რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ცუდი სუნი პირის ღუში
ცუდი სუნი პირის ღუში
ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს უსიამოვნო, მომჟავო სუნი აქვს პირიდან. ხშირად ეს ჰელმინთებს უკავშირდება. თუმცა პირიდან უსიამოვნო სუნისა და გემოს განმაპირობებელი სხვა მიზეზებიც არსებობს. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.

- ვის უნდა მივმართოთ, როცა ბავშვს პირში უსიამოვნო სუნს შევამჩნევთ?


- როდესაც მშობელი ამჩნევს ან თვითონ ბავშვი აღნიშნავს, რომ პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, საჭიროა სტომატოლოგთან კონსულტაცია. უნდა გაირკვეს - კარიესის ბრალია თუ სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება).

თუ სტომატოლოგი თავისი პროფილით პრობლემას ვერ აღმოაჩენს, საქმეში ჩაერთვება გასტროენტეროლოგი. მისი კონსულტაცია საჭირო ხდება მაშინ, თუ, პირში მომჟავო სუნის გარდა, ბავშვს აბოყინებს ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს, უსიამოვნო სუნი ხშირად შეკრულობის თანმდევიცაა. უნდა გამოირიცხოს ჰელმინთების (პარაზიტების) არსებობაც.

არ დაგავიწყდეთ ოტოლარინგოლოგთან ვიზიტიც. ხშირად ეს პრობლემა მათი მოსაგვარებელია.

ბაქტერიების 80%, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, სახლობენ არა კბილებზე (კარიესის დროს), არამედ ენაზე! ამიტომ კბილების გამოხეხვის დროს ენაც უნდა გასუფთავდეს.

დამნაშავე ნუშურები!

ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა ნუშურებზე მოსახლე ბაქტერიები გახდნენ. ნუშურებს არასწორი ზედაპირი აქვთ, დაღარული და ვიწრო ნაპრალებით, რომლებშიც გროვდებიან მიკრობები და გამოყოფენ არასასიამოვნო სუნს. აქვე შესაძლოა გაჩნდეს თეთრი ფერის, წერტილოვანი საცობები, რომლებიც აშრევებული უჯრედების - ლეიკოციტებისა და საკვების ნარჩენებისგან შედგება.

სასკოლო ასაკის ბავშვებში სუნთქვის დროს უსიამოვნო სუნი პირიდან შესაძლოა ტონზილიტის ან ქრონიკულად მიმდინარე პროცესის პირველი ნიშანი იყოს. საჭიროა ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ბაქტერიის ამოთესვის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკების მიმართ მისი მგრძნობელობის გარკვევა. მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს ექიმი ანტიბიოტიკის კურსს.

მიზანშეწონილია ყელის სავლები, საწუწნი აბები, წვეთები, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ.

თუ პრობლემა ადენოიდებია?

ადენოიდები, იგივე ადენოიდური ვეგეტაციები, ვრცელდება ცხვირ-ხახის უკანა კედლის გასწვრივ. ის ფარდასავით დაშვებულია ქვევით, ინფექცია ადვილად ვრცელდება მათში და სუნთქვისას განაპირობებს უსიამოვნო სუნს პირიდან. თუ ადენოიდები ძლიერადაა გაზრდილი, ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, პირი გამუდმებით ღია აქვს, ცხვირის ლორწოვანი გარსები შრება და უსიამოვნო სუნიც მკვეთრია.

უნდა გამოირიცხოს ჰაიმორიტი...

სასკოლო ასაკის ბავშვებში ცხვირის დანამატი ღრუები უკვე ჩამოყალიბებულია. ვირუსები არცთუ იშვიათად იწვევენ ამ ღრუების ანთებით პროცესს, რომელსაც ერთვის ბაქტერიული პროცესი და ცხვირიდან სეროზული, გამჭვირვალე, უფერო და უსუნო გამონადენი ხდება მოყვითალო-მომწვანო, სქელი და მძაფრი სუნის.

ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ცხვირის ღრუს გამორეცხვა საკვები სოდის ან ზღვის მარილის ხსნარით,.

ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლთან დაკავირებული პრობლემები

თუ პირიდან უსიამოვნო სუნთან ერთად ბავშვს დაეკარგა მადა, უჩივის პერიოდულად გულისრევის შეგრძნებას, აქვს ტკივილი კვების შემდეგ ჭიპის ზედა მიდამოში - უნდა ვიეჭვოთ ნაღვლის ბუტისა და სანაღვლე გზების პრობლემები.

