ქალის უსაფრთხო და კომფორტული დამცავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის უსაფრთხო და კომფორტული დამცავი

ქალებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და იმავდროულად მოხერხებული ჰიგიენური საფენი თუ ტამპონი სჭირდებათ და ამიტომაც ითხოვენ მათ შესახებ ინფორმაციას. ჰიგიენური საფენი, ტამპონი, მართლაც კომფორტულია ქალისთვის. ბევრ გინეკოლოგს კი ტამპონების შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვს და არ  ამართლებს მათ გამოყენებას. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა არის ჰიგიენური საფენი - ტამპონი, როგორ გაჩნდა ჩვენს რეალობაში და საერთოდ, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება.

ცოტა რამ ტამპონის ისტორიიდან

შესაძლოა, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ ტამპონი ჩვენი საუკუნის (თუნდაც წინა საუკუნის) “დამსახურება” არ არის. ქალები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ტამპონების სახით პაპირუსის ნაჭრებს იყენებდნენ, ხოლო ძველი რომის მოცეკვავეები ტამპონებს ქსოვილისგან ამზადებდნენ. უფრო დახვეწილი სახით ტამპონი მხოლოდ 1936 წელს გამოჩნდა. ის გამოიგონა ამერიკელმა ექიმმა ერლემ ხასმა. ჟოჰნსონ & ჯოჰნსონ-ის კომპანია არ დაინტერესებულა აღნიშნული გამოგონებით და პატენტი ერთმა გერმანელმა ემიგრანტმა ქალმა შეისყიდა. ასე დაარსდა კომპანია თამპახ-ი. პირველ ტამპონს არც თასმა ჰქონდა და არც აპლიკატორი. თასმის მაგივრად დოლბანდი გამოიყენებოდა. ამჟამად ჰიგიენურ ტამპონს მრავალი კომპანია უშვებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია თამპახ და O.B.  (“საფენის გარეშე”). თანამედროვე ტამპონები მრავალგვარია: ზოგიერთს აპლიკატორი აქვს (მოწყობილობა, რომელიც აიოლებს მის შეყვანას), ზოგს - არა. ისინი შეწოვის მიხედვითაც განსხვავდებიან: არსებობს რეგულარი და სუპერი. პირველი საშუალო ან უმნიშვნელო გამონაყოფის დროს იხმარება, მეორე ჭარბი სისხლდენისას. არსებობს სუპერ პლუსიც, რომელიც ძალზე ჭარბი გამონადენისას გამოიყენება.

როდის ჯობია ტამპონის გამოყენება?

ტამპონი შეუცვლელადაც კი შეიძლება ჩაითვალოს სპორტული თამაშების, ცურვისა და ცეკვის დროს. ძალიან კომფორტულია ის დასასვენებლად ყოფნის პერიოდშიც. მაგრამ თუ მათ პერიოდულად არ შეუნაცვლებთ ჰიგიენურ საფენებს, ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ტამპონის გამოყენებისას აუცილებლად გახსოვდეთ:

  • უპირველესად, გაარკვიეთ, რამდენად ჭარბია გამონადენი და შეიძინეთ შესაბამისი ტამპონი;
  • ნუ გამოიყენებთ ტამპონებს სისტემატურად. ისინი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოინახეთ;
  • ხელები კარგად დაიბანეთ ტამპონის გამოყენებამდე და მისი მოშორებისას.
  • არ იხმაროთ ტამპონი მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ;
  • საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ სავალდებულო არ არის მისი გამოცვლა;
  • არაფრით დაიძინოთ ტამპონით. ძილის პერიოდი საუკეთესო დროა ტამპონების ხმარებისას წარმოქმნილი ნახეთქების შესახორცებლად.

რა არის ტშს და რა კავშირი აქვს მას ტამპონთან?

ტშს - არის ტოქსიკური შოკის სინდრომი. ის საკმაოდ იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადებაა. მართალია, ტამპონები ბაქტერიებს არ შეიცავენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, შორისის მიდამოში მანამდე არსებული ბაქტერიები “შეაჩერონ” და ამით მათ გამრავლებას შეუწყონ ხელი. ამიტომ, ქალებს, რომლებსაც სასქესო ორგანოების ინფექციები აღენიშნებათ, კატეგორიულად ეკრძალებათ ტამპონების გამოყენება. ტშს მაშინ აღმოცენდება, როცა ტოქსინები სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდებიან. დაავადების გამომწვევები - ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჩირქმბადი სტრეპტოკოკი და კლოსტრიდია - მცირე რაოდენობით არსებობს ადამიანის სხეულის ლორწოვან გარსებზე, მაგრამ გარკვეულ პირობებში ეს ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და გამოყოფენ ტოქსინს, რომელიც სისხლში ხვდება. სწორედ ამის საფუძველზე ყალიბდება აღნიშნული სინდრომი. იგი ძალიან საშიშია და, შესაძლოა, ლეტალურადაც დასრულდეს. ტშს უფრო ხშირად აღენიშნებათ ქალებს, რომლებიც იყენებენ ჭარბად შემწოვ ტამპონებს. ამასთან, შეიძლება ის მამაკაცებსაც და ბავშვებსაც გამოუვლინდეთ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ამ დაავადების აღმოცენება ტამპონების გამოყენებას უკავშირდება. ტშს-ის სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება 40 გრადუსამდე და გულისრევა, ქავილი, ფაღარათი, კანკალი, გულის წასვლა, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გამონაყარი, მსგავსი სიმპტომების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.  ჩვენ გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდეთ ტამპონების შესახებ, არჩევანი თქვენზეა!