სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნი

, ნათელი გახდება, რომ სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი საკმაოდ ხშირია. დაწყებული სქესობრივი მომწიფების ასაკიდან, როცა განვითარებას იწყებს სარძევე ჯირკვლები და ყალიბდება მენსტრუალური ციკლი, ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე განიცდის ქალის სარძევე ჯირკვალი ამა თუ იმ ცვლილებას. ამ ცვილებათა საკმაოდ დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, სულაც არ არის დაავადების მანიშნებელი და დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ისეთი დაავადების გამოვლინება, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო.

სარძევე ჯირკვალი შედგება მრავალი ჯირკვლისა და სადინარისგან, რომლებიც საბოლოოდ სარძევე ჯირკვლის სადინარში იხსნება. როცა გოგონა სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს, ორგანიზმში ჰორმონების დონის ცვლილება იწვევს სადინარების ზრდას. სარძევე ჯირკვალს კუნთი არა აქვს, მაგრამ მის ქვემოთ არის კუნთი, რომელიც ნეკნებს ფარავს. ზოგჯერ სწორედ ეს კუნთი და სარძევე ჯირკვლის გარეთ მდებარე სტრუქტურები იწვევს წარმონაქმნის არსებობის მცდარ შეგრძნებას. ხშირად სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი მოულოდნელი ან ყოველთვიური თვითგასინჯვისას გამოვლინდება. მართალია, წარმონაქმნთა დიდი ნაწილი არ არის სიმსივნური, მაგრამ აშკარად სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებას წარმოადგენს. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის განვითარებასთან ერთად ცვლილებები ყოველთვის იჩენს თავს. მათზე ზემოქმედებას ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური ჰორმონული ცვლილებები ახდენს. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნს საფუძვლად შეიძლება ედოს:

  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ცისტა;
  • ფიბროადენომა;
  • ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი;
  • ჰამარტომა - სარძევე ჯირკვლის არაავთვისებიანი სიმსივნე;
  • დაზიანება ან ტრავმა;
  • ინტრადუქტური პაპილომა - არაავთვისებიანი, მეჭეჭისებრი წარმონაქმნი სარძევე ჯირკვლის სადინარში;
  • ლიპომა;
  • მასტიტი.

სარძევე ჯირკვლების ტკივილი

სარძევე ჯირკვლის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, განსაკუთრებით - ახალგაზრდა, ფერტილური ასაკის ქალთა შორის. გვხვდება უფრო დიდი ასაკის ქალებშიც, თუმცა ნაკლებად. მართალია, ტკივილი შემაწუხებელია და აშინებს პაციენტს, მაგრამ მხოლოდ ტკივილი იშვიათადაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამოვლინება. სიმსივნის დროს წარმონაქმნიც ისინჯება. ციკლური მასტალგია: დადგენილია, რომ სარძევე ჯირკვლის ტკივილის მქონე ქალთა 2/3-ს აქვს პრობლემა, რომელსაც მედიცინაში ციკლური მასტალგია ეწოდება. ეს არის სარძევე ჯირკვლების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში და მცირდება და ქრება მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას. ტკივილი შეიძლება მეტ-ნაკლებად იყოს გამოხატული ციკლის პერიოდში. ჩივილების მკვეთრი კავშირი მენსტრუალურ ციკლთან გვაფიქრებინებს, რომ მისი მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. სარძევე ჯირკვლების ტკივილის ეს ტიპი, ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ქალებში გვხვდება, თუმცა არც მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგაა გამორიცხული, თუ ქალი ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას იტარებს. არაციკლური მასტალგია - ეს არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ის უფრო იშვიათია, ვიდრე ციკლური მასტალგია და, ჩვეულებრივ, გვხვდება 40 წლიდან. ზოგჯერ ტკივილის ეს ტიპი ფიბროზული მასების არსებობასთან - ფიბროადენომასთან ან ცისტასთან - არის დაკავშირებული. სხვა მიზეზები: სარძევე ჯირკვლების ტკივილი და მტიკვნეულობა აწუხებს ზოგიერთ ვაჟს სქესობრივი მომწიფების დროს. ამის მიზეზია გინეკომასტია - მამაკაცის სარძევე ჯირკვლების გადიდება, რაც სქესობრივი მომწიფების თანმხლები ნორმალური მოვლენაა. სარძევე ჯირკვლის ინფექცია. სარძევე ჯირკვალში ასეულობით რძის წარმომქმნელი პარკი - ეგრეთ წოდებული ალვეოლაა. ძუძუთი კვების დროს ალვეოლებში წარმოიქმნება რძე, რომელიც ბავშვის კვების დროს გამოიყოფა. სამწუხაროდ, ძუძუს წოვების ანუ ლაქტაციის პერიოდში ხშირია მასტიტი - სარძევე ჯირკვლის ანთება. ამ დროს ვითარდება ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, ჯირკვლის სიმხურვალე - ანთების ტიპური ნიშნები. მასტიტის მიზეზია სარძევე სადინარში ბაქტერიის მოხვედრა. ბაქტერია იქ უმეტესად ბავშვის პირის ღრუდან ხვდება.


