დედების სკოლა - გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედების სკოლა - გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს

ასეთ დროს დაგვეხმარება “სინაზის წუთები” ან, როგორც ჩვენ ვეძახით ჩვენს გამოგონებას, “კოცნების ბიურო”: მთელი ოჯახი ერთად ჯდება წრეში; თითოეული რიგრიგობით კოცნის თავის გვერდით მჯდომს და ალერსიან სიტყვებს ეუბნება. გვერწმუნეთ, ამ უბრალო თამაშის შემდეგ ყველას კარგი განწყობილება ეუფლება. და კიდევ - ეს თამაში მშვენივრად აერთიანებს ოჯახს - ჩვენ ხომ ხშირად გვავიწყდება ერთმანეთისთვის თბილი და სასიამოვნო სიტყვების თქმა, ერთმანეთის მიმართ სინაზისა და სიყვარულის გამოხატვა. იმედი მაქვს, ჩვენი ოჯახური გამოცდილება სხვასაც გამოადგება. ამრიგად, ჩვენ სიყვარულით დავძლიეთ სირთულეები და თქვენც ამასვე გისურვებთ. დაე, მტკიცე და ბედნიერი ოჯახი გქონოდეთ!

ვულოცავთ იუბილარს!

ჩვენ ორი არაჩვეულებრივი ბიჭუნა გვყავს. უფროსს მალე სამი წელი შეუსრულდება, უმცროსს კი - სამი თვე. დრო კი საოცრად სწრაფად გარბის! უკან მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ, ისე წავლენ ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში... ძალიან მინდა, ყველაზე ბედნიერი წუთები, მაგალითად, პატარების დაბადების დღეები, დიდხანს შემორჩეს ჩვენს მეხსიერებას.

როგორ შემოვინახოთ მოგონებები?

მე ასეთი რამ მოვიფიქრე: უფროსი შვილის პირველ დაბადების დღეზე გავაკეთე მილოცვების ალბომი იუბილარისთვის. ყდაზე ჩემი ბიჭუნას ფოტოსურათი დავაწებე და ლამაზად მოვრთე. ახლა ყოველ დაბადების დღეზე ჩვენ, მშობლები, პირველები ვწერთ ალბომში მისალოც სიტყვებს, კეთილ სურვილებს ჩვენი პატარასთვის, სტუმრები კი სიამოვნებით კითხულობენ გასულ წლებში დატოვებულ მილოცვებს და ალბომს ახალ-ახალი სურვილებით ავსებენ. ზეიმის შემდეგ აღვწერ, როგორ ჩაიარა დაბადების დღემ, რით გაგვახარა იუბილარმა, რა ვითამაშეთ, რა აჩუქეს პატარას, ვიღებ სამახსოვრო ფოტოსურათებს... მოგვიანებით ამ ფოტოებს ალბომში ვაკრავ, ხოლო მისალოც ბარათებს ცალკე კონვერტში ვათავსებ. ხომ ძალზე უბრალო რამაა, მაგრამ რა სასიამოვნო იქნება წლების შემდეგ ამ ყველაფრის კითხვა, თვალიერება და გახსენება!