აცრა გრიპსა და გაციებაზე - ამის შესახებ მშობელმა უნდა იცოდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აცრა გრიპსა და გაციებაზე - ამის შესახებ მშობელმა უნდა იცოდეს

უბრალო გაცივება შეიძლება მრავალი გართულების საწინდარი იყოს, დაწყებული სინუსიტით, დამთავრებული გულის დაავადებებით.

ძალიან ბევრი ადამიანი ხომ გაცივების დროს ექიმის მითითებებს ზედმეტ ფორმალობად მიიჩნევს - უფროსები სიცხისდამწევი საშუალებების დალევის შემდეგ სამსახურში მიიჩქარიან, ბავშვები კი სკოლასა და საბავშვო ბაღში მიჰყავთ. ხშირად, გრიპისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულებას გართულებები მოჰყვება. ამიტომაც, სასურველია, საერთოდ არ შეგვხვდეს გრიპი ან ძალიან იოლ ფორმებში მოვიხადოთ. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მშობლებისთვის, რომლებსაც როგორც წესი, შინ მყოფი პატარებისთვის თავად "მიაქვთ" ვირუსები. გრიპიანი დედა ხომ ყველზე დიდი რისკია ჩვილისთვის.

ამ ყველაფრისგან თავდაცვა ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ეს ყველამ ვიცით, თუმცა რატომღაც გრიპის ვაქცინაცია არ არის ჩვენთან დიდად გავრცელებული. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის უპირატესობებს, მოქმედების წესსა და რისკებს.

ვაქცინაცია გრიპისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე (იდეალურ შემთხვევაში სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე). ეს იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა წლის ბოლოს მისი მოქმედების ძალა თანდათან იკლებს.

საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

რადგან გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ეფექტური იმუნიზაციისთვის გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ ხდება ვაქცინების შემცველობის განახლება ყოველწლიურად ისე, რომ ისინი შეიცავდნენ ახალ ვირუსულ ანტიგენებს და იყვნენ ეფექტურები ახალი შტამით გამოწვეული ინფექციების მიმართაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსისგან თავდაცვის ძირითადი და ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია რეკომენდებულია 6 თვეზე უფროსი ყველა ადმიანისათვის. გამოყოფენ ასევე მაღალ რისკ ჯგუფს, მას მიეკუთვნებიან: ქრონიკული თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ორსულები, ისინი ვინც გეგმავენ ორსულობას და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი. გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინები ორსულებში გამოიყენება მეორე ტრიმესტრიდან.

თუმცა, ვაქცინაცია პანაცეა არაა და მის მიმართაც გმართებთ სიფრთხილე. განვიხილოთ რამდენიმე აუცილებელი ასპექტი:

შეიძლება თუ არა გრიპზე ვაქცინაცია ფეხმძიმობის დროს?

ვაქცინაცია არსებობს ორი სახის: "ცოცხალი" და "არაცოცხალი". ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსებით დაუშვებელია ფეხმძიმესთვის. განსაკუთრებით საზიანოა იგი ნაყოფისთვის. რაც შეება არაცოცხალს, ის პრაქტიკულად უვნებელია. თითქმის არ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინას ზიანი მიეყენებინოს ნაყოფისთვის.

აცრის საკითხი ყველა შემთხვევაში ექიმთან შეათანხმეთ და საკუთარი ინიციატივით მის ჩატარება-არჩატარებას თავად ნუ გადაწყვეტთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ქალმა აცრა გაიკეთა და შემდეგ შეიტყო, რომ ფეხმძიმედაა