რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
თერმომეტრი გატყდა
თერმომეტრი გატყდა

თერმომეტრი გატყდა და ოთახში ვერცხლისწყლის პატარა ბურთულები მიმოიფანტა. საშიშია თუ არა ეს? როგორ შევკრიბოთ ვერცხლისწყალი?


საშიშია თუ არა თერმომეტრის ვერცხლისწყალი?
ვერცხლისწყალი ადვილად აქროლადი ნივთიერებაა, ის ორთქლდება. ინტენსიური აორთქლება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მეტია. რაც უფრო მეტად თბილა ოთახში, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს აორთქლების პროცესი.

ვერცხლისწყლის ორთქლი ადვილად აღწევს ჩვენს ორგანიზმში და დროთა განმავლობაში შესაძლოა სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს, ცენტრალური ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანებაც კი. ვერცხლისწყლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, სასუნთქი სისტემის ანთება და დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ადვილად დაღლა, სისუსტე, აპათია. გარდა ამისა, არსებობს ვერცხლისწყლით მოწამვლის ქრონიკული ფორმა, რომლის დროსაც სიმპტომები ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ვერცხლისწყლის ორთქლის ორგანიზმში მცირე კონცენტრაციით მოხვედრაც კი შეიძლება თავბრუხვევის, ადვილად დაღლის, ძილიანობის, გაღიზიანებადობის მიზეზად იქცეს. დაგვეთანხმებით, რომ ეს ჩივილები ადვილად შეიძლება აგვერიოს თუნდაც ავიტამინოზში და არც კი მოგვაგონდეს, რომ ცოტა ხნის წინ ოთახში თერმომეტრი გატყდა.


როგორ მოვაგროვოთ დაღვრილი ვერცხლისწყალი

  • პირველ რიგში, შენობიდან უნდა გავიყვანოთ ბავშვები, ფართოდ გავაღოთ ფანჯრები - ასე ორთქლის კონცენტრაციას შევამცირებთ.
  • ოთახის ზღურბლთან დააგეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში დასველებული იატაკის ტილო, რათა ფეხსაცმლის ლანჩებით ვერცხლისწყალი მთელ ბინაში არ მიმოფანტოთ. მართალია, ამას იატაკი შეეწირება - პერმანგანატის ხსნარის მუქი კვალი გარანტირებულია, - მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
  • სანამ ვერცხლისწყლის წვეთების მოგროვებას დაიწყებდეთ,  მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით. აავსეთ წყლით ან კალიუმის პერმანგანატის 0,2%-იანი ხსნარით. შეიძლება გამოიყენოთ იოდიც. იოდი ვერცხლისწყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის არააქროლად ვერცხლისწყლის იოდიდს. ამ ხსნარში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.
  • სასუნთქი ორგანოები უნდა დავიცვათ სველი ნიღბით, ხოლო ხელები - რეზინის ხელთათმანებით.
  • ვერცხლისწყლის მოსაგროვებლად არ უნდა გამოვიყენოთ ცოცხი, იატაკის ჯაგრისი და მით უფრო - მტვერსასრუტი, რადგან ასე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჰაერში ვერცხლისწყლის კონცენტრაცია.
  • ვერცხლისწყლის ბურთები უნდა შევაგროვოთ ემპლასტროთი ან სკოტჩით. ნაკლებად მოხერხებულია ქაღალდი და პერმანგანატში დასველებული ბამბის ტამპონი. პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან ოყნით.
  • ვერცხლისწყალი შეიძლება შეგროვდეს სპილენძის ფირფიტით ან მავთულითაც. სპილენძი იმ მცირერიცხოვან ლითონთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ვერცხლს კი არ განიზიდავენ, არამედ მიიზიდავენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სპილენძი არ იყოს დაჟანგული. ამისთვის ლითონი ოდნავ უნდა გავფხიკოთ ზედა შრის მოსაცილებლად.
  • მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა დაამუშაოთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით. მის მოსამზადებლად 2 გრამი პერმანგანატი უნდა გახსნათ 1 ლიტრ წყალში. პერმანგანატით იატაკის დამუშავების პროცედურა რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, ხოლო შუალედებში აუცილებელია იატაკის გაწმენდა საპნიანი და სოდიანი წყლით (1 ლიტრ წყალზე - 50 გრამი საპონი და სოდა).
  • შეიძლება გამოიყენოთ გოგირდის ფხვნილიც. ვერცხლისწყალი რეაქციაში შედის გოგირდთან და არააქროლად და უსაფრთხო ვერცხლისწყლის სულფიდად გარდაიქმნება. ამასთან, კალიუმის პერმანგანატისგან განსხვავებით, გოგირდი არ ტოვებს ზედაპირებზე "წარუშლელ კვალს".
  • შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა ჩაბარდეს იმ დაწესებულებას, სადაც ვერცხლისწყალს დაამუშავებენ.
    ლ ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ნიავდებოდეს.


