შეღებილი თმის მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეღებილი თმის მოვლა

გაზაფხულზე ბევრი ქალი იცვლის თმის ფერს, ბევრიც, უბრალოდ, ნატურალური ფერის გახალისებას ცდილობს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევიღებოთ თმა ისე, რომ სინაზე და ბზინვარება არ დავუკარგოთ.

არ შეცდეთ!

  • კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ, რა ფერის თმა უფრო მეტად შეეფერება თქვენს წარბებს, წამწამებსა და კანს.
  • ფერი, რომელსაც საღებავის მწარმოებელი გპირდებათ, თქვენი თმის ბუნებრივ ფერზეა დამოკიდებული. შეღებილ თმაზე წასმისას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ეფექტი მიიღოთ.

არასასურველი ელემენტები

ერთ-ერთი დამღუპველი შეცდომაა თმაზე საღებავის დატოვება მითითებულ დროზე მეტხანს. ეს შედეგს არ გააუმჯობესებს, თმას კი გააფუჭებს. შეღებვის წინ თავი არ უნდა დაიბანოთ, თუ, რა თქმა უნდა, თმის ღერები ლაქით ერთმანეთთან არ არის შეწებებული ან ვარცხნილობის დასაყენებლად რაიმე სხვა საშუალება არ გამოგიყენებიათ. თუ თმის დაბანა მაინც მოგიწიათ, ნუ გადაივლებთ კონდიციონერს. ბალზამი შეგიძლიათ შეღებვის შემდეგ გამოიყენოთ. იმისთვის, რომ სრულ ჰარმონიას მიაღწიოს, ზოგიერთი დარჩენილი საღებავით წარბებსა და წამწამებს იღებავს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! თმის საღებავი განკუთვნილია მხოლოდ თმისთვის! თუ შემთხვევით თვალში მოგხვდათ, შესაძლოა მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. კიდევ რა არ შეიძლება?

  • ფოლგით თმის მელირება ან შეღებვა - ასეთი ფაქიზი მანიპულაციები უმჯობესია პროფესიონალებს მიანდოთ;
  • სხვადასხვა წარმოების საღებავების ერთმანეთში არევა;
  • ვადაგასული საშუალებების გამოყენება.

ენდეთ სპეციალისტთა რჩევებს

შეღებილი თმის სტრუქტურა ზიანდება და არათანაბარი ხდება. ამის გამო ფერი თანდათანობით ჩამოირეცხება, თმა კი შრება, ხუნდება, იცრიცება. გარდა ამისა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს გარეგანი ფაქტორები: ფენი და გამათბობელი, ტემპერატურული ცვალებადობა შინიდან გასვლისას და სხვა. თმას სირბილე, ბზინვარება და ფერი რომ დაუბრუნდეს, სპეციალური მოსავლელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. იბანეთ თავი რბილი საპნით, ყოველი დაბანის შემდეგ გადაივლეთ ბალზამი ან კონდიციონერი (თმის ტიპისა და მდგომარეობის შესაბამისად). თმის სტრუქტურის აღსადგენად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ინტენსიური ნიღაბი: დაიდეთ მომზადებული (ან მზა) მასა სუფთა, ტენიან თმაზე, დაივარცხნეთ და თავი თბილი პირსახოცით შეიხვიეთ; განსაზღვრული ხნის შემდეგ თბილი (და არა ცხელი) წყლით ჩამოიბანეთ.

სილამაზის სალონში

საფუძვლიანად აუხსენით სტილისტს, რა გსურთ: თმის შეღებვა, გაბაცება, გაუფერულება და შემდეგ შეღებვა, ტონირება (შეფერილობის მიცემა), მელირება (რიგებად გაუფერულება), კოლორირება (რიგებად შეღებვა), ბლაიჯი (მხოლოდ თმის ბოლოების შეღებვა ან გაბაცება) თუ სხვა რამ. პროფესიონალ კოლორისტს შეუძლია, შემოგთავაზოთ სუპერმოდური შეფერილობა, რომელსაც შინ, დამოუკიდებლად, ვერ მიიღებთ. სალონში შეგიძლიათ მიხვიდეთ წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგაც. თუ თქვენ თვითონ შეიღებეთ თმა, შედეგით კი უკმაყოფილო დარჩით, მიმართეთ პროფესიონალს.

გაუფრთხილდით ფერს

  • თმას ყოველგვარი საღებავი აზიანებს, - ყველაზე თანამედროვეც კი, რომელიც მოსავლელ ინგრედიენტთა კომპლექსს შეიცავს, - ამიტომ შეღებვის შემდეგ თმის მოსავლელ საშუალებებზე წინასწარ იზრუნეთ.
  • თმას შეღებვისთანავე ნუ გაიშრობთ ცხელი ფენით და ნუ დაიხვევთ თერმოხელსაწყოთი.
  • აუცილებლად გამოიყენეთ შეღებილი თმის მოსავლელად განკუთვნილი სპეციალური პარფიუმერია. მათი უმრავლესობა შეიცავს დიფერენცირებულ საშუალებებს ფერის შესანარჩუნებლად და მოსავლელად ქერებისთვის, წაბლისფერთმიანთათვის, წითურებისთვის, მუქთმიანთათვის.
  • გარუჯვის დროს მოარიდეთ თმა ულტრაიისფერ სხივებს - ისინი ცვლიან შეღებილი თმის ფერს. აუზში უქუდოდ ნუ ჩახვალთ - ქლორი და სხვა ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებები ანადგურებს საღებავს და აზიანებს თმას.

რა ღირსებები აქვთ მატონიზებელ საშუალებებს?

  • ისინი ვერ აღწევენ თმის სიღრმეში, - ზედაპირზე რჩებიან. შესაბამისად, თმის სტრუქტურა არ ზიანდება.
  • თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ნუ შეშფოთდებით - მესამე-მეექვსე დაბანის შემდეგ ფერი თავისთავად გადავა.
  • მრავალი მწარმოებელი შამპუნსა და ბალზამში მღებავ პიგმენტებს რთავს. მათი მეშვეობით შეგიძლიათ თმას გასუფთავებასა და დატენიანებასთან ერთად ცინცხალი ელფერიც მისცეთ. კიდევ ერთი: მატონიზებელი საშუალებები ძალიან მოხერხებულია როგორც შუალედური საშუალებები შეღებვიდან შეღებვამდე. შეგიძლიათ შეფერილობის ვარირებაც - ტონიკი ხომ თმას ადვილად სცილდება.