როგორ დავეხმაროთ ტვინს ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირის გამომუშავებაში - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
როგორ დავეხმაროთ ტვინს ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირის გამომუშავებაში
როგორ დავეხმაროთ ტვინს ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირის გამომუშავებაში
მეიოს კლინიკის სპეციალისტებმა ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებთან ერთად დაადგინეს, რომ დაბერების საწინააღმდეგო ანუ ე.წ. ახალგაზრდობის ელექსირს თავად ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს, მთავარია, ამისათვის მას სტიმული მივცეთ. მასტიმულირებელი ანუ ბიძგის მიმცემი, მთავარი გამშვები მექანიზმი კი ამ საქმეში ფიზიკური ვარჯიშია. სპეციალისტები გვირჩევენ სწრაფად სიარულს ან სირბილს.

დაბერების პროცესის გადავადებისათვის საკმარისია დღის განმავლობაში 3-ჯერ 30-30 წუთი ვიაროთ აჩქარებული ტემპით ან დღეში ორჯერ დავკავდეთ ამ ფიზიკური დატვირთვით 50-50 წუთის განმავლობაში. მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები როგორც აქტიური ფიზიკური ვარჯიშის, ასევე პასიური ცხოვრების დროს.

შედეგებმა აჩვენა, რომ კოგნიტიური ფუნქციები სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს და შესაბამისად, ალცჰაიმერის დაავადების აღმოცენება ფერხდება ფიზიკური აქტივობით გამორჩეულ პირებთან. გარდა ამისა, ვარჯიშის მოყვარულებს გაზრდილი აქვთ კუნთების ტონუსი, გაძლიერებული აქვთ სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში, გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით, რაც მათი თავის ტვინის ჟანგბადით კარგი მომარაგების შედეგია.

თინათინ გოცაძე
თარიღი : 05-02-2018
მარი
დღეში კი არა, კვირაში, გაასწორეთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რა აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. სკანირება
14-09-2018
40 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ თავის ტვინის სისხლძარღვთა
11-09-2018
არსებობს მოსაზრება, რომ მობილურმა ტელეფონებმა და მიკროტალღურმა ღუმელებმა შეიძლება ტვინის კიბო
24-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
ცურვის 7 წესი, რომლსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა:
ფეხბურთი ისეთივე ეფექტურია მაღალი წნევის სამკურნალოდ, როგორც წნევის დამწევი აბები. ფეხბურთის წყალობით
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად