როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის

იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში სიარულმა პატარას მხოლოდ სარგებლობა მოუტანოს, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ესენია ბავშვის ხასიათი, განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები და, რასაკვირველია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მშობლები ხშირად კითხულობენ: “რა ასაკში ჯობს ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა?” “როგორ მოვამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღისთვის?” შევეცდებით, პასუხი გავცეთ ამ კითხვებს. როცა ბავშვი წამოიზრდება, მშობლები არჩევანის წინაშე დგებიან - საბავშვო ბაღში მიიყვანონ თუ მისი აღზრდა ბებიას ან ძიძას მიანდონ. რასაკვირველია, ორივე ვარიანტს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. არსებობს ფსიქოლოგიური ტერმინი “სეპარაცია”. ის აღნიშნავს მშობლებისგან ბავშვის თანდათანობითი მოცილების ბუნებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც პატარა დამოუკიდებელ პიროვნებად ყალიბდება. ეს პროცესი ბავშვის დაბადებისთანავე იწყება და სიცოცხლის პირველი ათი წლის განმავლობაში გრძელდება. ბავშვის ინტერესთა სფერო წლიდან წლამდე უნდა გაფართოვდეს. ამის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თავდაპირველად პატარა ხვდება უცხო ბავშვებს შორის და გაივლის გზას მათთან დამეგობრებამდე. გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ის ამ დროს იღებს, ძალზე სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. საბავშვო ბაღში პატარა ბავშვი იგებს და ეგუება, რომ მას ყველა ისე არ მოექცევა, როგორც მშობლები, ახირებებს არავინ შეუსრულებს. ის სწავლობს არა მარტო თანატოლებთან მოლაპარაკებას, არამედ თავისი ინტერესების დაცვას, ლიდერობისკენ სწრაფვას. ბებიასთან ბავშვი ამას ვერ ისწავლის უბრალო მიზეზის გამო - ის მუდამ ყურადღების ცენტრშია. თუ რამე არ გამოუვა, საეჭვოა, თავისით სცადოს მიზნის მიღწევა - ბებია ხომ მუდამ მზადაა მის დასახმარებლად... მალე სკოლის ასაკიც მოუვა და ბავშვი მარტოდმარტო დარჩება უცნობი ადამიანების გარემოცვაში.

ოპტიმალური ასაკი

მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3 წელია, თუმცა ზოგიერთი საბავშვო ბაღში უფრო პატარაც მიჰყავთ, ეს კი შესაძლოა სტრესად ექცეს ბავშვს. ორ წლამდე ბავშვი მიჯაჭვულია დედას და ძნელად ეგუება მასთან ხანგრძლივ განშორებას. ამასთან, სპეციალისტების აზრით, ორ წლამდე ბავშვს არ აქვს უცხოებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, მას მშობლებთან ურთიერთობაც ჰყოფნის. სხვა ბავშვებს ორ წლამდე ასაკის პატარა დიდ თოჯინებად აღიქვამს. მაგრამ ბავშვი წამოიზრდება და თანატოლებთან თამაში უფრო და უფრო საინტერესო ეჩვენება. ამიტომ პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საბავშვო ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3-დან 5 წლამდეა.

ვემზადებით ბაღისთვის

საბავშვო ბაღისთვის მომზადება ერთ ან ორ კვირაში შეუძლებელია, სამზადისი ადრევე უნდა დავიწყოთ. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, რომ პატარა იოლად ადაპტირდეს ახალ გარემოსთან?

  • თუ პატარა ბავშვი სადილად მხოლოდ წვნიანს ჭამს, ის გაოცდება, როცა ბაღში მეორე და მესამე კერძს შესთავაზებენ და შესაძლოა, მათზე უარი თქვას. ამიტომ რეკომენდებულია, სახლში თანდათან შევცვალოთ კვების ხასიათი.
  • მიაჩვიეთ ბავშვი კაკაოს, კომპოტს, ყიყლიყოს - ბაღში მათ ხშირად ამზადებენ.
  • მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჭამას.
  • ბავშვი ყველაფერს ხვდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხშირად მოუყვებით ბაღის შესახებ. აუხსენით, რომ იქ ყოველდღე იკრიბებიან მისი ტოლები, რათა ერთად ითამაშონ, ისეირნონ, ისწავლონ ლექსები, ხატონ, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.
  • კარგი იქნება, თუ ბაღში წინასწარ მოაწყობთ ექსკურსიას, აჩვენებთ ბავშვს, როგორ თამაშობენ პატარები, როგორი ავეჯი და სათამაშოები აქვთ.

ასეთი მომზადების შემდეგ ბავშვს ადაპტაცია აღარ გაუჭირდება.