როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევით გამოწვეულ დისკომფორტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევით გამოწვეულ დისკომფორტს

ადამიანს, რომელმაც წინა დღეს ბევრი დალია, შეიძლება აწუხებდეს:* ნაბახუსევის სინდრომი, რომელიც ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა ალკოჰოლით მოწამვლისას;* აბსტინენციური სინდრომი, რომელიც ალკოჰოლზე ქიმიურად დამოკიდებული ადამიანის (მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლდამოკიდებულის) რეაქციაა მისთვის აუცილებელი ნარკოტიკის, ეთანოლის, არარსებობის დროს.

ნაბახუსევის სიმპტომები და გადაბმული სმის შედეგად განვითარებული მოვლენები ერთმანეთს ჰგავს და გამოიხატება მოთენთილობით, რომელსაც თან ახლავს მტანჯველი თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, პირის სიმშრალე, დეპრესიული მდგომარეობა და სხვა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიდგომა სხვადასხვანაირი უნდა იყოს.

საჭიროა თუ არა ნაბახუსევზე გამოსვლა მათთვის, ვინც იშვიათად და ცოტას სვამს?

თუ მხოლოდ ნაბახუსევის სინდრომი აღინიშნება, რაც, სამედიცინო თვალთახედვით, სხვა არაფერია, თუ არა გახანგრძლივებული და არამწვავე ხასიათის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოხატულება, მაშინ ალკოჰოლის მინიმალური რაოდენობით შემდგომი მიღება უსარგებლოა. ანესთეზიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის აუცილებელია სისხლში ეთანოლის მკაცრად განსაზღვრული მნიშვნელოვანი დოზა, თუმცა ამის გამო გარკვეული კონცენტრაციით ალკოჰოლის ორგანიზმში შენარჩუნება აზრს მოკლებულია.

რატომ?

1. სუფრის მსვლელობისა და ძლიერი თრობით გამოწვეული მოუსვენარი ღამის შემდეგ ორგანიზმში ალკოჰოლის იმდენი ტოქსიკური მეტაბოლიტი (უპირველესად - აცეტალდეჰიდი) გროვდება, რომ ალკოჰოლის ახალი დოზა უბრალოდ ვერ შეძლებს, ნარკოტიკული ზემოქმედებით შენიღბოს ამ მოწამვლის კლინიკური ნიშნები.

2. თავად ალკოჰოლი იქნება დამატებითი ტოქსინი და ტვირთი გაწამებული ღვიძლისთვის. ეთილის სპირტის დაშლა და უვნებელყოფა ძლიერ ვნებს მოწამვლის საწინააღმდეგო მექანიზმებს უჯრედულ დონეზე.

3. შეიძლება თუ არა ნაბახუსევზე ალკოჰოლის საშუალებით გამოსვლა, თვალნათლივ ჩანს არამსმელი ადამიანის რეაქციაზე: საიდუმლო არ არის, რომ ძლიერი თრობის შემდეგ, დილით, ალკოჰოლის დანახვასა და სუნზე ასეთ ადამიანს გული ერევა, რითაც ორგანიზმი არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რა არის მისთვის ნამდვილი შხამი.

ნაბახუსევის სინდრომი ალკოჰოლდამოკიდებულებთან

საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა, როცა ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელი ითხოვს ნაბახუსევიდან სასმლით გამოსვლას. ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მოხმარების შედეგად ადამიანს უყალიბდება ფიზიკური ალკოჰოლური დამოკიდებულება, ანუ ალკოჰოლი ერწყმის ორგანიზმში მიმდინარე ცვლის პროცესების ბიოქიმიას, ამიტომ მისი არარსებობისას ეს პროცესები ირღვევა. სწორედ ეს განაპირობებს ალკოჰოლური აბსტინენციის ყველაზე მძიმე სიმპტომებს. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ, თუ სასმელს არ მივაწვდით, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი არ მოკვდება, მაგრამ ტანჯვა, რომელსაც ის განიცდის, მართლაც ძალიან ძლიერია და მისი უყურადღებოდ დატოვება არაჰუმანურია. თუმცა არც დათმობა და მოთხოვნისთანავე ალკოჰოლის მიცემაა გამოსავალი. საქმე ის არის, რომ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანი არ გაჩერდება ალკოჰოლის მცირე, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დოზაზე (რომელიც საკმარისია ცვლის პროცესების აღსადგენად) - ის განაგრძობს სმას, რადგან ალკოჰოლიზმის ერთ-ერთი ნიშანი სასმელზე რაოდენობრივი კონტროლის დაკარგვაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სმის დაწყების შემდეგ ალკოჰოლის ქრონიკულ მომხმარებელს დამუხრუჭება არ შეუძლია.

როგორ ჯობს ნაბახუსევის სინდრომთან ბრძოლა?

ჩვეულებრივი ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რითი გამოვა ნაბახუსევიდან. ალკოჰოლი საქმეს ვერ შველის - ის კი არ ხსნის ალკოჰოლურ მოწამვლას, არამედ აღრმავებს მას. იქ კი, სადაც საქმე ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს ეხება, უნდა ვაღიაროთ, რომ ცოტაოდენმა ალკოჰოლმა შეიძლება მართლაც გამოუკეთოს მდგომარეობა, მაგრამ ძალიან მოკლე ხნით (ერთ საათამდე), ხოლო თუ მუდმივად მივაწვდით ალკოჰოლს, პროცესი ნაბახუსევიდან გაუთავებელ ლოთობაში გადაიზრდება.