ზაფხულის სიცხესთან გამკლავების 5 საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის სიცხესთან გამკლავების 5 საშუალება

1. თავი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა მზის დაკვრა არ მიიღოთ. ამისათვის ატარეთ ქუდი ან თავსაფარი.

2. შეეცადეთ სწორად დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა. ნუ მიეძალებით ტკბილ, ჩაციებულ გაზიან სასმელებს, რადგანაც ეს საზიანოა ორგანიზმისთვის. იმისათვის, რომ წყლის ბალანსი დაიცვათ, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები: სასურველია წყალი დალიოთ მანამ, ვიდრე წყურვილის გრძნობა შეგაწუხებთ. ამიტომ ატარეთ ბოთლით წყალი და არ დაგივწდეთ დროულად შეავსოთ წყლის მარაგი. ფიზიკური დატვირთვისას რეკომენდებულია წყლის დალევა დატვირთვამდე, დატვირთვის პროცესში და მის შემდეგაც. უპირატესობა მიანიჭეთ ხისტ წყალს, რომელიც მეტი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და სხვა ელექტროლიტებს. რადგანაც ოფლთან ერთად ამ ელემენტების უმრავლესობა ტოვებს ორგანიზმს. ზრდასრული ადამიანი დღეში უნდა სვამდეს 2 ლიტრ წყალს. ეს ის მინიმუმია, რომელიც ორგანიზმს დაკარგული წლისა და მინერალური ნივთიერებების აღდგენის სასუალებას აძლევს.

არ მიიღოთ ჭარბი რაოდენოით კოფეინის შემცველი სასმელები. ის ისევე, როგორც ალკოჰოლი, გაუწყლოებას აჩქარებს. დაბოლოს, წყალი შეიძლება შეცვალოს წყლისშემცველმა ხილმა და ბოსტნეულმა, მაგალითად კიტრმა, რითაც მიიღებთ ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებით პორციას. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ მწვანე, პიტნის ჩაი და ბურახი. გერმანელი სპეციალისტები გვირჩევენ სიცხეში უარი ვთქვათ ცივ ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც.

3. ტანსაცმლის სწორად შერჩევა. დროებით უარი თქვით მუქ ფერებზე. უმჯობესია ტანსაცმელი შეკერილი იყოს ნატურალური ქსოვილისაგან, თავისუფალი თარგით და რაც მთავარია იყოს მოხერხებული.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მართალია ამ სეზონზე მაღალი ქუსლი მოდურია, მაგრამ გირჩევთ დაინდოთ ვენები და ის საღამოსთვის დაიტოვოთ. ყოველდღიურ სატარებლად შეარჩიეთ მსუბუქი და ელეგანტური საბო ან ღია ფეხსაცმელი, რომელიც რომანტიულობის ერთგვარ ელემენტს შემოიტანს თქვენს ჩაცმულობაში.

4. ყურადღება მიაქციეთ რაციონს. დროებით უარი თქვით ცხელ, ცხიმიან და მარილიან საკვებზე. მომაზადეთ მსუბუქი, უცხიმო წვნიანი კერძები. ხორცი, თევზი ზაფხულში სჯობს მოხარშული მიიღოთ, ახალი ბოსტნეულის გარნირით. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს გრილზე მომზადებული კერძები, რადგანაც არ მზადდება ცხიმზე და გემოც სასიამოვნო აქვს. თუ გრილისთვის შევარჩევთ ხორცის ნაკლებად ცხიმიან სახეობას, ზაფხულისთვის გამოგვივა შესანიშნავი კერძი. თავი შეიკავეთ ნამცხვრებისგან და ის ხილით ჩაანაცვლეთ.

5. ცხელ ამინდში უნდა გავითვალისწინოთ თავის მოვლის ელემენტარული წესები: დაღლილობას სწრაფად მოგიხსნით და ტონუსში მოგიყვანთ გრილი შხაპი. თავი შეიკავეთ აბაზანის მიღებისგან, აბანოში ვიზიტისგან, სპორტით ინტენსიური დატვირთვისგან და მძიმე ფიზიკური სამუშაოსგან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქვედა კიდურებს. განსაკუთრებით ცხელ დღეებში, ფეხები ხშირად შუპდება, სივდება. ამ შემთხვევაში გვიშველის კონტრასტული შხაპი. დღის ბოლოს, განსაკუთრებით იგრძნობა დაღლილობა, და კარგი იქნება თუ ფეხებს გავანებივრებთ ზღვის მარილისა და პიტნის 15-20 წუთიანი აბაზანით.

რაც შეეხება კოსმეტიკას: უპირატესობა მიანიჭეთ არამკვეთრ ტონებს და სპეციალურად ზაფხულის კოსმეტიკური ხაზის მწარმოებელთა ნაწარმს. ყოველთვის თან იქონიეთ სველი ხელსახოცები. დეკორატიული კოსმეტიკიდან ჩრდილების ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ მიკროკრისტალურ ცვილზე დამზადებული ფანქარი, წყალგამძლე ტუში. რაც შეეხება პომადას, შეცვალეთ იგი ტუჩის მბზინავი საცხით.

ლალი ჩხიკვაძე