როგორ დავისვენოთ სწორად ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავისვენოთ სწორად ზამთარში

წელიწადის ამ დროს იმატებს ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა, კერძოდ, ძლიერდება თიროქსინის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის) სინთეზი, რაც გამოიხატება უჯრედთა ჟანგვითი რეაქციების ინტენსივობის, სითბოს გამოყოფის მატებით, პულსისა და სუნთქვის გაიშვიათებით, კანის კაპილარების შევიწროებით - ყველაფერი კეთდება ორგანიზმის ზამთრისთვის მოსამზადებლად. თქვენ კი საჰაერო ლაინერით რამდენიმე საათში მზითა და პალმებით სავსე სამოთხეში ამოყოფთ თავს, და იწყება ბრძოლა ჩვეულსა და არსებულს შორის. გარემოს ცვლილებაზე რეაგირებს მთელი ენდოკრინული სისტემა. მისი კასკადური რეაქციის შედეგად ხშირდება სუნთქვა და პულსი, ფართოვდება სისხლძარღვები, ძლიერდება ოფლდენა. ცვლილებები მიმდინარეობს სისხლშიც: იმატებს სისხლის წებვადობა, რის გამოც გულს დიდი დატვირთვით მუშაობა უწევს, მცირდება მინერალების - ქლორის, კალიუმის, ნატრიუმის იონების რაოდენობა - ისინი ოფლთან ერთად ორთქლდება. რასაკვირველია, ყოველივე ეს გავლენას ახდენს განწყობაზე, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ პირველ დღეებში მოსალოდნელი სიამოვნებისა და მოდუნების ნაცვლად გაღიზიანება, თავის ტკივილი, სისუსტე იგრძენით. შესაძლოა, ამ მოვლენებმა 4-5 დღეში გაიაროს, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს. გარდა ამისა, საათობრივი სარტყლის შეცვლა არღვევს დღეღამურ ბიორიტმს, რაც შესაძლოა ავადმყოფური მდგომარეობის - დესინქრონოზის მიზეზად იქცეს. მისთვის დამახასიათებელია ადვილად დაღლა, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება. დესინქრონოზი რომ გადალახოთ, ღამით იძინეთ ჩვეულებრივზე უფრო მეტხანს. რეკომენდებულია დღისით თვალის მოტყუებაც. კიდევ ერთი დამატებითი სინქრონიზატორია საკვების მიღება. რომც არ გშიოდეთ, მაინც მიუჯექით მაგიდას (როგორც ცნობილია, მადა ჭამაში მოდის). ასე ორგანიზმი უფრო სწრაფად გადაერთვება ახალ რეჟიმზე. 1-2 კვირაში ალბათ გადალახავთ დესინქრონოზს, მაგრამ შინ დაბრუნების დროც დადგება, ხოლო უკან დაბრუნებისას კვლავ აკლიმატიზაციის გავლა მოგიწევთ. მოგზაურობა ზამთრიდან ზაფხულში და პირუკუ ანგრევს იმუნურ სისტემას, ასუსტებს ორგანიზმის ძალებს. საადაპტაციო შესაძლებლობები ყველა ჩვენგანს ინდივიდუალური აქვს. ისინი ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ადაპტაციის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია 25-30 წლის ასაკში, ყველაზე დაბალი - ბავშვობაში და 50 წლის შემდეგ, ამიტომ მოხუცები და ბავშვები ასეთი მოგზაურობისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. გაჯანსაღების ნაცვლად მას ზიანი მოაქვს. ინფექცია, როგორც ცნობილია, ყველგან არის, ხოლო დასუსტებული ორგანიზმი მისდამი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ასე რომ, სარტყლის შეცვლიდან მე-4-5 დღეს შესაძლოა პნევმონია, ანგინა ან ოტიტი დაემართოთ. ასეთივე სიურპრიზები მოსალოდნელია უკან დაბრუნების შემდეგაც.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

  • გაკაჟდით, რათა ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობები გაზარდოთ.
  • დასასვენებლად გაემგზავრეთ არა 1-2 კვირით, არამედ 24 დღით. ამ ხნის განმავლობაში მოასწრებთ როგორც აკლიმატიზაციას, ასევე დასვენებასაც.
  • პირველ დღეებში იძინეთ დიდხანს.
  • ადაპტაციის არაჩვეულებრივი ხერხია დღის ძილი.
  • წყალმარილოვანი ცვლის ბალანსის შესანარჩუნებლად გაზარდეთ რაციონში მარილის ოდენობა (თუ ეს თქვენთვის უკუნაჩვენები არ არის). მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მაგრამ არა ეგზოტიკური, არამედ ჩვეული და კარგად ნაცნობი: კომბოსტო, გოგრა, ციტრუსები, ვაშლი, ყურძენი.
  • პლაჟზე დაწექით მხოლოდ საჩრდილობლის ქვეშ. შოკოლადისფერი რუჯი მალე მოგშორდებათ, უსიამოვნო მოგონებები კი დიდხანს გაგყვებათ.
  • ჭარბი ინსოლაცია (მზის სხივების ზემოქმედება) მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ნაადრევ ნაოჭებს, კანის კიბოს.
  • რაც შეეხება ცურვას - იცურეთ, რამდენიც გნებავთ! ზღვა აჯანსაღებს სხეულს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

დაბოლოს: გადადეთ ცხელ ქვეყნებში გამგზავრება იმ დროისთვის, როცა ჩვენთანაც ზაფხულია. ნუ დაივიწყებთ, რომ ზამთარსაც აქვს თავისი ხიბლი. ტყუილად კი არ უთქვამს ხალხს, ყველაფერს თავისი დრო აქვსო...