რა ასაკიდან შეიძლება ჩავსვათ პატარა კენგურუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ასაკიდან შეიძლება ჩავსვათ პატარა კენგურუში

ორთოპედს აჩვენოთ. მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეიძლება კენგურუს გამოყენება. საქმე ის არის, რომ არსებობს თანდაყოლილი პათოლოგია - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სხვაგვარად - ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. თუ პატარას ეს დაავადება აქვს, კენგურუში მისი ხშირად და დიდხანს ჩასმა მიზანშეწონილი არ არის. კენგურუში ჯდომისას ბავშვს ტერფები გარეთ განეზიდება, მისი ხშირი გამოყენება კი ტერფების მყარ განზიდვასა და ვალგირებას (გარეთ გამრუდებას) განაპირობებს. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა სეირნობის შემდეგ მუცელზე ისე დააწვინეთ, რომ ტერფები საწოლიდან (ლეიბიდან, მაგიდიდან) გადმოკიდებული ჰქონდეს.

ასეთი პოზა კენგურუში დიდხანს ჯდომის შემდეგ ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაჭიმულობის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. ორ თვემდე მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარების შესახებ სრულ ინფორმაციას გვაწვდის სახსრის ექოსკოპიური გამოკვლევა. ორთოპედთან კონსულტაციისას შეიტყობთ, რა ასაკიდან და რამდენი ხნით შეგიძლიათ ასეირნოთ თქვენი პატარა. იხილეთ აგრეთვე სტატია "კენგურუ"