სასარგებლო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო რჩევები

* ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ და გაართოთ, რათა განგაშის შეგრძნება არ დაეუფლოს - ეს მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს.

* გადახადეთ მძიმე საბანი, გაათავისუფლეთ მჭიდრო და მოჭერილი ტანსაცმლისგან.

* გაუღეთ სარკმელი და საშუალება მიეცით, სუფთა ჰაერით ისუნთქოს.

* თუ შინ ჟანგბადის ბალიში გაქვთ, შეგიძლიათ ჩაუტაროთ დატენიანებული ჟანგბადის ინჰალაცია.

* თუ ქოშინი არც ისე ძლიერია, ფეხები თბილ წყალში ჩააყოფინეთ ან ქვედა კიდურებზე სათბურები დაადეთ. შეგიძლიათ, თბილ წყალში ხელებიც ჩააყოფინოთ.

ქოშინის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდგომ აუცილებელია, განსაზღვრულ რეკომენდაციებს პაციენტის მომვლელიც გაეცნოს.

ქრონიკული ქოშინი

როდესაც ქოშინი ქრონიკული ხასიათისაა, უკავშირდება ქრონიკულ ბრონქიტს ან ფილტვის ემფიზემას:

* მწეველებმა აუცილებლად უნდა დაანებონ თავი თამბაქოს წევას, რადგან თამბაქოს კვამლი ქოშინს აპროვოცირებს.

* გაესაუბრეთ ექიმს, რათა იგი პრეპარატებითა და სხვადასხვა პროგრამით თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაგეხმაროთ.

* მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, თავი არიდეთ მტვერს, კვამლს და მკვეთრ არომატებს.

* მეტი ხანი დაუთმეთ დასვენებას, თავი ფორმაში მოიყვანეთ. ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის პირობებში ქოშინის შესამცირებლად აუცილებელია გულისა და ფილტვების გაკაჟება. შეგიძლიათ დაიწყოთ ჩქარი სიარულით, დღეში ერთხელ, 20 წუთი მაინც უნდა ივარჯიშოთ.

* ისწავლეთ მუცლით სუნთქვა. დიაფრაგმის მონაწილეობით სუნთქვისას ფილტვების ფუნქცია იზრდება. ამისათვის ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ, თან თვალყური ადევნეთ, რომ სუნთქვისას მუცელი მოძრაობდეს და არა გულმკერდის ზედა ნაწილი. ამგვარად ჩასუნთქული ჰაერი უფრო ადვილად ავსებს ფილტვებს და მის ქვედა წილებს.

* უფრთხილდით გაციებას და გრიპოზულ ინფექციებს.

* რეკომენდებულია, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტის მეთვალყურეობით გაიაროთ სუნთქვითი ვარჯიშების კურსი.

* სასარგებლოა ფიზიოთერაპიული პროცედურებიც.

* ექიმის რჩევით, ყოველთვის უნდა გქონდეთ შინ ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელთაც ინფექციის დართვის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად მიიღებთ.

ალერგიული ქოშინი

თუ ქოშინი ალერგიულ დაავადებებს, მაგალითად, ბრონქულ ასთმას უკავშირდება:

* აუცილებელია ალერგენთან კონტაქტის დაუყოვნებლივ გაწყვეტა;

* ქოშინისას იმ ინჰალატორის ან პრეპარატის გამოყენება, რომელიც შეტევამდე დანიშნა ექიმმა;

* თუ ქოშინს ნახველის გამოყოფის გაძნელებაც ერთვის, აუცილებელია სწრაფად მოქმედი ამოსახველებელი პრეპარატის გამოყენება.

მიმართეთ ექიმს, როდესაც:

* გაქვთ ჰაერის უკმარისობა, რომლის კომპენსირებაც სუნთქვის სიხშირის გაზრდით ვერ ხერხდება.

* ქოშინთან ერთად თავი იჩინა გულმკერდის ტკივილმა, ქვედა კიდურების, მუხლის სახსრისა და ტერფების შეშუპებამ.

* ქოშინს ერთვის ხვრინვა, სუნთქვის გახშირება ან ნახველიანი ხველა.