მოგზაურის 7 აცრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოგზაურის 7 აცრა

-იღბალს უნდა მივენდოთ, მაგრამ იქ, სადაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, ფორტუნას იმედად ყოფნა არ გამოგვადგება. გარდა იმისა, რომ სამგზავრო აფთიაქი მუდამ თან უნდა ვატაროთ, გამგზავრებამდე ვაქცინაციაც უნდა ჩავიტაროთ, რათა უცხო ქვეყნებში გავრცელებული ინფექციებისგან დაზღვეულნი ვიყოთ.

1. A ჰეპატიტი

ვირუსი გადაეცემა ჭუჭყიანი ხელების, ინფიცირებული წყლის, ამ წყალში გარეცხილი პროდუქტებისა და ჭურჭლის საშუალებით. კუჭიდან ინფექცია ხვდება სისხლში და აღწევს ღვიძლს. თავდაპირველად ადამიანი გრძნობს სისუსტეს, გულისრევას, ჰგონია, რომ უბრალოდ მოიწამლა და ექიმთან მისვლას არ ჩქარობს. იმ დროისთვის, როდესაც ჩნდება ჰეპატიტის ძირითადი სიმპტომი - სიყვითლე, ავადმყოფი გარშემო მყოფთა ინფიცირებასაც ასწრებს. აცრა სასურველია, თუ აფრიკაში ან აზიაში მიემგზავრებით, თანაც არა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენებას, არამედ მთელ ქვეყანაში მოგზაურობას აპირებთ. პირველი დოზა უნდა შეიყვანოთ გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე. მისი მოქმედება ნახევარი წლიდან წელიწად-ნახევრამდე გრძელდება. მეორე დოზა უნდა შეიყვანოთ ნახევარი წლის შემდეგ. ის ა ჰეპატიტისგან 15-20 წლით დაგიცავთ.

2. მენინგოკოკური ინფექცია

ამ აცრის გარეშე არ შეგიშვებენ საუდის არაბეთსა და დიდ ბრიტანეთში. დაავადება გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. იგი იწყება სურდოთი, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას მოგვაგონებს. შემდეგ სურდოს ერთვის ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების შებოჭილობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა. ავადმყოფმა შესაძლოა გონიც კი დაკარგოს. გამგზავრებამდე 2 კვირით ადრე გაკეთებული სულ რაღაც ერთი დოზა და მენინგიტისგან 3-5 წლით დაზღვეული იქნებით.

3. ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ენცეფალიტის გადამტან ტკიპებს შუაგულ ევროპაშიც შეიძლება შეხვდეთ. ტკიპების სამშობლოდ ავსტრია ითვლება, თუმცა შესაძლოა, ჩეხეთიდან და გერმანიიდანაც ჩამოიყოლოთ. ტკიპისმიერი ენცეფალიტის აცრა სასურველია, თუ შვებულების დროს ცენტრალური ევროპის ტყეებში ხეტიალს აპირებთ და აუცილებელია, თუ ვიეტნამში ან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მიბრძანდებით. ორი დოზა ერთთვიანი ინტერვალით შეჰყავთ. თუ ვერ ესწრება, შეიძლება ინტერვალის ორ კვირამდე შემცირებაც. იმისთვის, რომ სრულფასოვანი და ხანგრძლივი - 3-5-წლიანი - იმუნიტეტი მიიღოთ, 9-12 თვის შემდეგ გაიკეთეთ მესამე აცრაც!

4. იაპონური ენცეფალიტი

ამ დაავადებას შეხვდებით იმ რეგიონებში, სადაც ბრინჯი მოჰყავთ, რადგან ვირუსის გადამტანი მოსკიტები ბრინჯის ყანებში მრავლდებიან. უმეტესად ავადდებიან კამპუჩიაში, ვიეტნამში, ლაოსში, ნეპალსა და ჩინეთში. ისე რომ, თუ ამ ქვეყნებში აპირებთ გამგზავრებას, აცრა სასურველია. ვაქცინაციის სტანდარტული გრაფიკი ასეთია: სამი დოზა პირველ, მე-7 და 30-ე დღეს (დაჩქარებული ვაქცინაციის შემთხვევაში - პირველ, მე-7 და მე-14 დღეს). ორი დოზა, შეყვანილი ერთკვირიანი ინტერვალით, დაავადებისგან 80%-ით დაგიცავთ. ვაქცინაცია უნდა დასრულდეს გამგზავრებამდე არა უგვიანეს 10 დღით ადრე.

5. ცოფი

სტატისტიკის თანახმად, ტაილანდში 100-დან 3-4 ძაღლი ცოფით არის დაავადებული. ინფიცირების საფრთხე მაღალია ინდოეთში, ჩინეთში, ვიეტნამსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. ვაქცინა შედგება სამი დოზისგან, რომელთა შეყვანა ხდება შემდეგი გრაფიკით: პირველ, მე-7 და 21-ე (ან 28-ე) დღეს. აცრა უნდა დასრულდეს გამგზავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვით ადრე. იმუნიტეტი 3 წელი ძლებს.

6. მუცლის ტიფი

ინფექციის წყაროა სალმონელა, რომელიც ორგანიზმში დაბინძურებული წყლიდან ან საკვებიდან ხვდება. დაავადებისას კანზე ჩნდება გამონაყარი, ხოლო ნაწლავებში შესაძლოა დაიწყოს სისხლდენა. მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა შედეგს, რადგან სალმონელა ანტიბიოტიკებისადმი უფრო და უფრო გამძლე ხდება. აცრა სასურველია მათთვის, ვინც მიემგზავრება აზიაში ან აფრიკაში, ავსტრალიაში ან წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ვაქცინაცია ერთჯერადია. იმუნიტეტი გამომუშავდება 1-2 კვირაში (აცრილთა 75-90%-ს) და 3-5 წელი ძლებს.

7. ყვითელი ცხელება

ყვითელ ცხელებას იწვევს ვირუსი, რომელიც კოღოს გადააქვს. დაავადების პირველი ნიშნები კბენიდან 3-6 დღის შემდეგ იჩენს თავს. მკურნალობა ხსნის მხოლოდ სიმპტომებს - ცხელებას, თავისა და კუნთების ტკივილს, პირღებინებას, მაგრამ ვირუსს ვერ ანადგურებს. დაავადება იმდენად საშიშია, რომ აცრის საერთაშორისო სერტიფიკატის გარეშე მრავალ ქვეყანაში არ შეგიშვებენ, პირველ რიგში კი ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ფილიპინებზე, ჰაიტიზე, წყნარი ოკეანის კუნძულებზე. აცრა ერთჯერადია. ვაქცინა უმჯობესია შეიყვანოთ გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე (უკიდურეს შემთხვევაში - 7 დღით ადრე). ის დაავადებისაგან 10 წლის განმავლობაში დაგიცავთ. გახსოვდეთ: აცრა აუცილებლად სპეციალიზებულ პროფილაქტიკურ ცენტრში უნდა გაიკეთოთ!