ოჯახი იზრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი იზრდება

იყო ორი ბავშვი, ახლა სამია – ერთი შეხედვით, რა განსხვავებაა? სადაც ორი იზრდება, იქ მესამეც გაიზრდება! განსხვავება კი, განსაკუთრებით - პირველ ხანებში, უზარმაზარია. მთავარი ის არის, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ოჯახის მართვის ტრადიციული მეთოდი “აღარ მუშაობს”. ვიდრე ორი ბავშვი გვყავდა, სიტუაციის მართვას, ასე თუ ისე, ვახერხებდით: ერთი ბავშვი - ხელში, მეორე – ხელჩაკიდებული... მესამისთვის კი ხელები აღარ გვყოფნის! ოჯახში ქაოსი ისადგურებს და მანამდე გრძელდება, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ოჯახის მართვისა და ბავშვის აღზრდის ახალი მეთოდები.

ახლობლების მიერ მიუღებლობა

ოჯახის ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენი - ბებიები და პაპები უფრო ადვილად იღებენ იმდენ შვილიშვილს, რამდენი შვილიც ჰყავთ. რასაკვირველია, გამონაკლისებიც არსებობს, თუმცა ისინი მხოლოდ ამტკიცებენ წესს. ასე რომ, ახალგაზრდა მშობლებს არ უნდა ეწყინოთ, თუ მესამე შვილიშვილის დაბადებას ბებია და პაპა ძველებური ენთუზიაზმით ვეღარ შეხვდებიან. შესაძლოა, საყვედურიც კი გაისმას. მშობლებისთვის, რასაკვირველია, არ იქნება ადვილი ამ წყენის ატანა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მოწმობს, რომ გაივლის მცირე ხანი და ისინი ისევე აქტიურად ჩაერთვებიან ნაბოლარას მოვლაში, როგორც უფროსების მოვლაში იყვნენ ჩართულნი.

მრავალშვილიანი ოჯახის ტრადიციული სტუქტურა

მრავალ თანამედროვე ოჯახს ახასიათებს ბავშვზე ორიენტაცია. პატარების მოთხოვნები უმაღლეს დონეზე სრულდება, თუმცა ამას თან ახლავს საფრთხეც: უფროსები შესაძლოა აღქმულ იქნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ხოლო თავად პატარებს დიდი შანსი აქვთ, ეგოისტებად აღიზარდონ. მესამე ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახის ასეთი სტრუქტურა სიცოცხლისუუნარო ხდება. მალევე ხდება გასაგები, რომ ოჯახში მთავარი მშობლები არიან, რომ ისინი უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, ვიდრე ბავშვები. დედა და მამა ხდებიან მმართველი უმაღლესობა, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულია, ხოლო პატარები ხალხის ნებას გამოხატავენ. ეს სულაც არ არის ცუდი - ბავშვები უბრუნდებიან თავიანთ ნორმალურ, უფროსებზე დამოკიდებულ პოზიციას. მშობლების უფროსობა ხომ ჩაგვრა არ არის - ის პატარების სიყვარულს ემყარება. პატარებიც უფრო მშვიდად არიან, როცა იციან, რომ მშობლები გადაწყვეტენ, რა შეიძლება აკეთონ და რა - არა. ბავშვები უკეთ ვითარდებიან, როცა არ არიან დატვირთულნი არჩევანის თავისუფლებით და მშობლების ზედმეტი ყურადღებით.