რა იწვევს წარმონაქმნსა და ტკივილს

ამ ფართოდ გავრცელებული ჩივილების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუნდაც ისეთი სავსებით ნორმალური მდგომარეობა, როგორიცაა სქესობრივი მომწიფება ან ორსულობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტკივილს ხშირად საფუძვლად უდევს ციკლური ცვლილებები. სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლისაც ასე ეშინიათ ქალებს, რეალურად იშვიათადაა ტკივილის მიზეზი. სარძევე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს:

  • სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტურმა დაავადებამ;
  • მენსტრუაციამდელმა სინდრომმა, ციკლურმა მასტალგიამ;
  • ჰორმონების დონის ნორმალურმა ცვლილებამ;
  • სქესობრივმა მომწიფებამ ან მენოპაუზამ;
  • ორსულობამ;
  • ძუძუთი კვებამ;
  • ესტროგენებით მკურნალობამ;
  • ნ ნეკნების ტკივილმა;
  • ნ სარძევე ჯორკვლის დაზიანებამ (ტრავმამ, გადატანილმა ოპერაციამ);
  • ნ შემომსარტყლავმა ჰერპესმა;
  • ნ ზოგიერთმა მედიკამენტმა - დიგოქსინმა, დოპეგიტმა, ვეროშპირონმა, ანაბოლურმა სტეროიდებმა, ამინაზინმა;
  • ნ სარძევე ჯირკვლის ინფექციამ - აბსცესმა, მასტიტმა;
  • ნ სარძევე ჯირკვლის კიბომ.

წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში

თუ სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი ისინჯება, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს კვლევები შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით:

  • ფიბროზულ-ცისტური ცვლილებები. ფიბროზულ-ცისტური ცვლილებები, რასაც ადრე ფიბროზულ-ცისტურ დაავადებას უწოდებდნენ, არის სარძევე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ცვლილება, რომელიც არავითარ საშიშროებას არ უქმნის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ცვლილებამ შესაძლოა თავი იჩინოს ერთ ან ორივე ჯირკვალში, მის ზემო და გარეთა ნაწილში. პაციენტი შესაძლოა გრძნობდეს სარძევე ჯირკვლის ფიბროზული ქსოვილის გასქელებას. გავრცელებული წარმონაქმნი, რომელსაც ფიბროადენომას უწოდებენ, რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. ის შესაძლოა იყოს ელასტიკური და მოძრავი და ხშირად თან ახლდეს ფიბროზულ-ცისტურ ცვლილებებს. ცისტა სითხით სავსე წარმონაქმნია. ის შეიძლება დარბილდეს, განსაკუთრებით - მენსტრუაციის შემდეგ.
  • სარძევე ჯირკვლის კიბო - ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთი წარმონაქმნი შეიძლება იყოს სიმსივნური. სარძევე ჯირკვლის კიბო, ჩვეულებრივ, ასოცირებულია შემდეგ რისკფაქტორებთან: ასაკთან, გენეტიკასთან, ჰორმონებთან. სიმსივნეთა 75% გვხვდება 50 წლის შემდეგ, 23% - 30-დან 50-მდე, 2% - 30 წლამდე.