რა არ შეიძლება:

  • გატეხილი
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    თუ გაფუჭებული თერმომერტის გადაგდება სანაგვეში და მეტადრე - ფანჯრიდან;
  • მტვერსასრუტის გამოყენება - ცხელ ჰაერთან შეხებისას ვერცხლისწყალი გაცილებით ინტენსიურად ორთქლდება და ამ დროს ჰაერში მისი კონცენტრაცია 100-ჯერ იზრდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს მტვერსასრუტი გადასაგდები გახდება;
  • იატაკის მოწმენდა სველი ტილოთი ან მოგვა - ასე იზრდება აორთქლების ზედაპირი, რადგან უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იყოფა, რომელთა შეკრება გაცილებით ძნელია;
  • ვერცხლისწყლის კანალიზაციაში ჩაშვება - ვერცხლისწყალი მილებში ილექება, რადგან წყალზე 13-ჯერ მძიმეა და მომწამვლელ ზემოქმედებას განაგრძობს.

 

 

თარიღი : 21-11-2016
Qeti
ჩემმა შვილმა ჩაკბიჩა . გადავირიეთ ყველა პანიკაში ჩავვარდით, ექიმმა კი დაგვცინა რა განერვიულებთ თუ გადაყლაპა კარგად აჭამეთ და გამოვაო.
თარიღი : 28-03-2016
nino-s
ნუ ნერვიულობ, რომ მოწამლულიყო შეატყობდი, მწვავე გულის რევა ექნებოდა , მეტალით მოწამვლამ კიდე ტვინის გასიება იცის და ძლიერი ტავის ტკივილი
თარიღი : 28-03-2016
ანო
უკვე მეორეთ გაგვიტყდა გავანიავე და იატაკი მოვწმინდე მეშინია მეც 1 წლის პატარა მყავს და იმ ოთახში დინავს
თარიღი : 28-06-2015
ნინო
ძალიან ვნერვიულობ, როგორც ბავსჰვი მეუბნება კბილი ცაუკბეჩია ტერმომეტრის თავი და გადამეყლაპაო, მაგრამ ნატეხები იქ ეყარა და ვერცხლისწყლების იქ იყო, კიდევ ტერმომეტრშიც იყო მტელ ზოლზე, რამე მოუვა ბავსჰვს? ძალიან ვნერვიულობ, ვინმემ რამე ტუ იციტ დაწერეტ რა
თარიღი : 29-05-2015
სერიოჟე
ჩვენ გაგვიტყდა და სახანძრო გამოვიძახეთ, ჩავრეცხეთ ქვედა 2 სართული. მგონი გადავრჩით რავი ...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ტელეკომპანია PalitraNews-ი ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "არცოდნა აკრძალულია".
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვის საფენების ბაზარზე ახალი მოთამაშე "კომილი" გამოჩნდა, რამაც სხვადასხვა ვნებათაღელვა გამოიწვია.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიამ გამოუშვა ახალი რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც დაბანის რეჟიმი დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და აქტივობის დონეზე.
მუსიკალური პრენატალური განვითარება დაეხმარება ბავშვს წარმატებულ ზრდასა და განვითარებაში, რომ გაიზარდოს მშვიდი და გონიერი. ბავშვის ადრეული განვითარებით დღეს ვერავის გააკვირვებ. პატარას დაბადებისთანავე ელოდება სპეციალურად ორგანიზებული გარემო, განსაკუთრებული, კოგნიტური სათამაშოები. თუმცა ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ პატარას აღზრდა და გავითარება იმ მომენტიდანვე უნდა დაიწყოს, როცა კი შეიტყობთ, დედა უნდა გახდეთ.

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - სამშობიარო ტრავმა

პირველადი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

პირველადი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა საკმაოდ ხშირად გვხვდება ახალშობილებში. ვითარდება სუბარაქნოიდული სივრცის შიგნით - სხვადასხვა კალიბრის სისხლძარღვების, ლეპტომენინგეალური წვრილი ვენების ან სუბარაქნოიდული სივრცის შემაერთებელი ვენების დაზიანების შედეგად. შეგახსენებთ, რომ მეორეული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების დროს სისხლი სუბარაქნოიდულ სივრცეში ხვდება ინტრა- და პერივენტრიკულური სისხლჩაქცევის ან ანევრიზმის გახეთქვის გამო.

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ბავშვის ძილის ნორმები. მათი აზრით, 4-12 თვის ბავშვს დღე-ღამეში უნდა ეძინოს 12-16 საათი.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.