როცა ცოლი ორსულადაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ცოლი ორსულადაა

მამაკაცი მოუთმენლად ელის პატარას დაბადებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მისი პირველი შვილია, თუმცა ერთგვარი შიშიც უჩნდება, რომ ცოლი მთელ ყურადღებას ბავშვზე გადაიტანს, თვითონ კი გარიყული დარჩება. ამან შესაძლოა გააღიზიანოს, გაუღვიძოს სხვა ქალებთან გართობის და თავისუფალი დროის სახლის გარეთ გატარების სურვილი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ქალი საყრდენის გარეშე რჩება. ეს მაშინ, როდესაც ისე სჭირდება თანადგომა, როგორც არასდროს - ბავშვის დაბადება ხომ მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ ქალის მთელი დრო და ენერგია ბავშვის მოვლას ხმარდება. მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მეუღლეს ახლა მასზე მეტად უჭირს: ქალმა იმშობიარა, მისმა ორგანიზმმა უდიდესი ცვლილებები განიცადა, ბავშვის მოვლა მისგან კოლოსალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოითხოვს... ამიტომ ქალს ქმრის თანადგომა სჭირდება. მეუღლის დახმარება კარგი ქმრის ერთ-ერთი თვისებაა. ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა. ქალი უნდა გრძნობდეს, რომ ქმარი მას ყოველთვის დაეხმარება, რომ შეუძლია, მისი იმედი მუდამ ჰქონდეს. თუმცა ახალგაზრდა დედები ხშირად ვერ აფასებენ მეუღლის მონდომებას და ალერსითა და სინაზით ვერ პასუხობენ. ეს შესაძლოა გაყრის მიზეზად იქცეს, რადგან მამაკაცს ხშირად არ ესმის, რომ ცოლის გულგრილობა სინამდვილეში გადაღლილობის, ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის ბრალია. ამ დროს ოჯახში იშვიათი არ არის კონფლიქტი. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცმა თავი ხელში უნდა აიყვანოს და შეძლოს მხარდაჭერა, რაც ძალიან სჭირდება ახალგაზრდა დედას. როცა ბავშვი წამოიზრდება და ამდენი ზრუნვა აღარ დასჭირდება, ქალიც მეტ ყურადღებას დაუთმობს მეუღლეს, ისევ განიმსჭვალება მის მიმართ სინაზითა და სიყვარულით, თუნდაც იმიტომ, რომ მძიმე დღეებში ქმარი მუდამ გვერდით ედგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოა. ბედნიერი ოჯახი რომ შევქმნათ, უნდა ვისწავლოთ რთული პერიოდების ერთად გავლა. ოჯახური სირთულეების გადალახვა, საკუთარ თავსა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობა. ეს ძლიერი და ბრძენი ადამიანების ხვედრია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, იამაყონ საკუთარი თავით და გარშემო მყოფების პატივისცემაც დაიმსახურონ.