დეზოდორანტმა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადება და კიბო გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეზოდორანტმა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადება და კიბო გამოიწვიოს

.

რატომ შეიძლება იყოს დეზოდორანტი მავნებელი?

დეზოდორანტების უმრავლესობა, ოფლის გამოყოფის შემცირების მიზნით, ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს. ეს ძირითადად ე.წ. ანტიპერსპირანტებია. თუმცა ოფლის გამოყოფა ცხოველმყოფელობის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები და დაშლის პროდუქტები. როდესაც საოფლე ჯირკვალი ბლოკირებულია, ორგანიზმი ცდილობს განთავისუფლდეს ზედმეტი ტოქსინებისგან სხვა ჯირკვლების მეშვეობით, მაგრამ ვიდრე ის ახდენს ამ ტვირთის ტრანსპორტირებას, მავნე ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი იწოვება სისხლში, რაც შემდგომში ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა ანტიპერსპირანტების ხშირი გამოყენებისას საოფლე ჯირკვლები შეიძლება დაიხშოს და განვითარდეს ანთება. ამიტომ თუ სარგებლობთ მსგავსი დეზოდორანტებით, აუცილებელია საღამოს მისი ჩამობანა, რათა ორგანიზმმა ღამის განმავლობაში მაინც "ისუნთქოს" სრულფასოვნად.

დეზოდორანტების შემადგენლობა, უმრავლეს შემთხვევაში, არ არის ჯანსაღი, ეკოლოგიური და შეიცავს მრავალ საშიშ ელემენტს. დეზოდორანტების ერთერთი ამგვარი "არაჯანსაღი" კომპონენტი არის ალუმინის მარილი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და კრიტიკული მასის მიღწევის პირობებში გამოიწვიოს ყველა შესაძლო პათოლოგია, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება და კიბო, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რისი დამადასტურებელიცაა ამ დიაგნოზით დარეგისტრირებულთა რაოდენობის ზრდა.

მავნე ნივთიერებები დეზოდორანტებში:

ალუმინის გარდა, დეზოდორანტები შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის არასასურველ და მავნე შემდეგ კომპონენტებს:

• ტრიკლოზანი - ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ოფლის სუნის წარმომქნმნელი ბაქტერიების დამშლელია, მაგრამ სინამდვილეში ნაკლებადეფექტურია და კლავს უფრო სუსტ "კარგ" ბაქტერიებს, რითაც "ეხმარება" "ცუდ" ბაქტერიებს.

• ბუტანი/პროპანე - ნავთობმრეწველობის პროდუქტებია, ორგანიზმში დაგროვებისას იწვევს თავის ტკივილს.

• პოლიეთილენგლიკოლი/პოლიპროპილენგლიკოლი - იწვევს ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებს.

• არანატურალური არომატები და სუნის გამაძლიერებლები - შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება და გამწვავება.

რაშია გამოსავალი?

პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რატომ აქვს უსიამოვნო სუნი გამოყოფილ ოფლს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს:

• არასწორი კვებით;

• ჰორმონული დისბალანსით;

• დიდი რაოდენობით უსიამოვნო სუნის წარმომქნელი ბაქტერიების არსებობით.

პირველი პრობლემის მოგვარება მარტივი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია. რაციონი გაამდიდრეთ ახალი ხილით, ბოსტნეულით და ნაკლებად მიიღეთ ცხიმიანი, რაფინირებული საკვები.

ჰორმონული ფონის ანალიზით შესაძლებელია გავარკვიოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა ამ თვალსაზრისით.

რომელი დეზოდორანტი სჯობს და ღირს თუ არა საერთოდ მისი გამოყენება?

შეარჩიეთ ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული და არომატების ნაკლებად შემცველი დეზოდორანტი, მაგალითად მინერალური მარილების დეზოდორანტი-კრისტალები. მოქმედებით ის ნაკლებადეფექტურია, ვიდრე ქიმიური მრეწველობის პროდუქტი, თუმცა ოფლის ზომიერ გამოყოფას წარმატებით უმკლავდება. ოფლი მაინც გამოგივათ, მაგრამ ცუდი სუნი არ შეგაწუხებთ. ეს არის ის მცირედი, რისი გაღებაც მოგიწევთ, იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე