მოკვეთილი მკერდის კომპლექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოკვეთილი მკერდის კომპლექსი

ბევრი ქალისთვის მტანჯველია ახალ გარეგნობასთან შეგუება; ეჩვენება, რომ აღარ არის მომხიბვლელი და სასურველი მეუღლისა თუ პარტნიორისთვის, ვეღარ წარმოუდგენია მამაკაცთან ძველებური ურთიერთობა. ყველა ქალი როდი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - ოპერაციის შემდეგ ბევრი ღრმა დეპრესიაში ვარდება, გაურბის ხალხთან ურთიერთობას, უჩნდება გრძნობა, რომ ზედმეტია. ერთი ცნობილი მწერალი ქალი, რომელმაც მკერდის სიმსივნის გამო რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, წერდა, ავადმყოფობას ძლიერებისა ეშინიაო. საავადმყოფოში ის არაერთხელ გამხდარა მოწმე, რომ ზოგიერთი ქალი მაშინვე ხელს ჩაიქნევდა გამოუვალი მდგომარეობის გამო და მალე კვდებოდა კიდეც, ხოლო ზოგიერთი აგრძელებდა სიცოცხლისთვის ბრძოლას და გადარჩნენ კიდეც. ეს ქალბატონი იხსენებს ერთ მეგობარ ქალს, რომელიც განთქმული იყო თავისი სასიყვარულო ისტორიებით ცნობილ მხატვრებთან, მუსიკოსებსა და მსახიობებთან. სწორედ მას შესჩივლა მწერალმა ქალმა, რომ მკერდი მოჰკვეთეს. რამხელა იყო მისი გაოცება, როცა პასუხად  მეგობარმა ქალმა თავისი ნაოპერაციევი მკერდი აჩვენა. ოპერაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, გონება დაეკარგვინებინა მრავალი შესანიშნავი მამაკაცისთვის! ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცები, უპირველესად, ქალის თვალებს აქცევენ ყურადღებას, მერე კი მის მკერდს, ამიტომ დეკოლტეს ზონაზე ქალები განსაკუთრებულად ზრუნავენ. ქალის ლამაზი მკერდი ყოველთვის იზიდავდა ძლიერი სქესის მზერას. იგი უხსოვარი დროიდან სილამაზის, სინაზისა და სექსუალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამიტომ არის, რომ მკერდმოკვეთილ ქალებს დეპრესია იპყრობთ. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ძალიან უყვართ და სჭირდებათ ახლობლებს. ამ უკანასკნელთ კი მზრუნველობა და გულისხმიერება მოეთხოვებათ, რომ ნაოპერაციევ ქალს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ. მეუღლეებმა და პარტნიორმა მამაკაცებმა უნდა აგრძნობინონ ქალს, რომ ის ისევ ძვირფასი და სასურველია მათთვის. ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიოს ხელი, არ უნდა შეეგუოს აზრს, რომ ის აღარასოდეს იქნება მომხიბვლელი. დღეს არსებობს უამრავი საშუალება ადრინდელი გარეგნობის აღსადგენად. ჯერ კიდევ 70-იან წლებში შეიქმნა ძუძუს პირველი პროთეზები, ამჟამად კი უკვე სილიკონის პროთეზებიც არსებობს - ნებისმიერი ზომისა და ფორმისა. კოსმეტიკური ეფექტი ბრწყინვალეა. რბილი, ელასტიკური პროთეზები შესანიშნავად ეკვრის სხეულს, იღებს მის ტემპერატურას და შეხებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ბუნებრივი მკერდისგან. ისინი ძალიან პრაქტიკულია და მრავალი მოდელის გამოყენება შესაძლებელია საცურაო აუზსა თუ ზღვაში ცურვისას, სპორტულ დარბაზში ვარჯიშისას. ასე რომ, ნაოპერაციევი მკერდი არავითარ ბარიერს არ უქმნის ქალს. მას შეუძლია, დარჩეს ძველებურად მომხიბვლელი. არსებობს სპეციალური ბიუსტჰალტერები და საცურაო კოსტიუმებიც. ასე რომ, გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში მოიძებნება. მთავარია, შინაგანად გათავისუფლდეთ კომპლექსისაგან, უთხრათ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. მკერდის მოკვეთა, რაღა თქმა უნდა, დიდი გამოცდაა ქალისთვის, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ცხოვრება არ დამთავრებულა, ის მხოლოდ ახლა იწყება - იწყება საკუთარი თავის დაძლევით. მთელ მსოფლიოში უამრავმა ქალმა, მათ შორის ძალიან ცნობილმა ქალებმაც - ბრიჟიტ ბარდომ, ნენსი რეიგანმა, კეიტ ჯექსონმა და მრავალმა სხვამ, გადაიტანა მსგავსი ოპერაცია, მაგრამ განაგრძობენ სრულფასოვან ცხოვრებას და კვლავ აღაფრთოვანებენ გარშემო მყოფებს თავიანთი მშვენიერი გარეგნობითა და მტკიცე ნებისყოფით. ახლობლები კი დაგეხმარებიან, კვლავ შეიგრძნოთ ცხოვრების სიხარული, დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა. გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ.