ჩვენი შვილი პირველკლასელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენი შვილი პირველკლასელია

მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, უმეტესად კი ეს ფუნქციური დარღვევებია - ტვინის ზოგიერთი ზონის არასაკმარისი განვითარება. მეორე მიზეზია ორგანული დაზიანება, ტვინის გადატანილი დაავადება ან ტრავმა. თუმცა ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათთან სპეციალისტები მუშაობენ. გარდა ამისა, “ტვინის” პრობლემები კიდევ უფრო ღრმავდება თანამედროვე სკოლებში სწავლების დაჩქარებული რიტმის გამო. ნეგატიურ როლს ასრულებს “მშობლის ფაქტორი” - თავმოყვარეობა თუ ზღვარგადასული შფოთვა; ბავშვს დამატებითი მეცადინეობებით ტვირთავენ, რაც ნერვული სისტემის გადაძაბვას იწვევს, არადა 6-7 წლის ასაკში ის უამისოდაც განვითარების ერთ-ერთ კრიტიკულ პერიოდს გადის. რა თქმა უნდა, მომავალი მოსწავლის შესაძლო სასკოლო პრობლემების გათვალისწინება და ინდივიდუალური კორექციულ-განმავითარებელი პროგრამის დაგეგმვა სპეციალისტის კომპეტენციაა. ყველა კლინიცისტმა იცის, რომ არც ერთი საბავშვო პრობლემა “ცარიელ ადგილას” არ ჩნდება. ყველა სასკოლო სირთულე ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში არსებობს. მშობლებს შეუძლიათ, დაინახონ ისინი და დროულად დაეხმარონ მომავალ პირველკლასელს.

მხოლოდ დაკვირვებაა საჭირო

თვალყური ადევნეთ ბავშვს, ყურადღებით მოეკიდეთ იმას, რომ ხშირად ის რაღაცას “ვერ იგებს”, ხშირად “რაღაც ავიწყდება”, “ბავშვურად გულუბრყვილოა და უშუალო”. არ არის საჭირო გადამეტებული ეჭვიანობა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ყურადღება მიაქციოთ პატარას თავისებურებებს, რომლებსაც მუდმივი და აშკარად გამოხატული ხასიათი აქვს და რომლებიც ხელს უშლის თავად ბავშვს, იცხოვროს ჩვეულ პირობებში და შეეგუოს ახალ გარემოს.

რომელი სასკოლო სირთულე გვხვდება განსაკუთრებით ხშირად და როგორ გადავლახოთ ის?

ბავშვის ტვინში პირველად სიღრმისეული განყოფილებები, ე.წ. ქერქქვეშა და ღეროვანი სტრუქტურები ყალიბდება. თეორიულად ბავშვის დაბადების მომენტისთვის ისინი თითქმის “სრულ მზადყოფნაში” უნდა იყოს. ეს განყოფილებები უზრუნველყოფს ტვინის ქერქის ენერგეტიკულ ტონუსს, რომელიც ქმნის ხელსაყრელ ფონს თავის ტვინის მუშაობისთვის. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ყველა სისტემის რთულ რიტმულ მუშაობას. ორსულობის არასასურველი მიმდინარეობა, რთული მშობიარობა, ჩვილ ასაკში გადატანილი ავადმყოფობა, უწინარეს ყოვლისა, უარყოფითად აისახება თავის ტვინის სიღრმისეულ განყოფილებებზე, ამიტომ დარღვევების დროს მათ მუშაობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ “დამჯდარი ელემენტის” სინდრომი. კუნთური ტონუსი არამტკიცეა, ყურადღება - არამდგრადი, მერყევი, ბავშვი ადვილად იღლება, ტირილს ადვილად ენაცვლება სიცილი, პატარა ჭირვეულობს, გაღიზიანებულია, დიდხანს ვერ ახერებს დაძინებას. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს ადრეული ბავშვობიდან აქვთ ძილის, მადის პრობლემები, მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისადმი, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. სკოლაში ასეთი მოსწავლე მხოლოდ პირველ ორ გაკვეთილს უძლებს, მერე კი მისი შრომის ნაყოფიერება მკვეთრად ეცემა.


