რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
უშვილობა - მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უშვილობა - მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დღეს უნაყოფობის პრობლემას ყოველი მეათე წყვილი ეჯახება. რისი ბრალია ეს და არის თუ არა გამოსავალი? ამის შესახებ სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელს ქეთევან ქარქაშაძეს ვეწვიეთ.


- რას ნიშნავს უნაყოფობა?


- უნაყოფობა ნიშნავს, რომ ქალს ან მამაკაცს არ შესწევთ უნარი, შვილი იყოლიონ. არსებობს ტერმინები - "ქალთა უნაყოფობა" და "მამაკაცთა უნაყოფობა", მაგრამ ისინი საკმაოდ პირობითია, რადგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება.

- როდის ჩაითვლება ქალი უნაყოფოდ? სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენი ხნის შემდეგ უნდა მიმართოს მან ექიმს უშვილობის გამო?


- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ის უშვილოდ ითვლება. 20 წლის წინ ლოდინის პერიოდი 3 წელს შეადგენდა, მერე 2 წელზე ჩამოვიდა, დღეს კი უკვე 1 წლით განისაზღვრება.


- ხომ არ მოახდინა ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მძიმე ეკოლოგიურმა და ეკონომიკურმა პირობებმა, ამის გამოც ხომ არ იმატა უშვილო წყვილთა რაოდენობამ?


- ცხოვრების პირობების გაუარესებამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ყველაფერზე მოახდინა გავლენა. იმანაც, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი არ იკლებს, პირიქით, იმატებს, თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უშვილო წყვილთა მატება, მაგრამ სტატისტიკა ასეთ მატებას ჯერჯერობით არ ადასტურებს - უშვილო წყვილების რაოდენობა, ისევე როგორც ადრე, საერთო პოპულაციის 10%-ს არ აღემატება. ასეთია ოფიციალური მონაცემები მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც, თუმცა სინამდვილეში უშვილობის შემთხვევა უფრო მეტია.


- იმას გულისხმობთ, რომ ყველა უშვილო წყვილი არ არის აღრიცხული?


- საქმე ის არის, რომ უნაყოფოებად არ განიხილავენ განსაკუთრებულ კონტინგენტს, რომელშიც ქალების 2 ტიპი შედის. I ტიპს მიეკუთვნებიან ქალები (ქალთა საერთო რაოდენობის 2,5%), რომელთაც შეუძლიათ დაორსულება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის ბოლომდე მიყვანასა და მშობიარობაში ხელს უშლით. მაგალითად, თუ ქალს აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, ორსულობა და მშობიარობა მისი სიცოცხლისთვის საშიშია. II ტიპს კი მიაკუთვნებენ ქალებს (მათი ხვედრითი წილიც 2,5%-ია), რომელთაც შეუძლიათ დაორსულებაც, ორსულობის ბოლომდე მიყვანაც და მშობიარობაც, მაგრამ ეს არც ბავშვისთვის, არც დედისთვის და არც ქვეყნისთვის იქნება კარგი. ეს ის ქალები არიან, რომელთაც აქვთ მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება, მაგალითად, შიზოფრენია, ანდა შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა (როდესაც იგივე დაავადება აქვს მის მეუღლესაც) და სხვა. ქალების ეს ტიპიც პირობითად უშვილოდ უნდა ჩაითვალოს, თუმცა მათ შვილის ყოლას არავინ უკრძალავს. ამრიგად, უშვილობის რეალური მაჩვენებელი 15%-მდე აღწევს და ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.


- როგორია უშვილო მამაკაცებისა და უშვილო ქალების რიცხობრივი შეფარდება?


- მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს საქართველოში უშვილობის მიზეზად რატომღაც უფრო მეტად ქალები მიაჩნიათ, სტატისტიკურად კი უშვილობა ათიდან მხოლოდ 4 შემთხვევაშია ქალის ბრალი. 40%-ში მამაკაცია უნაყოფო, 20%-ში კი ორივე.


- გარდა ენდოკრინული დარღვევებისა, რა შეიძლება იქცეს ქალის უნაყოფობის მიზეზად?


- ქალებში უნაყოფობის მიზეზი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მამაკაცებში - ქალის ორგანიზმმა ხომ სრულფასოვანი კვერცხუჯრედიც უნდა წარმოქმნას და ჩასახვისა და ორსულობის

You must have Flash Player installed in order to see this player.
წარმართვისთვის შესაფერისი პირობებიც შექმნას. სხვათა შორის, ენდოკრინული გენეზის უშვილობა მეორე ადგილზეა, უნაყოფობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ. ვენერული დაავადებები) შედეგია.


