სიცხეა თუ არა 37 გრადუსი ახალშობილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიცხეა თუ არა 37 გრადუსი ახალშობილისთვის

დაბადებიდან ერთი საათის შემდეგ ტემპერატურა იკლებს. თერმორეგულაცია ჯერ მოუწესრიგებელია, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება 36,6 გრადუსზე, როცა გარემოს ტემპერატურა 23-24 გრადუსია, ახალშობილისთვის იოლი არ არის.

რაც უფრო ნაკლები მასა აქვს ახალშობილს ან დღენაკლულია, მით უფრო უჭირს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. ამიტომაც სჭირდება მას სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი, ზოგ შემთხვევაში კი კიუვეზში (მოწყობილობა, სადაც ხელოვნურადაა შენარჩუნებული ტემპერატურის, ტენიანობისა და ჟანგბადის განსაზღვრული რეჟიმი) მოთავსება.

ჯანმრთელი ახალშობილის ტემპერატურა 12-24 საათის შემდეგ 37 გრადუსს უახლოვდება. ეს პათოლოგია არ არის.

პირველ დღეებში ახალშობილს დღეში 2-3-ჯერ გაუზომეთ სიცხე. ასევე მაშინაც, თუ ჩვილი გაციებულია, აქვს ნაწლავური ინფექცია ან კბილები ამოსდის.

წლამდე ასაკის ბავშვები 38 გრადუს სიცხეს იოლად იტანენ, ხშირად ვერც შეამჩნევთ, რომ ტემპერატურა აქვთ მომატებული.

ჩვილის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამდენად, სითბოსაც მეტს გამოიმუშავებს.

გახსოვდეთ: 38 გრადუსამდე ჩვილს სიცხის დამწევ საშუალებას არ ვაძლევთ. თუ ტემპერატურა 24 საათის განმავლობაში არ ჩადგა ნორმაში, ასცდა 38 გრადუსს ან, პირიქით, 36-ზე მეტად დაეცა, საჭიროა პედიატრის კონსულტაცია.

მესამე ღამე

სიცოცხლის მესამედან მეოთხე დღემდე, ღამით, შესაძლოა ახალშობილს ტემპერატურამ 39-40 გრადუსამდე აუწიოს. ეს 3-4 საათი გრძელდება. თუ ბავშვი არ ჭირვეულობს, არ იღვიძებს, არ ტირის, შესაძლოა მშობელმა ეს ვერც კი შეამჩნიოს და ხშირაც ასეცაა, ბავშვი თვითონვე ერევა ამ მდგომარეობას, მაგრამ თუ გაჭირვეულდა და მშობელმა სიცხე გაუზომა, ამხელა ტემპერატურის ნახვისას პანიკა იპყრობს.

დამშვიდდით, ასეთი ცხელება ნორმალურია, ტემპერატურა ჩაურევლად მოწესრიგდება. ჯანმრთელი ახალშობილი ადვილად უმკლავდება მას. ეს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ტრანზიტული ცხელება ეწოდება. ის ერთ-ერთია ახალშობილის მოსაზღვრე მდგომარეობათაგან.

ციფრები

ადამიანის ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებას, ფიზიკურ შესაძლებლობებს, ინტელექტს საფუძველი ჩვილ ასაკში ეყარება და ამის ხელშეწყობა მშობლების უპირველესი მოვალეობაა.

არსებობს ციფრებით გამოხატული ძალიან საინტერესო ფაქტები. მაგალითად, იცით თუ არა, რომ:

  • ბავშვი თავისი ინტელექტუალური პოტენციალის 20%-ს სიცოცხლის პირველ წელს იღებს, 50%-ს - ოთხი წლისთვის, 80%-ს - 9 წლისთვის, ხოლო 92%-ს - ცამეტი წლისთვის.
  • დღენაკლული ბავშვი, თუ მას უვლის დედა, უფრო სწრაფად იზრდება, ვითარდება და 1 კვირით ადრე ტოვებს საავადმყოფოს (დღენაკლულთა გამოზრდის განყოფილებას), ვიდრე ის დღენაკლულები, ვისთანაც მშობლებს არ უშვებდნენ.
  • ევროპელ დედას ერთი წუთი სჭირდება, რომ რეაგირება მოახდინოს ბავშვის ტირილზე, - დამეთანხმეთ, ერთი წუთი ძალიან ბევრია, თითქმის საუკუნე, - პირველყოფილი ტომების ქალებს კი სულ 10 წამი. ასე რომ, მათგანაც ღირს რაღაცის გადმოღება. ცივილიზაცია უდავოდ უფრო ანელებს და აცივებს ურთიერთობებს.
  • ჩვილი, რომლის ორივე მშობელს უმაღლესი განათლება აქვს, დღე-ღამის განმავლობაში 2100 სიტყვას ისმენს; თუ მხოლოდ ერთი მშობელია უნივერსიტეტდამთავრებული - 1200 სიტყვას, ხოლო ის, ვის დედ-მამასაც უმაღლესი განათლება არ მიუღია - 600-ს.
  • 6 თვიდან ბავშვი - უფროსების დახმარებით, ხოლო 7 თვიდან დამოუკიდებლად ჯდომას სწავლობს.
  • 9 თვიდან - ფეხზე დამოუკიდებლად დგომას.
  • 10-11 თვიდან კი პირველ ნაბიჯებს დგამს საყრდენის დახმარებით.
  • მასაჟი ჩვილს კვებიდან 40 წუთის შემდეგ უნდა გავუკეთოთ. თუ მასაჟის დროს ჩაეძინა, ნუ გააღვიძებთ, მასაჟის შემდეგ ფრთხილად გადაიყვანეთ საწოლში და თბილად დააფარეთ.

მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, ესაუბრეთ მათ - ეს ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.

დაბოლოს, აჩვენეთ შვილებს პირადი მაგალითით, როგორი მშობლები იყვნენ.