რვეულებში ჩნდება “სულელური” შეცდომები, ბავშვი ვერ იმახსოვრებს დავალებებს, რომლებიც ეს-ეს არის მისცეს, ხშირად ინერტულია, დაფასთან გამოსვლისას იბნევა და ისე გამოიყურება, თითქოს გაკვეთილს არც კი ესწრებოდა. დაღლილობის ფონზე რვეულებში ჩნდება უსუფთაო და უწესრიგო ნაწერი. არც მშობლების მხარდაჭერას მოაქვს შედეგი. კონსულტაციისთვის მიმართეთ ბავშვთა ფსიქონევროლოგს. ის ალბათ მედიკამენტურ მკურნალობას დაგინიშნავთ, რომელშიც ჭარბად იქნება ვიტამინები. გარდა ამისა, მოაწესრიგეთ ბავშვის ყოფა-ცხოვრება: დაიცავით დღის რეჟიმი, თვალყური ადევნეთ, რომ სკოლის შემდეგ ბავშვმა დაისვენოს (უმჯობესია, დაიძინოს) და მხოლოდ ამის შემდეგ იმეცადინოს. გახსოვდეთ, მოსწავლემ დავალება უნდა შეასრულოს იმ დღეს, რომელ დღესაც მიიღებს მას. ძილის წინ მოარიდეთ მოძრავ თამაშებს, ტელევიზორს, კომპიუტერს, რათა ნერვულმა სისტემამ შეძლოს მოშვება და დასვენება. ფიზიკური დატვირთვის სახეობებიდან ასეთი ბავშვებისთვის რეკომენდებულია უშუ, ცურვა და ცეკვა.

თითოეული ისე წერს, როგორც ესმის?

სასკოლო პრობლემათაგან ხშირად გვხვდება მეორე ტიპის სირთულეებიც, რომლებიც თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს საფეთქლის ზონის განუვითარებლობას უკავშირდება. ეს სფერო განსაზღვრავს ადამიანის ფონემატიკურ სმენას (სიტყვიდან “ფონემა” - სამეტყველო ბგერა). მარცხენა საფეთქლის მიდამო პასუხისმგებელია მეტყველების აღქმაზე. მარცხენა ნახევარსფეროს საფეთქლის ზონების განუვითარებლობის შემთხვევაში ბავშვი ერთმანეთში ურევს სიტყვებს, რომლებიც ერთნაირად ჟღერს; ჭირს ცალკეული სიტყვების გარჩევა მეტყველებით ნაკადში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი სწრაფად ლაპარაკობს. ნუ აურევთ ერთმანეთში სმენის სიმახვილის დაქვეითებას და ფონემატიკური სმენის განუვითარებლობას. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, აჩვენეთ ბავშვი სპეციალისტს. ბავშვი, რომელსაც ფონემატიკური სმენის უკმარისობა აქვს, ხშირად ჩივის, რომ მასწავლებელი კლასში გაუგებრად, სწრაფად ან ჩუმად ლაპარაკობს, სხვა ბავშვები კი ხმაურობენ და ამიტომ მას “ცუდად ესმის”. მეტყველების არამკვეთრი აღქმის მქონე ბავშვები ხშირად ამეორებინებენ ნათქვამს თანამოსაუბრეს, ზოგჯერ დაგვიანებით რეაგირებენ მიმართვაზე ან ძახილზე. მათ კარნახით დაწერილ ტექსტებში უამრავი შეცდომაა, ერთნაირად მჟღერ ბგერებს ისინი ერთმანეთში ურევენ, ვერ ახდენენ ინტონირებას, ვერ ამჩნევენ სასვენ ნიშნებს, არასრული აღქმის გამო არ შეუძლიათ წაკითხული ან გაგონილი ტექსტის სწორად გადმოცემა.

როგორ დავეხმაროთ პატარას?

უპირველეს ყოვლისა, მას მშვიდად უნდა მოვეპყროთ. ჩვენი მეტყველება უნდა იყოს ნელი და მასთან საუბრისას სიტყვები უნდა გამოვთქვათ მკვეთრად. თუ ბავშვმა მაინც ვერ გაიგო, გაიმეორეთ ნათქვამი მშვიდად და ნელა. მიეცით მას სწორი მეტყველების ნიმუშები: ხმამაღლა წაიკითხეთ მარტივი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები. იარეთ ბავშვთან ერთად თეატრში, მასთან ერთად ნახეთ მულტიპლიკაციური ფილმები. მეცადინეობის დროს გამოიყენეთ მხედველობითი და ტაქტილური აღქმა. გაარჩიეთ რთული ბგერები, გამოძერწეთ ისინი პლასტილინისგან, შეადგინეთ ჩხირებით. დააკვირდით, რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასოები, წარმოთქვით ბგერები, რომელთა აღქმა ბავშვს ყველაზე მეტად უჭირს. უმჯობესია, ეს სარკესთან გააკეთოთ, თან იმსჯელოთ, როგორ მოძრაობენ ამ დროს ტუჩები, ლოყები, ენა. ამოხსენით კროსვორდები. ითამაშეთ ბავშვთან ერთად სიტყვებით. დაუსახელეთ 3-5 ბგერისგან შემდგარი სიტყვა და ჰკითხეთ: რამდენი ბგერაა სიტყვაში? რომელია პირველი ბგერა? რომელია ბოლო? მოიფიქრეთ სიტყვები, შეადგინეთ მარცვლები, რომლებიც განსაზღვრული ბგერებით იწყება და მთავრდება.