- რატომ იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უშვილობას?


- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომელთა რიცხვიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მცირდება, იწვევს სასქესო ორგანოების ანთებით პროცესს, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს. პაციენტი ვერ ამჩნევს, რომ ავადაა, რადგან ვენერული სნეულებისთვის დამახასიათებელი კლასიკური სიმპტომები - გამონადენი, სიცხე, წვა შარდვის დროს, ტკივილი და სხვა - არ აწუხებს. აქედან გამომდინარე, არც მკურნალობს. პროცესი კი გრძელდება და დროთა განმავლობაში საშვილოსნოს მილების ობტურაციას (დახშობას) იწვევს. როდესაც პაციენტი უშვილობის გამო ჩვენთან მოდის გამოსაკვლევად, ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე უკვე გადატანილი ვენერული დაავადებით გამოწვეული ანთების შედეგს - საშვილოსნოს მლების გადაკეტვას.



თარიღი : 05-03-2015
eka
გთხოვთ მიპასუხოთ, წელიწადი და ექვსი თვეა გავთხოვდი და არ დავრჩენილვარ, მაქვს ჰორმონების დარღვევა ციკლი ხან 2 , 3 თვე არ მაქვს, ვარ 22 წლის ვიყავი ექიმთან გამსინჯა და წამლები დამინიშნა მარა არ მიშველა რა გავაკეთო?
თარიღი : 10-11-2014
darejan kvirkvelia
გტხოვტ მიტხრატ ,ვარ 35 ცლის , არ დავორსულებივარ, 2 ცლის ცინ ცჰავიტარე გამოკვლევა და სასჰვილოსნოსჰი ცჰირქი მიტხრეს და კელზე ცკლული, რას მირცჰევტ, ტან სჰესაცლებელია დავრცჰე ორსულად. გმადლობტ ცინასტარ
თარიღი : 06-10-2014
თეა ბურძგლა
ქალბატონო ქეთევან მაქვს ერთი მილი რომელიც მქონდა შეხორცებული გავიკეთე ფერტილოსკოპია მითხრეს მილი გაიწმინდა ისთმურ-ამპულარულ შეერთებამდეო იქეთ დახური შეხორცებები იყოო გადავიხადე საკმაოდ დიდი თანხა და მაინც მირჩიეს ხელოვნური განაყოფიერება. მე ეხლა დაგიწერთ რა ჩამიტარდა და უმორჩილესად გთხოვთ რომ მიპასუხოტ საერთოდ მაქვს თუარა დაფეხმციბების სულ ცოტა მაინც შანსი ეს ჩემი მეორადი უნაყოფობაა : ტიხრის მოცილება, კისტების კოაგულაცია, პოლიპექტომია,სინექიოლიზისი,მარცხენა მილის რეკონსტრუქცია ისთმურ ამპულარულ შეერთებამდე წინასწარ გიხდით მადლობას
თარიღი : 03-10-2014
natia
:(
თარიღი : 03-10-2014
natia
გამარჯობა..წინა ზამთარს საავადმყოფოშიი ვიწექი იმ მიზეზით,რომ დამიდგინდა მწვავე პერიონიტი..2წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ 4თვის წინ გადავწყვიტეთ შვილი ვიყოლიოთ..ეხლახანს მივედი ექიმთან გავიკეთე ტრანსვაგინალური გამოკვლევა და ყველაფერი წესრიგში მაქვს,შემგედ ნაცხის ანალიზი ბაქტერია აგმომაცჰნდა დიდი რაოდენობით და ლეიკოციტი15-20მხ/ა..ეხლა ექიმისმიერ გამოწერილ წამლებს ვიგებდა ამავდროულად მეუბნება რომ მილების გამტარიანოობის შემოწმება არის აუცილებელი...თქვენ როგორ გონიათ ეს ეხლაა აუცილებელია?და რამდენად მიზანშეწონილია?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე და საკვერცხის პოლიკისტოზი.
მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლები 32 წლის ქალს ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში უკეთებდნენ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას.
საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო PINEO Luxury შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სამშობიაროს დირექტორ ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.
რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
New England Journal of Medicine იუწყება, რომ ვაგინალურმა რგოლმა აფრიკის ოთხ ქვეყანაში წარმატებით გაიარა გამოცდა.
10 წლიდან მოყოლებული, გამონადენი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. მისი საშუალებით ხდება საშოს ნორმალური ფლორის შენარჩუნება.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,