პატარა ხელებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა ხელებით

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ პირველკლასელებს ხშირად უჭირთ წერის ჩვევის გამომუშავება. წერა რთული ჩვევაა, რომელიც ხელის ნატიფ კოორდინირებულ მოძრაობებს მოიცავს. წერისთვის საჭიროა მტევნის წვრილი კუნთებისა და მთელი ხელის შეთანხმებული მუშაობა, აგრეთვე კარგად განვითარებული მხედველობითი აღქმა და ნებელობითი ყურადღება. წერის ჩვევის დაუფლება მოითხოვს თავის ტვინის ქერქის განსაზღვრულ ფუნქციურ სიმწიფეს. წერისთვის მოუმზადებლობა, წვრილი მოტორიკის, მხედველობითი აღქმის, ყურადღების არასათანადო განვითარება შესაძლოა სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულების, შფოთვის მიზეზად იქცეს. ამიტომაც არის აუცილებელი, ბავშვს სკოლამდელ ასაკში განვუვითაროთ მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია წერის სასწავლად, შევუქმნათ პირობები მოძრაობისა და პრაქტიკული გამოცდილების დასაგროვებლად. სკოლამდელ ასაკში საჭიროა სწორედ წერისთვის მომზადება და არა მისი სწავლა, რასაც ხშირად წერის არასწორი ტექნიკის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. საგნებით ნატიფი მოქმედებების შესრულების უნარი უფროს სკოლამდელ ასაკში ყალიბდება, ხოლო 6-7 წლისთვის ძირითადად სრულდება თავის ტვინის შესაბამისი ზონების მომწიფება და მტევნის წვრილი კუნთების განვითარება, ამიტომ მუშაობა წვრილი მოტორიკის განსავითარებლად სკოლაში შესვლამდე გაცილებით ადრე უნდა დაიწყოს. მშობლები და პედაგოგები, რომლებიც სათანადო დროს უთმობენ ვარჯიშს, თამაშს, წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის განკუთვნილ დავალებებს, ერთდროულად ორ კურდღელს იჭერენ - ირიბად უწყობენ ხელს ბავშვის ზოგად ინტელექტუალურ განვითარებას და ამავე დროს ამზადებენ მას წერის ჩვევის ასათვისებლად, რაც მომავალში სასკოლო განათლების მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვს, თუ ის ხატვის ან გაფერადების დროს ხელს კი არ ამოძრავებს, არამედ ფურცელს ატრიალებს. ამ შემთხვევაში ბავშვი თავს არიდებს ხელის ნატიფ მოძრაობას და მას ფურცლის მოძრაობით ცვლის. თუ ბავშვი მეტისმეტად პატარა საგნებს ხატავს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხატვისას მისი მტევანი ფიქსირებულია, ძალზე მცირე ამპლიტუდით მოძრაობს. აღნიშნულ დეფექტს გამოვავლენთ, თუ მას ვთხოვთ, ხელის ერთი მოძრაობით ჩვენ მიერ მიცემული ნიმუშის მსგავსი 3-4 სმ დიამეტრის წრე შემოხაზოს. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება სიბრტყეზე მტევნის ფიქსაციისკენ, ის ამოცანას ვერ შეასრულებს და წრის ნაცვლად ოვალს შემოხაზავს, რომლის გარშემოწერილობა მითითებულზე მცირე იქნება ან ხაზვისას ხელის რამდენიმე მოძრაობას შეასრულებს. წვრილი მოტორიკის განსავითარებლად მუშაობა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ჩვილ ასაკში შეიძლება ხშირად ნაზად შევეხოთ ბავშვის მტევანს, თითებს, ადრეულ და უმცროს სასკოლო ასაკში ხშირად ვათამაშოთ და ვუკითხოთ ლექსები ხელის გამოყენებით. არ უნდა დაგვავიწყდეს თვითმომსახურების ელემენტარული ჩვევების ათვისება - ღილის, თასმების შეკვრა და გახსნა და ა. შ. უფროს სასკოლო ასაკში კი წვრილი მოტორიკისა და ხელის მოძრაობათა კოორდინაციის განვითარება სკოლისთვის მზადების აუცილებელი ნაწილია. საგნების აღქმის უნარი ბავშვებთან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ხელების განვითარებაზე. ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს ნივთის აღებაზე ადვილი, მაგრამ, რა უმნიშვნელოც არ უნდა მოეჩვენოს ეს მოზრდილ ადამიანს, სიცოცხლის პირველ თვეებში, როცა ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული კოორდინირებული, მიზანმიმართული მოძრაობები, ამის გაკეთება მისთვის საკმაოდ რთულია. ამ ასაკში მოძრაობას, მათ შორის - ხელების მოძრაობასაც, უპირობო რეფლექსის ხასიათი აქვს - აღმოცენდება მიზანმიმართული ნებელობითი ქმედებების გარეშე, წინასწარ განზრახული არ არის. მიზანმიმართული ქმედებები ზრდისა და სწავლის პროცესში ყალიბდება. მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში მეტყველების ცენტრის განვითარება განპირობებულია შრომითი საქმიანობისას ხელის წამყვანი როლით. შემთხვევითი როდია, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ხელის როლი ასეა ხაზგასმული.