რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
საზაფხულო სამზადისი
საზაფხულო სამზადისი

აგარაკზე ან კურორტზე
ჩასვლისას ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ბევრი რამ დამავიწყდა. როგორ მოვიქცე, რომ შინ არაფერი დამრჩეს?


საზაფხულო სამზადისი თავისი სასიამოვნო ფუსფუსითა და მღელვარებით ძალიან ჰგავს საახალწლოს: ქალი არჩევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, ვარცხნილობას, აკონტროლებს წონას, საგანგებოდ უვლის სხეულს, გეგმავს, სად გაატაროს ზაფხული, თუ ჯერ ოჯახი არ აქვს, ფიქრობს, ვის დაუკავშიროს მომავალი და ოცნებობს.

და აი, დადგა ნანატრი დღეც, უფროსმა ხელი მოაწერა თქვენს განცხადებას შვებულების შესახებ. თითქოს ჩამოჰკრეს ზეიმის მაუწყებელმა ზარებმა. თქვენ სიხარულით მიიჩქარით შინისკენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც შეიძლება სწაფად ჩაალაგოთ ბარგი და თავი დააღწიოთ სამსახურსა და მოსაწყენ ერთფროვნებას, პრობლემებს, ქალაქის სიცხეს... მაგრამ სიჩქარემ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს, სასიამოვნო დასვენებისა და სიხარულის მოლოდინი გააფერმკრთალოს.


უსიამოვნო აღმოჩენა
როგორ ალაგებთ ბარგს, რა პრინციპით აგროვებთ ნივთებს წასაღებად? აღებთ კარადას და გამოალაგებთ იქიდან საყვარელ ნივთებს, ფაქიზად აწყობთ სამგზავრო ჩანთაში, მერე კი, ჩახვალთ თუ არა კურორტზე, აღმოაჩენთ, რომ დაგავიწყდათ ყველაზე აუცილებელი, ყველაზე მთავარი რამ? არაფერია გასაკვირი, თქვენ ხომ ძალიან ჩქარობდით...


ჩემოდანი და...
უმჯობესია, წასაღები ნივთების სია შეადგინოთ. აიღეთ პატარა ფურცელი და ჩამოწერეთ: თავდაპირველად - ყველაზე აუცილებელი (საბუთები, ფული, ჰიგიენური საშუალებები), შემდეგ - ყოველდღიური ნივთები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სასიამოვნო წვრილმანებზე, რომლებიც გსურთ ხელთ გქონდეთ დასვენების დროს. გაითვალისწინეთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი შვებულება. ზედმეტი ნივთები დისკომფორტს შეგიქმნით, ამიტომ მიეცით თავს უფლება, ჩვეული ქალაქური სტილისგან დაისვენოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენების დროს დაგჭირდებათ თავისუფალი, მოხერხებული და სადა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ: შორტები, სარაფნები და ერთი კაბა კოქტეილისთვის - ეს საუკეთესო არჩევანი იქნება.


ტურისტული მოგზაურობა
დასასვენებლად საზღვარგარეთ მიემგზავრებით? ნუ დაიზარებთ, წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც აპირებთ გამგზავრებას - ჰკითხეთ ნაცნობებს, გადაავლეთ თვალი ინტერნეტს. ეს უცხო ქვეყანაში ორიენტირებაში დაგეხმარებათ.


შოპინგი
საყიდლებზე სიარულის გარეშე მოგზაურობა

You must have Flash Player installed in order to see this player.
წარმოუდგენელია, მაგრამ დასვენება არ უნდა გადაიქცეს შოპინგომარათონად (ასეთი რამ ხშირად ხდება!). წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ სუვენირებს ისურვებდით საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის. საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს აუცილებლად მოგესურვებათ, შეიძინოთ რაიმე უცხო, ეგზოტიკური, მაგრამ ასეთი ნივთების ძებნას ნუ გადაჰყვებით; უმჯობესია, მეტი დრო დაიტოვოთ უცხო ქვეყნების დასათვალიერებლად. არ დაივიწყოთ ფოტოაპარატის წაღება, თორემ ძალიან დაგწყდებათ გული, თუ სამახსოვრო ფოტოები ვერ გადაიღეთ.


ნუ მოიწყენთ!
ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, რომ უქმეებმა ძალზე სწრაფად გაირბინა. ნუ მოიწყენთ! შინ დაბრუნებისთანავე მოიწვიეთ მეგობრები ფინჯან ყავაზე, მოუყევით, როგორ გაატარეთ შვებულება, როგორი შთაბეჭდილებები მიიღეთ, უჩვენეთ საუკეთესო ფოტოსურათები, გადაეცით მათთვის შეძენილი სუვენირები და აუცილებლად გაუმასპინძლდით რაიმე გემრიელით, მაგალითად, კოქტეილით. მათაც გაახარებთ და საკუთარ თავსაც მიანიჭებთ სიამოვნებას. ასეთი "შემაჯამებელი" წვეულების შემდეგ უფრო იოლად დაუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რიტმს.


ხომ არ დაგავიწყდათ?

