საბავშვო ბაღის პლუსები და მინუსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბავშვო ბაღის პლუსები და მინუსები

დედის სიყვარული და მზრუნველობა პატარა ბავშვმა სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა მიიღოს, თანაც იმ დოზით, რომ მარაგი მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. თუმცა, რასაკვირველია, ყველა ოჯახს სხვადასხვა პირობები და შესაძლებლობები აქვს. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბავშვებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით ქვემოთ განვიხილავთ ბავშვზე საბავშვო ბაღის ზეგავლენის დადებით და უარყოფით მხარეებს, არჩევანს კი, რასაკვირველია, მშობლებს მივანდობთ.

საბავშვო ბაღში აღზრდის დადებითი მხარეები

  • ბავშვის მრავალმხრივი განვითარება - ხატვა, მუსიკა, ძერწვა, ზოგადი განათლება, ფერადი ქაღალდებისგან აპლიკაციების დამზადება, რისი საბოლოო შედეგიც წვრილი მოტორიკის განვითარებაა.
  • ბავშვი ითვისებს სოციუმის წესებს, იგებს, რომ არსებობს წესი, კანონი და ტრადიცია, რომლებიც კრავს კოლექტივს. ოჯახურ პირობებში ძალიან ძნელია, ბავშვს ამ წესებისადმი მორჩილება გამოვუმუშაოთ.
  • სასკოლო ცხოვრებისთვის “ემზადება” ბავშვის იმუნური სისტემაც - თანატოლებთან კონტაქტის დროს, განსაკუთრებით - პირველი წლის განმავლობაში, პატარა სხვადასხვა ვირუსულ დაავადებას გადაიტანს, შემდგომ კი ნაკლებად ხდება ავად.

უარყოფითი მხარეები

  • ბავშვის ფსიქიკისთვის ბაღი დიდი ემოციური დატვირთვაა. ყველა იოლად ვერ უმკლავდება ამ სტრესს.
  • ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, ხშირად ავადმყოფობენ, განსაკუთრებით - პირველ წელს.
  • არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა ბაღში წასვლა იმდენად დიდი სტრესია, რომ ბავშვს ნერვული აშლილობა ემუქრება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. შესაძლოა ბაღზე უარის თქმაც კი მოგვიხდეს.