7 რამ, რასაც ცხოველი გვასწავლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 რამ, რასაც ცხოველი გვასწავლის

1. პასუხისმგებლობა

მიუხედავად ასაკისა, ადამიანი შესაძლოა საკუთარ თავსაც კი უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდეს. ასეთ შემთხვევებში სხვათა მიმართ პასუხისმგებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ასეთ პიროვნებებს ცხოველის კვება და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეხმარება საკუთარი ცხოვრების კონტროლშიც.

2. უპირობო სიყვარული

შესაძლოა ცინიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ ადამიანთა შორის უპირობო სიყვარული საკმაოდ იშვიათია, ცხოველი კი უპირობოდ უნდა გიყვარდეთ, მათაც ან უყვარხართ, ან არა.

3. ნდობა

ცხოველი ყოველი მცდელობისას გიმტკიცებთ, რომ დახმარება შეუძლია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა აუტისტური დარღვევების მქონე ბავშვებთან. ცხოველები გვასწავლიან, რომ ნდობა უსაფრთხოა, ის, ვისაც ვენდობით, არასოდეს გვიღალატებს.

4. მოთმინება

ცხოველზე ზრუნვა ერთგვარად ბავშვზე ზრუნვის რეპეტიციაა. როცა შინაური ცხოველი აკეთებს რამე ისეთს, რაც გაღიზიანებთ, მაგალითად, აფუჭებს ავეჯს ან შუაღამისას გაღვიძებთ, უაზრობაა, გაბრაზდეთ ან მისი დაყოლიება სცადოთ. უბრალოდ, უნდა შეინარჩუნოთ მოთმინება და გამონახოთ მშვიდობიანი თანაარსებობის გზები.

5. გართობა

გქონიათ განცდა, რომ ცხოვრება რუტინად იქცა ან იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ დაგავიწყდათ, რაოდენ სახალისოა სიცოცხლე, რა სასიამოვნოა დროსტარება? გადაუგდეთ ძაღლს ბურთი ან თოკით ეთამაშეთ კატას და მიხვდებით, რომ ბედნიერება წვრილმანებშია! ვერც კი ვაცნობიერებთ, ისე შემოაქვთ ცხოველებს მრავალფეროვნება ჩვენს მონოტონურ ყოფაში, გვაიძულებენ, მარტივი და გასართობი რამ ვაკეთოთ.

6. ბუნება

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი უმეტესობა ქალაქში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ჩვენთვისაც და პატარა ბავშვებისთვისაც ბუნებასთან სიახლოვის ერთადერთი საშუალება შინაური ცხოველია. მასზე დაკვირვებით ბავშვმა შეიძლება ბევრი რამ გაიგოს ცხოველთა ცხოვრების, ქცევისა და ხასიათის შესახებ.

7. დანაკარგთან შეგუება

ადრე თუ გვიან ყველა ეჯახება ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს. რასაკვირველია, ცხოველის სიკვდილი იგივე არ არის, მაგრამ მაგალითია იმისა, როგორ უნდა შევხვდეთ ძვირფასი არსების დაკარგვას. რაც შეეხება ბავშვებს, შინაური ცხოველის დაკარგვისას ისინი იგებენ, რომ ცხოვრებაში არსებობს გარკვეული ციკლურობა, რომლის განუყოფელი ნაწილია სიკვდილი და გარკვეულწილად მზად არიან იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან ოჯახის წევრებიც დატოვებენ ამ ქვეყანას.