როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას

ასეთი პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. მენსტრუალური ციკლის დარღვევის ძირითადი მიზეზია ჰორმონალური დისბალანსი, ენდოკრინული პათოლოგია(ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის), საკვერცხეების ჰიპოფუნქცია. აუცილებელია შემდეგი, ჰორმონალური გამოკვლევის ჩატარება: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროჟესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4.

ჭარბთმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს.გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

რაც შეეხება ზედმეტი თმის მოშორებას ბუნებრივი საშუალებებით: ზოგჯერ თმა ამოდის არასასურველ ადგილას და ქალს ექმნება პრობლემა მის მოსაშორებლად. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება.

ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:

1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა. სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.

2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.

3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძროთ. იხილეთ აგრეთვე სტატია "რატომ ირღვევა ციკლი"