რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ქალების ნახევარს უძილობა აწუხებს
ქალების ნახევარს უძილობა აწუხებს
ბევრს მიაჩნია, რომ გამოუძინებლობა, ზრდასრული ადამიანისთვის ნორმალურია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდის ქალბატონებს აწუხებს.
ჰორმონული ცვლილებები, ღამით ოფლიანობა, ხასიათის ცვლილება, ეს ყველაფერი ხელს უშლის ძილს, რომლის ნაკლებობაც ზრდის შუახნის ქალებში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქმე ციტიკონებშია, რომელიც მოქმედებს ძილი-სიფხიზლის ციკლსა და გლუკოზის გადამუშავებაზე.თუმცა უძილობის პრობლემის გამო ექიმს მხოლოდ 25% აკითხავს.

ქალები ხშირად იღვიძებენ ღამით. 10 ქალიდან 6 აღნიშნავს, რომ ძილის ნაკლებობის გამო, ხშირად უფუჭდებათ გუნება-განწყობა. ზოგჯერ ძილის დარღვევა ხდება აპნოეს (ადამიანი სუნთქვას აჩერებს რამოდენიმე წამით და ხვრინავს) გამო. ორსულობა და მენოპაუზა ძილის აპნოეს განვითარების რისკს ზრდის.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბერძნული მითოლოგიის სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტა, თავისი ხიბლის გასაძლიერებლად, პატარა ფლაკონში მოთავსებულ სუნამოს იყენებდა. პარფიუმით მოხიბლვის ხელოვნება სადღეისოდაც საკმაოდ მიღებული და გავრცელებულია. მაღაზიის ვიტრინები სავსეა სხვადასხვა პარფიუმერული პროდუქციით - სუნამოებით, ოდეკოლონებით, არომატული ზეთებით, პარფიუმითა თუ ტუალეტის წყლით, რომელსაც შეცდომით პარფიუმს უწოდებენ. ხშირად ოდეკოლონს უთანაბრებენ დეზოდორანტსაც.

ლაქტოსტაზი ანუ სარძევე ჯირკვლის სადინრებში რძის შეგუბება შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. მათ შორის ერთ-ერთი ფიზიკური გადაძაბვაცაა.
ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 650 მეძუძური დედის რძის ნიმუშები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რძეში კორტიზოლის დონე (სტრესის ჰორმონი)
ბუნება თვითშეფასების ამაღლებაში გვეხმარება. ცნობილია, რომ ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აძლიერებს.
როგორი იქნება მამაკაცის ჩაცმის სტილი 2016 წლის ზაფხულში, რა არის მოდური და აქტუალური? ძირითადი ტენდენცია ის არის, რომ მოდა ფართო სილუეტებს და მკვეთრ პრინტებს უბრუნდება.

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შექმნისას მოდელიორებმა წარსულს მიმართეს და ნიმუშად 50-იანი წლების მამაკაცის ტანსაცმლის სილუეტი და 70-იანი წლების პრინტი მოიმარჯვეს.

შესაძლებელია თუ არა ქალისათვის, შეიქმნას კარიერა, იყოს წარმატებული, სიცოცხლით სავსე და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია! უბრალოდ, სამსახურში უნდა მიდიოდეს ხალისით და დიდი სიყვარულით აკეთებდეს საქმეს.

კარიერულ საფეხურზე აღმასვლა მძლავრი ბიოსტიმულატორია. ზომიერების ფარგლებში - ის ასტიმულირებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ზღვარგადასულმა კი - შეიძლება ჯანმრთელობასაც საფრთხე შეუქმნას.

23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.