ეს ჩივილები სანაღვლე გზების დისკინეზიის (ნაღვლის ბუშტის დეფორმაციით გამოწვეული) ფონზე გამოწვეულ ქოლეცისტიტზე - ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მიუთითებს.

საჭიროა მკურნალობა - კვირაში ერთხელ ნაღველმდენი ბალახების ნაკრები ნაყენით დუბაჟი. ნაკრები ბალახების 1 ჩაის კოვზს დაასხით 200მლ მდუღარე წყალი, გაგრილებული გადაწურეთ. უზმოზე მიეცით ბავშვს 50-100მლ, დააწვინეთ სათბურზე მარჯვენა გვერდზე 30 წუთით. ასევე საჭიროა
You must have Flash Player installed in order to see this player.
1 თვე ნაღველმდენი პრეპარატები, რომელთაც შეგირჩევთ მკურნალი ექიმი. ერთი თვის კურსის ჩამთავრების შემდეგ გაიმეორეთ ექოსკოპიური გამოკვლევა.

და კიდევ...

თუ პირიდან ბავშვს დამპალი ვაშლის ან აცეტონის სპეციფიკური სუნი ამოსდის - ეს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას მიუთითებს! გამოიძახეთ სსდ ბრიგადა და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დაიმახსოვრეთ! არასასიამოვნო სუნი პირიდან ყოველთვის ჯანმრთელობის გარკვეულ დარღვევაზე მეტყველებს და ამ მოვლენას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მუცლის ტკივილი ბავშვებთან ყველაზე ხშირი ჩივილია. უმრავლეს შემთხვევაში ეს მოვლენა ორგანიზმისთვის სახიფათო არ არის. ეს ჩივილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ახასიათებს და მიზეზებიც განსხვავებულია.

განვიხილოთ მუცლის ტკივილის ანუ - როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ - ნაწლავთა კოლიკის მიზეზები ახალშობილობიდან დაწყებული. გვესაუბრება პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი.

სინთეზური პენიცილინის შექმნამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. ეს ანტიბიოტიკი 99%-ით გაუმკლავდა პათოგენურ სტაფილოკოკებს. ნახევარი საუკუნის შემდეგ მისი ეფექტურობა 20%-მდე შემცირდა. დღეს ექიმების არსენალში 40-ზე მეტი ჯგუფის ანტიბიოტიკია. რამდენად ეფექტურია ისინი ჩვენი შვილების ირგვლივ არსებული ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად? - გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი.

იმუნური და გენიტალური ხასიათის პერინატალური პათოლოგია ვლინდება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით, ამნიოცენტეზით (მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების მეთოდი. ორსულობის მე-14-16 კვირიდან მე-20-22 კვირამდე იღებენ ამნიონურ სითხეს და ავლენენ მასში მყოფი უჯრედების ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს ციტოგენეტიკური მეთოდით) და ნაყოფის სისხლის კვლევით.

ბავშვის ორგანიზმში ათასობით ფერმენტია და მათ თავიანთი “საქმე” აქვთ. თუ ერთ-ერთი სათანადოდ ვერ ფუნქციობს ან საერთოდ არ არის ორგანიზმში, მაშინ ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ასეთ დროს სწორი მიდგომა და დროული ჩარევა უმთავრესია. გვესაუბრება პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი.

- საკვების აუტანლობა ხშირად საკვებისმიერ ალერგიაში ერევათ. რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის?

მადელუნგის დაავადება

მადელუნგის დაავადება (სინონიმები - მადელუნგის დეფორმაცია, მაჯის ქრონიკული ამოვარდნილობა) არის ლოკალური ფიზარული დისპლაზია (სიგრძეში ძვლის ზრდის დარღვევა), რომელსაც ახასიათებს სხივის ძვლის დამოკლება და იდაყვის ძვლების ამოვარდნილობები/ქვეამოვარდნილობები.

ბავშვებში დიარეის განვითარების მექანიზმებზე, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "ალმედის" ექიმი-პედიატრი ზვიად კორკოტაშვილი.

- რა არის ბავშვებში დიარეის გამომწვევი მიზეზები?
- ტერმინით დიარეა აღწერენ ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას, რასაც შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი და გამოყოფილი განავლოვანი მასის გაზრდილი მოცულობა. არსებობს მწვავე და ქრონიკული დიარეა.

16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.