კლინიკური გამოვლენის თავისებურებები

ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ფიბროზულ-ცისტურ ცვლილებებთან, ზოგჯერ ორიჯე ჯირკვალში აღინიშნება, ზოგჯერ კი ერთ-ერთში უფრო მეტად არის გამოხატული. ფიბროზულ-ცისტური ცვლილებების დროს ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს მენსტრუაციამდე ერთი დღით ადრე, ხოლო მენსტრუაციის დაწყებისას თანდათან უკუგანვითარდეს. ციკლური ტკივილი უფრო ძლიერია მენსტრუაციამდე, ხოლო უშუალოდ მენსტრუაციის პერიოდში მცირდება. ის, ჩვეულებრივ, ორმხრივია და სარძევე ჯირკვლის ზედა გარეთა კვადრატშია ლოკალიზებული. ქალები ამ ტკივილს აღწერენ როგორც ყრუს, მწვავეს, მწველს, მჩხვლეტს. ზოგჯერ ის გადაეცემა იღლიის არისკენ მაშინაც კი, როცა ხელი არ არის აწეული. ტკივილის ინტენსივობა ფართოდ ვარირებს მცირედან ისეთ მძიმემდე, რომ ქალს შესაძლოა ხელი შეუშალოს ტანსაცმლის არჩევანში, გარკვეულ პოზიციაში წოლაში, ჩახუტებაში. არაციკლური ტკივილი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია და არ არის დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან. ის შეიძლება იყოს მუდმივი, ანდა აღმოცენდეს და გაქრეს ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. შეიძლება იყოს მჭრელი, მწვავე, მწველი, ლოკალიზებულია ზუსტად არეოლის ქვემოთ. თუ ტკივილი ერთ ადგილზეა და მუდმივია, შესაძლოა მიზეზი ფიბროადენომა ან ცისტა იყოს. ამავე დროს აუცილებელია სხვა, უფრო სერიოზული მიზეზების გამორიცხვაც. გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციას, სარძევე ჯირკვლის ან ჰიპოფიზის სიმსივნეს. ჰიპოფიზი არის მცირე ზომის ენდოკრინული ორგანო, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს. ინფექციისას სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი მოყავისფრო-მომწვანოა. უნდა ვიცოდეთ, რომ გამონადენის ფერი და თავისებურებები პირდაპირ არ მიუთითებს მის გამომწვევ დაავადებაზე - აუცილებელია დიაგნოზის დასადასტურებელი სხვა კვლევებიც. კანის ცვლილებები - სარძევე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში ვითარდება სარძევე ჯირკვლის სტრუქტურების ფიბროზი, რომელიც იწვევს კანის “დაჭმუჭვნას” (ლიმონის ქერქის მსგავს შესახედაობას), ძუძუსთავის ჩაბრუნებას ან გადახრას. ამ სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. მასტიტი. სარძევე ჯირკვლის ამ ინფექციურ დაავადებას თან ახლავს ტკივილი, სიწითლე, ჯირკვლის სიმხურვალე, ზომის მატება, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება. აბსცესი. ზოგჯერ მასტიტი რთულდება აბსცესის - ჩირქგროვის - ფორმირებით. ეს არის შემოფარგული ჩირქის გროვა. მისი საზღვრები მკვეთრია. ჩირქგროვა ოდნავ მოძრავია. ის არ პატარავდება ძუძუს წოვების დროს. ზოგჯერ სარძევე სადინარიდან გამოიყოფა ჩირქი. ანტიბიოტიკებით მკურნალობა მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.


როდის უნდა მივმართოთ ექიმს

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნი უმეტესად არ ნიშნავს სიმსივნის დიაგნოზს. 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალთა შორის ასეთი წარმონაქმნების  90%-ზე მეტი კეთილთვისებიანია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, წარმონაქმნი შეაფასოს ექიმმა. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა:

  • პაციენტი პირველად აღმოაჩენს წარმონაქმნს ან ეს უკანასკნელი შეიცვლის ხასიათს - დიდდება ან ეცვლება კონსისტენცია;
  • წარმონაქმნი არ ქრება მენსტრუაციის შემდეგ;
  • ცვლილებებს განიცდის სარძევე ჯირკვლის კანი;
  • ჩნდება გამონადენი სარძევე სადინარიდან;
  • ცვლილებებს განიცდის ძუძუსთავი.

როგორ გამოვიკვლიოთ სარძევე ჯირკვალი

არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ექიმი პაციენტის გასინჯვის შემდეგ ნიშნავს მომდევნო გამოკვლევებს. მისი არჩევანი განსაზღვრულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია: წარმონაქმნის ზომა, მდებარეობა, სხვა ნიშნები, პაციენტის პირადი მონაცემები. გამოკვლევათა ნუსხაში შედის:

  • მამოგრაფია - სარძევე ჯირკვლის სპეციალური რენტგენოლოგიური კვლევა;
  • ულტრასონოგრაფია ანუ ექოსკოპია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ასპირაცია წვრილი ნემსით - არსებული წარმონაქმნის ნემსით ჩხვლეტით ხდება სითხის მიღება (ასპირაცია) და მიკროსკოპიული გამოკვლევა. პროცედურა შესაძლოა ჩატარდეს ულტრასონოგრაფიული (ექოსკოპიური) მეთოდით. როდესაც წარმონაქმნი არის ცისტა (სითხის შემცველი ღრუ), ასპირაციის შემდეგ ის შესაძლოა საერთოდ გაქრეს;
  • სარძევე ჯირკვლის ბიოფსია - ამ დროს ხდება ქსოვილის ნაწილის მიღება და მიკროსკოპიული შესწავლა. საკვლევი ქსოვილი შესაძლოა მიღებული იქნეს წვრილი ნემსით, უფრო დიდი დიამეტრის ნემსით ან ქირურგიულად - მცირე განაკვეთით.