  • პასპორტი;
  • ბილეთები;
  • საკრედიტო ბარათი;
  • გასარუჯი საშუალება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • მობილურის სადეპოზიტო ბარათები;
  • რყევის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მზის სათვალე და ქუდი;
  • მართვის მოწმობა;
  • საყვარელი სუნამო;
  • ორიოდე წყვილი მოხერხებული ფეხსაცმელი;
  • თერმოსი წყლისთვის;
  • სველი ხელსახოცები;
  • ჰიგიენური პომადა;
  • აფთიაქი;

დაუტოვეთ:

  • მეგობრებს - თქვენი კოორდინატები;
  • მეზობელს - სათადარიგო გასაღები.

დააბინავეთ შინაური ცხოველები.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მაღალი ქუსლი, ფეხსაცმელი საქუსარის გარეშე, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსი, დიდი ჩანთა, მხარზე გადაკიდებული ჩანთა, კაპიუშონიანი ტანსაცმელი და პალტო ძალიან მოდურია, მაგრამ გაუმართლებელ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას.
ქალების 70-80% ბავშვებს მარცხენა მხარეს იჭერს, რისი მიზეზიც სპეციალისტებისთვის ცნობილი არ იყო. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს დადებითად მოქმედებს დედასა და ბავშვს შორის ურთიერთკავშირზე. ასე იქცევა ცხოველების დიდი ნაწილიც.
ახალი წლის დღეებში ქალების უმრავლესობა ძალიან იღლება, იმატებს წონას, ერღვევა ძილი, ბევრს დიეტის დაცვა სურს, მაგრამ არ იციან, რამდენად მიზანშეწონილია ამის გაკეთება ჯანმრთელობისთვის უვნებლად.

მომქანცველ დიეტას განტვირთვის დღეების მოწყობა სჯობს. განტვირთვის დღეების მენიუ რამდენიმე ტიპისაა:

ადამიანი მგრძნობიარე არსებაა, თუმცა ფერთა შეგრძნება ქალებს მართლაც რამდენადმე უფრო მძაფრი აქვთ. იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და სტრესი თავიდან აიცილოს, ადამიანმა თავის გარშემო “სწორად” უნდა შეარჩიოს ფერები და ფერთა თერაპიის სეანსიც ჩაიტაროს.

ჯერ კიდევ გოეთემ შეამჩნია და თავის თავზე ექსპერიმენტულადაც შეისწავლა ადამიანის გუნება-განწყობილებაზე სპექტრულ ფერთა აღქმის გავლენა. მანვე შემოიღო “ცივი” და “თბილი” ფერების ცნება, რომელსაც დღეს იყენებენ მხატვრები, დიზაინერები და სხვა. გოეთემ პირველმა დაადგინა, რომ თბილი ფერები - წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი - ადამიანს აღაგზნებს, გამოაცოცხლებს, ახალისებს, ცივი - ლურჯი და იისფერი - ასევდიანებს, ხოლო ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ფერები - მწვანე და ცისფერი - ამშვიდებს.

ბერძნული მითოლოგიის სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტა, თავისი ხიბლის გასაძლიერებლად, პატარა ფლაკონში მოთავსებულ სუნამოს იყენებდა. პარფიუმით მოხიბლვის ხელოვნება სადღეისოდაც საკმაოდ მიღებული და გავრცელებულია. მაღაზიის ვიტრინები სავსეა სხვადასხვა პარფიუმერული პროდუქციით - სუნამოებით, ოდეკოლონებით, არომატული ზეთებით, პარფიუმითა თუ ტუალეტის წყლით, რომელსაც შეცდომით პარფიუმს უწოდებენ. ხშირად ოდეკოლონს უთანაბრებენ დეზოდორანტსაც.

ლაქტოსტაზი ანუ სარძევე ჯირკვლის სადინრებში რძის შეგუბება შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. მათ შორის ერთ-ერთი ფიზიკური გადაძაბვაცაა.
22 ივლისი 2016
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
08 ივნისი 2017
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კომპანია Mars-ის თანამშრომლები დარწმუნდნენ იმაში, რომ შინაური ცხოველები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძაღლი, სხვა ცხოველებთან შედარებით, ოჯახში უფრო ნაკლებ კონფლიქტს იწვევს.
ყველა ექიმი ერთხმად აღნიშნავს, რომ ხანში შესულ ადამიანებს, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სჭირდებათ ვარჯიში. თუმცა, ვიდრე დღის წესრიგში შევიტანთ ფიზიკური აქტივობის ახალ სახეობას, სჯობს ექიმსაც დავეკითხოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ექსპერტები სპორტის ამ სახეობებს ურჩევენ ხანდაზმულ ადამიანებს:
E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.
ბევრისთვის ნაცნობია, როდესაც, ძალიან დაღლილი წვები საწოლში და დაძინება პრობლემა ხდება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ფენომენი აღგზნებითაა გამოწვეული და სავსებით ექვემდებარება ახსნას. საქმე მანკიერ წრეშია. რაც მეტ ღამეს ვატარებთ უძილობაში, მით მეტია იმის ალბათობა,