საზაფხულო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო რჩევები

რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო? მინდა, დაბრუნებისას კარგად გამოვიყურებოდე. ნინი, 24 წლის.

ზაფხული ყველაზე მშვენიერი ხანაა, როცა გვსურს, დავივიწყოთ ყველა საზრუნავი და მთელი არსებით მივეცეთ ამ სეზონის მიერ ნაჩუქარ ყველა სიამოვნებას. ამასთანავე, ეს ის დროა, როცა შილიფად ჩაცმა გვიწევს, ამიტომ საჭიროა, სხეულის თითოეული კვადრატული სანტიმეტრი მოვლილი იყოს.

ყველა ქალი საგანგებოდ ემზადება ზაფხულისთვის, არჩევს სამოსს, აქსესუარებს, ვარცხნილობას, აკონტროლებს წონას, უვლის სხეულს, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს ყველა არ ითვალისწინებს. მზე, ჰაერი და წყალი ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან. რაც უფრო შორს ვართ ხმაურიანი მეგაპოლისისგან, მით უფრო სუფთაა წყალი და ჰაერი, მაგრამ მზის აქტივობა უცვლელი რჩება, ზღვის წყალი კი სხვადასხვა მინარევსაც შეიცავს. ასე რომ, კანსა და თმაზე განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ.

გაუფრთხილდით დეკოლტეს!

ნარუჯი ლამაზია მაშინ, როცა თან არ ახლავს დამწვარი კანი და მტკივნეული შეგრძნებები. მზეზე გარუჯვისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემები, გარუჯვის შემდეგ კი კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი სპეციალური საშუალებები.

ხელები მაღლა!

დაცხება თუ არა, თავს იჩენს სერიოზული პრობლემა - ოფლის სუნი. ოფლის გამოყოფა ზაფხულში განსაკუთრებით ძლიერდება. დილა-საღამოს შხაპი რომ აუცილებელია, ამაზე საუბარიც ზედმეტია. გარდა ამისა, გამოიყენეთ დეზოდორანტები. ყურადღება მიაქციეთ ეპილაციას - თმიანი საფარველი უფრო მძაფრ სუნს აჩენს. არსებობს სპეციალური დეზოდორანტები, რომლებიც ანელებს თმის ზრდის პროცესს.

ქვედა სართული

პილინგის დროს ხშირად გვავიწყდება ტერფები. არ დაგავიწყდეთ მათი დამუშავება. ამისთვის ზღვის მარილიც შესანიშნავია. მაგრამ თუ ეპილაციას არ გაიკეთებთ, ყველაზე ნატიფი პედიკურიც კი ვერ გიშველით!

დაიცავით უკანა ნაწილი!

მზისაგან დამცავი კრემის წასმისას ნუ დაივიწყებთ საჯდომის კანს - ის მზეზე ყველაზე სწრაფად იწვება! გარუჯვის შემდეგ კი აუცილებლად წაისვით დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემი.

იდაყვის გრძნობა

იდაყვები არანაკლებ უსიამოვნებას გვაყენებს: მათი კანი მშრალი, მუქი და ულამაზოა, ზოგჯერ იქერცლება კიდეც... უმჯობესი იქნება, იდაყვები ამ მდგომარეობამდე არ მივიყვანოთ, მაგრამ თუ პრობლემები წარმოიშვა, ისარგებლეთ მარტივი რეცეპტებით: იდაყვები ჩაყავით ლიმონის "ფინჯნებში", ხოლო დასარბილებლად გამოიყენეთ ცხელი ადგილობრივი აბაზანები - ზეითუნის ზეთს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

იზრუნეთ თმაზე

ზაფხულის დასაწყისიდანვე იზრუნეთ თმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მზისა და ზღვის წყლისგან დაზიანებული თმა შემოდგომაზე შესაჭრელი გაგიხდებათ. ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად მზისგან დამცავი ფაქტორის შემცველი უნდა გამოიყენოთ, ბალზამიც ასეთივე უნდა იხმაროთ და თმისთვის განკუთვნილი ყველა დანარჩენი საშუალებაც (ფიქსატორი, ლაქი).

რამდენიმე საგულისხმო რჩევა

  • ეცადეთ, მზეზე თავშიშველი არ გაჩერდეთ. წაიკარით ხილაბანდი, დაიხურეთ პანამა ან ჭილის ქუდი.
  • ნუ იბანავებთ ზღვაში თმაგაშლილი - თმა შეიკარით და სარჭით დაიმაგრეთ.
  • ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თმაზე სუფთა წყალი.

ნარუჯს + მაკიაჟი

ლამაზი ნამზეური, მით უმეტეს ზაფხულში, იშვიათი არ არის. პირიქითაც კია - თეთრად მოქათქათე კანს ქუჩაში აქა-იქ თუ მოჰკრავთ თვალს. ბევრი გარუჯულ კანზე მაკიაჟს არ იკეთებს - მზემ ხომ ისედაც უშურველად შეამკო "ბრინჯაოთი", თუმცა ზოგჯერ ვითარება მაინც მოითხოვს თუნდაც მინიმალურ კოსმეტიკას. ამ შემთხვევაში ისე, როგორც არასდროს, მოგიხდებათ მბზინავი საშუალებები მოციმციმე ეფექტით. აქცენტი თვალებზე უნდა გაკეთდეს. შეგიძლიათ, ფანქარი არც კი წაისვათ, მხოლოდ ჩრდილით ისარგებლოთ. პუდრი კანისფერი ან ოდნავ მუქი უნდა იყოს. ტუჩებზე კი ძალიან თხლად გადაისვით ოქროსფერი ან ბრინჯაოსფერი მოციმციმე საცხი.