პროგნოზი

სავსებით ბუნებრივია, რომ სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნი პაციენტს აშინებს, უჩენს კითხვებს დაავადების პროგნოზის შესახებ, უპირველესი საკითხი კი მაინც სიმსივნედ “გადაგვარების” საშიშროებაა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ფიბროადენომათა უდიდესი ნაწილი არ ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. რისკი უმნიშვნელოდ იმატებს, როცა პაციენტს აქვს კომპლექსური ფიბროადენომა - წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ცისტებს ან მკვრივი ან კალციფიცირებული ქსოვილის ნაწილებს. ასევე არ ზრდის სიმსივნის რისკს ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვლინდება ატიპია ანუ ატიპური ჰიპერპლაზია - სარძევე ჯირკვლის სადინარებისა და წილაკების ამომფენი უჯრედების ჭარბი ზრდა ან ანომალიური უჯრედები.

მკურნალობის მეთოდები

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა არის საჭირო იმისათვის, რომ არსებული წარმონაქმნი გაქრეს? ცისტის არსებობისას, თუ ის მარტივი, სითხით სავსე ცისტაა, მკურნალობა არ არის აუცილებელი. თუ პაციენტს მენსტრუალური ციკლი არ შეწყვეტია, რეკომენდებულია რეგულარული კონტროლი. წვრილი ნემსით სადიაგნოზო ასპირაციული ბიოფსია შეიძლება ამავე დროს სამკურნალო პროცედურაც იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული ცისტის განმეორებითი აღმოცენება. რეციდივი შეიძლება თავიდან ავიცილოთ მენსტრუალური ციკლის სარეგულაციოდ ჰორმონული პრეპარატების გამოყენებით, თუმცა ამ მკურნალობის ჩვენება-უკუჩვენებას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ხდება აუცილებელი. ფიბროადენომის დროს მკურნალობა უმეტესად არ არის აუცილებელი, თუმცა ქალების დიდი ნაწილი, ამერიკელთა მონაცემების თანახმად, მაინც ამჯობინებს ქირურგიული წესით მის მოცილებას. როცა ფიბროადენომის ამოკვეთა არ ხდება, აუცილებელია მისი ზომების კონტროლი. ქირურგიული ამოკვეთის, ლამპექტომიის, შემდეგ არ არის გამორიცხული რეციდივი. ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი - სიმპტომების არარსებობისას, ასევე - სიმწირისას მკურნალობა არ არის აუცილებელი. ტკივილის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები, კონტრაცეპტივები, ჩატარდეს ქირურგიული ამოკვეთა.

ცხოვრების წესი სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების დროს

  • ატარეთ მოხერხებული ბიუსტჰალტერი.
  • ერიდეთ კოფეინიან სასმელებს, შოკოლადს. მართალია, ამ მეთოდის ეფექტურობა მეცნიერულად არ არის დადასტურებული, მაგრამ მრავალი პაციენტი მიუთითებს ამგვარი ღონისძიებების შედეგად სიმპტომების შემცირებაზე;
  • ერიდეთ მარილიან საკვებს. აქ იგივე შეიძლება ითქვას, რაც კოფეინზე;
  • ერიდეთ ცხიმიანს.

რას გვათავაზობს ალტერნატიული მედიცინა

არსებობს მონაცემები, რომ ფურისულას ზეთის შემცველი საკვები დანამატი ამცირებს სარძევე ჯირკვლების ტკივილს, მაგრამ თუ შედეგი 2-3 თვეში არ გახდა თვალსაჩინო, მკურნალობას აზრი არ აქვს. მართალია, ამ დანამატის ეფექტის შესასწავლი საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ მასში შემავალი ლინოლეის მჟავა ამცირებს ქალის ორგანიზმის მგრძნობელობას მენსტრუალური ციკლის თანმხლები ჰორმონული რყევების მიმართ.