ფილტვების აბსცესი - დაავადების მკურნალობა რამდენიმე კვირიდან 2-4 თვემდეც კი გრძელდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვების აბსცესი - დაავადების მკურნალობა რამდენიმე კვირიდან 2-4 თვემდეც კი გრძელდება

- რა არის ფილტვის აბსცესი?

- ფილტვის აბსცესი ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. მისთვის დამახასიათებელია ფილტვის ქსოვილის დაშლა და ღრუს წარმოქმნა. მის ჩამოყალიბებაში ბრალი მიუძღვით ანაერობულ და აერობულ ბაქტერიებს, ლეგიონელას, აქტინომიციტებს, პათოგნომურ სოკოებს, პროტოზოებს.

ფილტვების აბსცესი უმეტესად ასპირაციის (ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში უცხო სხეულის, საჭმლის ნამცეცებისა და სითხის წვეთების მოხვედრის) შედეგად ვითარდება ან ბაქტერიული პნევმონიის გართულებას წარმოადგენს.

ასპირაციას ხელს უწყობს მდგომარეობა, როდესაც ირღვევა ყლაპვის ნორმალური რეფლექსი. ასეთი რამ ხშირია ალკოჰოლიკებში, ნარკომანებში, ეპილეფსიური კრუნჩხვის, სედაციური მედიკამენტების გამოყენების, ზოგადი ნარკოზისა და ნევროლოგიური დარღვევების დროს.

- როგორია ფილტვის აბსცესის კლინიკური სურათი?

- გამოყოფენ ფილტვის აბსცესის მიმდინარეობის ორ პერიოდს. პირველი, აბსცესის ფორმირების პერიოდი, 10-12 დღეს გრძელდება. ამ დროს ავადმყოფი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის სისუსტეს, უმადობას, ამცივნებს, აქვს მშრალი ან მცირენახველიანი ხველა, სტკივა გულმკერდი.

თავდაპირველად ტემპერატურა არ არის მაღალი, შემდგომ კი შესაძლოა საკმაოდ მოიმატოს. ავადმყოფს აწუხებს ქოშინი. ზოგჯერ ნეკნთაშუა არე შეხებისას მტკივნეულია და გულმკერდის დაზიანებული მხარე სუნთქვაში ჩამორჩება. ჩირქგროვის ბრონქებში გარღვევით იწყება დაავადების II პერიოდი. ავადმყოფი ერთბაშად გამოყოფს დიდი ოდენობით სუნიან ნახველს (სავსე პირის სიმპტომი).

ნახველი ჩირქიანია, ზოგჯერ - სისხლნარევიც, და დღე-ღამეში შესაძლოა 200 მლ-დან 1-2 ლ-მდეც კი მოგროვდეს. ნახველის გამოყოფის შემდეგ ტემპერატურა იწევს, ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს, ინტოქსიკაციის მოვლენები სუსტდება.

მწვავე აბსცესი უმეტესად პნევმოსკლეროზის ჩამოყალიბებით სრულდება, რაც, ფაქტობრივად, განკურნებაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, გართულდეს პლევრული გამონაჟონით, განვითარდეს ემპიემა, პიოპნევმოთორაქსი, სისხლდენა ფილტვებიდან, ფილტვებში გაჩნდეს ახალი აბსცესური კერები, აბსცესის მეტასტაზები ჩამოყალიბდეს თავის ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.

რაც შეეხება ფილტვების ქრონიკულ აბსცესს, ამ დროს ავადმყოფი უჩივის ხველას უხვი ჩირქოვანი, ხშირად სუნიანი ნახველით, რომელსაც ზოგჯერ სისხლიც აქვს შერეული, აწუხებს ქოშინი, თითები იღებს კომბლის, ფრჩხილები - საათის მინის მოყვანილობას. ცალკეულ ავადმყოფებს (შაქრიანი დიაბეტით, კუჭის კიბოთი დაავადებულებს) იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვის ქსოვილის დიდი უბანი უჩირქდებათ.

ორგანიზმი ამას ვერ უმკლავდება და პათოლოგიური პროცესი დიფუზურ ხასიათს იღებს. ვითარდება ფილტვის განგრენა, რომელიც ძლიერი ინტოქსიკაციური გამოვლინებებით მიმდინარეობს. ამ დროს ავადმყოფი გამოყოფს დიდი ოდენობით მყრალ ნახველს. ფილტვის განგრენა მძიმე დაავადებაა, პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.

- როგორ მკურნალობენ ფილტვის აბსცესს?

- ინიშნება ანტიბიოტიკები. 3-7 დღეში ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა დაბლა იწევს. 9-10 დღეში ნახველს სუნი უქრება. მკურნალობა რამდენიმე კვირიდან 2-4 თვემდეც კი გრძელდება. ამ პერიოდში სასურველია რენტგენოლოგიური კონტროლი.

თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა, განვითარდა ძლიერი სისხლდენა, ბრონქების ობსტრუქცია, - ხორციელდება ოპერაციული ჩარევა. ფილტვების აბსცესის პროფილაქტიკა გულისხმობს ასპირაციის თავიდან აცილებას, პნევმონიის დროულ მკურნალობას და სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიას რეციდივებისგან თავის დასაზღვევად.