რა არის სასარგებლო პოტენციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის სასარგებლო პოტენციისთვის

უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს: ხორცს, რძეს, მაწონს, კეფირს, კვერცხს. ყველაზე ცნობილი აფროდიზიაკებია კრევეტები, მიდიები, კალმარები, ხამანწკები და ზღვის სხვა დელიკატესები. ისინი ხელს უწყობენ სქესობრივი ლტოლვის გაძლერებასა და ერექციის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, უნდა დავემშვიდობოთ სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრების ჩვევას. ასეთ დაწესებულებებში საკვები მაღალკალორიულია, ცხიმითა და შაქრით გაჯერებული, სასარგებლო ნივთიერებებით ღარიბი. მავნე გაზიანი სასმელების ნაცვლად სვით ჩვეულებრივი წყალი. ყავის მოყვარულებსაც ურჩევნიათ, ზომიერად სვან ეს სასმელი, რადგან მისმა სიჭარბემ შესაძლოა არა მარტო პოტენციას, არამედ მთელ ორგანიზმს ავნოს.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა

სპორტი მამაკაცის ჰორმონის გამომუშავების შესანიშნავი სტიმულატორია. ძალიან კარგია სირბილი. ამ აერობულ დატვირთვას შეუძლია გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა, მოაწესრიგოს სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში და, კერძოდ, მცირე მენჯის მიდამოშიც. და არამხოლოდ სირბილს - ყოველგვარი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სასქესო ორგანოებთან სისხლის მიდენას. ერთადერთი სპორტი, რომლით გატაცებასაც მამაკაცებს არ ვურჩევთ, ველოსპორტია.

ჯანსაღი ფსიქიკა

არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონია. შინ თუ გარეთ, პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში ხშირმა სტრესმა, ნერვულმა დაძაბულობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს თავისა და ზურგის ტვინიდან სასქესო ასომდე აღგზნების სიგნალის მიღწევას. თუ პრობლემა იმდენად რთული არ არის, რომ სპეციალისტის (ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის) ჩარევას მოითხოვდეს, სავსებით შესაძლებელია, საკმარისი აღმოჩნდეს დამამშვიდებელი მუსიკის თანხლებით მედიტაცია. ჩართეთ წყნარი მუსიკა, მოხერხებულად წამოწექით და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ. განტვირთვის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა მასაჟი. ათი სეანსი დიდ სარგებლობას მოუტანს ორგანიზმს და გააუმჯობესებს საჭირო ორგანოებისკენ სისხლის მიდენას. დაბოლოს, თუ გსურთ, სიბერემდე შეინარჩუნოთ მამაკაცური პოტენცია, დაივიწყეთ მავნე ჩვევები: თამბაქოს წევა და ალკოჰოლის უზომო სმა.