რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
წვერი - ინფექციის კერა
წვერი - ინფექციის კერა
მედიკოსები წვერზე, როგორც ინფექციის კერაზე, უარის თქმას გვირჩევენ. წვერი უკანასკნელი სეზონების მოდური ტრენდია, მაგრამ ექიმების აზრით, იგი მეტისმეტად არაჰიგიენურია და მას ბაქტერიულ ღრუბელსაც კი ადარებენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, წვერში შეიძლება იმალებოდეს და ვრცელდებოდეს უამრავი ბაქტერია. ამ პირობებში იზრდება
You must have Flash Player installed in order to see this player.
კანის ინფექციების განვითარებისა და გავრცელების რისკი. რაც უფრო ხშირია წვერი, მით მეტი ბაქტერია იყრის მასში თავს, განსაკუთრებით ნესტოების და პირის ირგვლივ მიდამოში. ჭუჭყი ხელებიდან ადვილად ხვდება წვერზე, შემდეგ პირში. განსაკუთრებით საშიშია რძის პროდუქტები, რომლის ნაწილაკები "იჩხირება" წვერში.

თუ ადამიანს სურდო აქვს, ყველა ბაქტერია წვერზე ხვდება. როგორც ანალიზმა აჩვენა, წვერში ხშირად სტაფილოკოკი მრავლდება. ექსპერტები წვერის რეგულარულად დაბანასა და გაკრეჭას გვირჩევენ.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 20-12-2016
irakli
ვაი თქვენს პატრონს უბედურს! წვერი ქონდათ ქართველებს 20 საუკუნუმდე სანამ გააწითლებდნენ საქარველოს და აღარ გვეშვებიან ეს წითლების შთამომავლები, ჯიშში აქვთ გადაგვარების სინდორმი. ვისაც რა უნდა ის ატაროს, რა თქვენი საქმეა
თარიღი : 19-12-2016
ამაოდ ნუ ფილოსოფოსობთ
წვერი საჭირო რომ არ ყოფილიყო, კაცთა მოდგმის გამჩენი, ქალისგან განსხვავებით მამაკაცს წვერს არ "მისცემდა".
თარიღი : 17-12-2016
გალაკტიონ 2-ე
გაუნათლებობის,არასოციალურობის,სიმხეცის და სიბინძურის ერთ-ერთი გამოვლინებათაგანიია,განსაკუთრებით კიდევ ერთხელ უწიგნურობის.მწერლები და პოეტები,მეცნიერები რომლებიც ატარებდენ იყო ერთეული გამონაკლისები.ამათმო უშვეს და გონიათ თავში ტვინი მოემატებათ.კიდე ხშირად ამას ატარებენ პარტნიორი ქალის თხოვნით,რაც მათზე ქალთა დომინაციის ნიშანია და კაცზე რომ ქალი თუნდაც არაპირდაპირ,სიმბოლურად დომინირებს რა კაციც არის მოგეხსენებათ..მე მომიტევეთ ჩემი სუბიექტური მიდგომისთვის ლაჩრების ეპოქაში.მადლობთ
თარიღი : 22-11-2016
გოგა
წვერი რომ ტვინს არ იცავს მზისგან ან როგორ უნდა დაიცვას თავდაყირა თუ ივლით :)) არც-ერთსემთხვევაში ეს უნდა იცოდეთ..!! და რა თქმა უნდა არაჰიგიენურია ..ახალგაზრდა მამაკაცებს კი ურჩევდი გაიპარსონ წვერი და კაცობა სხვა საქმით ამტკიცონ !!
თარიღი : 18-06-2016
ruma
დადიან თბილისში წვერდაუბანელები და ყარან სიბინძურისგან! საიდა შემოიღეს ეს სისულელე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები ქალებზე მეტ სიგარეტს ეწევიან და ალკოჰოლსაც ჭარბად მოიხმარენ. ამასთანავე, დაავადების პროფილაქტიკასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ცოლებისაზე რამდენადმე მცირეა.
ბევრი კლინიკა ისურვებდა ექიმი ჰაუსის დონის პროფესიონალ კადრებს. მის მიერ დასმული დიაგნოზები ზედმიწევნით სიზუსტით გამოირჩევა. სერიალში დაავადებები და მისი მკურნალობის გზები დეტალურად არის განხილული. ექიმებისთვის ჰაუსი მასწავლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ჩვენ კი გთავაზობთ ყველაზე უცნაურ დაავადებებს, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ.
ოქროთი მოწამვლა
მამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სერიოზული ტესტის ჩატარების შემდეგ აღმონდა, რომ მას ცოლი ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა.
რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლის სიმპოტოებია ძვლის ტვინის დეპრესია, სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ოქროთი მოწამვლა არც ისე იშვიათია. ის შეიძლება მოხდეს ინდუსტრიული აფეთქების, ჰაერის ან წყლის ძლიერი დაბინძურების დროს.
ბუბონის ჭირი
ერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა. ის მთელი ქილა ძილის აბების დალევის შემდეგადაც ვერ იძინებს. შემდეგ ეტაპზე კი რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები შეექმნა. პაციენტს ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. ექიმმა ჰაუსმა კი გაარკვია, რომ დაავადებულს კავშირი ქონდა ძაღლთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუბონის ჭირის მატარებელი რწყილები ყავდა. მისი ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა.
დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ყავთ. სიმპოტომებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".
რეალურ ცხოვრებაში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება მკვდარ და რწყილიან ცხოველებთან მორიდებაა.
ძილის დაავადება
სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია და მას გამუდმებით ეძინება. თავდაპირველად, სამედიცინო კოლექტივი დიაგნოზად სიმსინვეს განიხილავდა, თუმცა ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ძილის დაავადება ქონდა.
ეს არის ადამიანის ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი–ტრიპანოსომები. გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. დაავადებამ სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაავადებულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ძილის დაავადება უმეტესად აფრიკულ ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. თუმცა ის კონტინენტის ვიზიტორებსაც შეიძლება შეხვდეთ.
რეალურ ცხოვრებაში დაავადებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ბუზებისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია, რომ კონტინეტზე სტუმრობისას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისურები ატაროთ.
ტვინის წითელა
სერიალში გვხვდება სპორტსმენი, რომელიც სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის. პარალელურად, ის ღამის მოჩვენებებით იტანჯება და აზროვნებაც დაუქვეითდა. კითხვაზე, რომ დაესახელებინა ცხოველი, რომლის სახელიც პ-ზე იწყებოდა, მან მხოლოდ პატარა სპილოს მოფიქრება შეძლო. ექიმმა ჰაუსმა ახალგაზრდის ისტორია გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ის ნაშვილები იყო. შესაბამისად დაასკვნა, რომ მას საჭირო ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა და დიაგნოზი - ტვინის წითელა დასვა.
რეალურ ცხოვრებაში დაავადება მეტად იშვიათია. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ადეკვატური იმუნიზაციაა.