მშობლებისა და ბავშვების ზონა

მშობელთა წამყვანი როლი განმტკიცებული უნდა იყოს მათი პირადი ზონის არსებობით. ამ თვალსაზრისით სულაც არ არის გადამწყვეტი ბინის ფართობი, თუმცა, რასაკვირველია, მისი სიმცირე საქმეს ართულებს. საუბარია იმაზე, რომ მთელი ბინა არ უნდა იქცეს ბავშვების ოთახად, სადაც მუხლებამდე სათამაშოები ყრია. თუ ბავშვებისა და უფროსების ზონებს მკაცრად არ გავმიჯნავთ ერთმანეთისგან, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან სათამაშოები უცებ მიმოიბნევა, მათი აკრეფა კი არავის უყვარს. ასე რომ, ჯობს, დროულად დავაწესოთ, სად “იცხოვრებენ” დათუნიები, თოჯინები, მანქანები თუ კონსტრუქტორები და სად - არა. გარდა ამისა, ოჯახში მინიმალური ფართობის შემთხვევაშიც კი უნდა იყოს ერთი კუთხე, თუნდაც ერთი სავარძელი, რომელსაც მამის ტერიტორია ერქმევა და ბავშვებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადდება. კარგი იქნება, თუ ასეთი კუთხე დედასაც ექნება სამზარეულოს გარეთ. ეს საჭიროა, რათა ბავშვებმა იცოდნენ, რომ მშობლებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ დასვენების უფლება, საკუთარი ინტერესები.

მშობლებისა და შვილების შეთანხმება, ოჯახის წესები

პირველი და უმთავრესი კანონი: მშობლებს უფრო მეტის უფლება აქვთ, ვიდრე შვილებს. მეორე - მშობლები ადამიანები არიან და არა მომსახურე პერსონალი. მესამე – არის წუთები, როცა მშობლებს შვილების გარეშე სურთ ყოფნა. რასაკვირველია, ყველა ოჯახს ექნება საკუთარი წესებიც. მთავარია, ისინი მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული და ყველა ბავშვი 3 წლიდან იცნობდეს და ემორჩილებოდეს მათ. ამასთან, საჭიროა, თავად უფროსებს არ ჰქონდეთ უთანხმოება იმის გამო, რა შეიძლება და რა - არა. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარებს ძალიან გაუჭირდებათ წესების გაგება და დაცვა. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მშობელთა განსხვავებული მოთხოვნები პატარების ცუდი ქცევის ერთ-ერთი მიზეზია.

მშობელი - მთავარი მოქმედი პირი

ხშირად მესამე ბავშვის დაბადებისას ოჯახში სრულდება ლიბერალურ-დემოკრატიული ეპოქა. თუ სამშვილიან ოჯახში მშობლებმა საკუთარ ხელში არ აიღეს ძალაუფლება, შესაძლოა, ქაოსი დაიწყოს. მშობლებმა ყველანაირად უნდა უჩვენონ შვილებს, რომ მათ შეუძლიათ ყოველგვარი სიტუაციის მართვა ისტერიკისა და ყვირილის გარეშე. როცა ოჯახში ბავშვების რაოდენობა იზრდება, მშობლები იყენებენ აღზრდისა და პატარების მართვის განსხვავებულ წესებს. ამას ისინი თავდაპირველად ინტუიციურად აკეთებენ, მერე და მერე კი ამჩნევენ და ცხოვრების წესად გაიხდიან ხოლმე. როცა დედა ეტლს მიაგორებს, აქეთ-იქიდან კი კალთაზე კიდევ ორი პატარა ჩაბღაუჭებია, ის ძნელად მოიცლის იმის გასარკვევად, რა აინტერესებს თითოეულ მათგანს. ის უბრალოდ ამცნობს შვილებს, როგორია დღევანდელი გეგმები, მაგალითად, საით წავლენ დღეს. ზარალდებიან თუ არა ამის გამო პატარები? ალბათ არა, რადგან ყველაფერი ინფორმაციის მიწოდების ხასიათსა და დედის ინტონაციაზეა დამოკიდებული. ბავშვები უმეტესად იოლად იღებენ მშობლების წინადადებებს, თუ მათგან აგრესია და არაკეთილგანწყობა არ იგრძნეს. პატარებისთვის მოხერხებულია, როცა მათ გვერდით არის ვიღაც დიდი, ძლიერი, მშვიდი - დედა ან მამა!