგ ეფექტს და თავიდან გვაცილებს დაავადებას, თუ შეყვანილ იქნა ავადმყოფთან კონტაქტამდე ან კონტაქტიდან მოკლე ხნის შემდეგ. ვაქცინაცია ტარდება 12 თვიდან. მისი ეფექტურობა 95%-ს უდრის. იმუნიტეტი 8-20 წელიწადს გასტანს.  დონორისგან მიღებული სპეციფიკური იმუნოგლობულინი მოქმედებს როგორც ჩუტყვავილას, ისე ზოსტერის წინააღმდეგ. იგი ეფექტურია, თუ მიღებულ იქნა კონტაქტიდან არა უგვიანეს 72 საათის განმავლობაში.