ამ და სხვა საინტერესო დიაგნოზების სანახავად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.

საოფისე დრეს-კოდისგან თავისუფალ მამაკაცთა გარდერობის ძირითადი დეტალები ასეთია:

ქეჟუალი - შეუძლებელია, რომელიმე მამაკაცის გარდერობში ჯინსი არ მოიპოვებოდეს, რადგან დიდი ხანია, სპეცტანსაცმლიდან ის უნივერსალურ სამოსად იქცა. ჯინსის ჩაცმა ყველა სიტუაციაში შესაძლებელია, ამიტომ საბაზისო გარდერობის შექმნა, სჯობს, ჯინსით დაიწყოთ.

თანამედროვე მამაკაცთა უმრავლესობა ითვ­ა­ლისწინებს მსოფლიო მოდის ტენდენციებს. მამაკაცის მოდა პრაქტიკულობითა და უტილიტარობით არსებითად განსხვავებულია.

მსოფლიოს მოდის ტენდენციებს წამყვანი ბრენდები კარნახობენ: Dolce & Gabbana, Calvin Klein, Alexandr McQueen და სხვა მრავალი ვარსკვლავური სახელი თითქმის ყველასთვის ცნობილია. მსხვილი სამოდელო სახლების ჩვენებებმა მამაკაცის ტანსაცმლის ამ სეზონის ტენდენციები გამოავლინეს.

ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

შუახნის ასაკის კრიზისი, სტატისტიკურად, 30 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს აწუხებს. ეს მდგომარეობა ხშირად არა მარტო მამაკაცზე, მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.