შეგწევთ თუ არა უნარი, გაიმარჯვოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეგწევთ თუ არა უნარი, გაიმარჯვოთ?

4. მიმაჩნია, რომ ბანქოში მოგება უპირველეს ყოვლისა იღბალზეა დამოკიდებული.

5. არ მომწონს უემოციო და უგრძნობი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი წარუმატებლობა არ ადარდებთ.

6. მჯერა, რომ თუ პირველ ცდაზე არაფერი გამოვიდა, მეორედ ან მესამედ აუცილებლად გამოვა.

7. დაუოკებელი სურვილი მიპყრობს, წარმოვიდგინო ან დავინახო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი.

8. თუნდაც უკიდურესად მიჭირდეს, ვამბობ: "მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ ვარსებობ!"

9. არასოდეს ვამზადებ საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის. სამაგიეროდ, ყოველთვის სიამოვნებით ვუზიარებ სხვებს მოსალოდნელი წარმატების გეგმებს.

10. როგორც არ უნდა ავღელდე, არასოდეს (ან ძალზე იშვიათად) ვაძლევ თავს სხვისი გალანძღვის უფლებას.

11. დიდი სურვილი მაქვს, ხელი მოვკიდო მეწარმეობას, რათა არ მეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაგრამ არ შემიძლია სამუშაოს მიტოვება და საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა.

12. როდესაც ვიგებ, ყოველთვის მგზნებარედ ვხარობ.

13. წარუმატებლობის შიში ჩემში უფრო ძლიერ განცდას იწვევს, ვიდრე წარმატების იმედი.

14. "პატიოსანი შრომით ვერასოდეს გამოვიმუშავებ იმდენს, რამდენსაც იმსახურებს ჩემი შრომა და შესაძლებლობანი, მაგრამ მაქინაციებს ხომ არ მივყოფ ხელს?!" - ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს.

15. დროდადრო მიპყრობს წინათგრძნობა, რომ ამ საქმის გადადება სარისკოა, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სწრაფ ქმედებას, მერე კი ვნანობ, რომ შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი.

16. კიდევ კარგი, რომ ჯერ სხვებზე უარესად არ ვცხოვრობ...

17. წარუმატებლობა არათუ არ მაკარგვინებს დაწყებული საქმის გაგრძელების სურვილს, პირიქით, ენერგიის მოკრებასა და მობილიზებაშიც კი მეხმარება.

 

პირველ, მე-6, მე-10, მე-17 კითხვებზე "დიახ" პასუხის, ხოლო მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 კითხვებზე "არა" პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ 2 ქულა.

შეაჯამეთ ქულები:

თუ 10 ქულაზე ნაკლები მოაგროვეთ, აქტიურად ეძებთ წარუმატებლობას, თავადვე იზიდავთ უიღბლობას იმით, რომ მთლიანად ბედს ხართ მინდობილი და ნაკლებად ირჯებით მიზნის მისაღწევად, თუმცა თავად შესაძლოა გეგონოთ, რომ "აკეთებთ ყველაფერს, რაც შეგიძლიათ". სინამდვილეში მთელი თქვენი ძალისხმევა საწინააღმდეგო მოტივებთან ბრძოლაში, უსარგებლო ოცნებებსა და სინანულში იხარჯება. თქვენ ცხოვრობთ ან მომავალში, შესაძლო წარმატებით აღფრთოვანებული, მაშინ, როცა რეალური შანსი შეუმჩნევლად გისხლტებათ ხელიდან, ან წარსულში, იმაზე ფიქრით, შეცდომები წარმოსახვაში გამოასწოროთ, "აქ" და "ახლა" კი სირთულეთა გადასალახავად არაფერს აკეთებთ.

თუ დადებითად უპასუხეთ მე-3, მე-8, მე-16 კითხვებს და მოაგროვეთ 11-დან 22 ქულამდე - ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნით, რომელიც ნებისმიერი საზოგადოების საყრდენსა და ხერხემალს წარმოადგენს. თქვენ შესანიშნავი მუშაკი ბრძანდებით, ხელმძღვანელობისადმი ლოიალური, მადლიერი და გულმოდგინე. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ამიტომ ყველგან სასურველი ბრძანდებით. გარშემომყოფთა მიმართ ბოროტი ზრახვები არ გამოძრავებთ, მიუღწეველ მიზნებს არ ისახავთ.

თუ 23 ქულაზე მეტი მოაგროვეთ, თქვენ გამარჯვების უნარი ნამდვილად შეგწევთ. ყოველთვის რეალურ მიზანს ისახავთ და გაცილებით მეტსაც აღწევთ. წარმატებაში შესაძლოა მხოლოდ ობიექტურმა გარემოებებმა შეგიშალოთ ხელი, თუმცა უიღბლო და ხელმოცარული არც მაშინ გეთქმით, წარუმატებლობა და მარცხი უმალვე გამარჯვებით გეცვლებათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა, არაკეთილმოსურნეებიც კი, თქვენს სასარგებლოდ მოქმედებენ. გარშემომყოფებს ეჭვიც კი უჩნდებათ, რომ მოწინააღმდეგეებიც მოსყიდული და გადმობირებული გყავთ. ცხადია, ასე არ არის; უბრალოდ, თქვენ არასოდეს კარგავთ დროს ფუჭად და ყოველთვის გონივრულად იყენებთ ორიგინალურ გზებს გამარჯვებისთვის.