საშენი მასალები და რადიაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშენი მასალები და რადიაცია

დედამიწაზე არსებობს რადიაციის ბუნებრივი წყაროები, რომლებიც რადიოიზოტოპებს შეიცავს. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია გრანიტსა და თიხამიწაში, სხვადასხვა შემადგენლობის ქვებში, საფრთხის შემცველია თაბაშირი, ჩვეულებრივი და სილიკატური აგური, მინაბოჭკო. გამოსხივების ძლიერი წყაროა ბუნებრივი ქვები, ფოსფორთაბაშირი. საშენ მასალებში შე-საძლოა იყოს ურანი 238, თორიუმი 232, კალიუმი 40 და სხვა რადიონუკლიდები, რომელთა საბოლოო დაშლის პროდუქტსაც წარმოადგენს რადონი 222.

რადონი 222

განურჩევლად იმისა, რომელი დაბინძურებული საშენი მასალითაა ნაგები საცხოვრებელი სახლი, ყველა რადიაქტიური ნივთიერება მაინც იმით არის საშიში, რომ დაშლის შედეგად გამოყოფს რადონ 222-ს - საცხოვრებელ სახლებში გავრცელებულ ყველაზე საშიშ რადიაქტიურ აირს. რადონი მძიმე აირია, რომელიც ძირითადად სარდაფებსა და ნახევრადსარდაფებში გროვდება. ამიტომ არის, რომ კოტეჯებში ბავშვისა და საწოლ ოთახებს ყოველთვის მეორე ან მესამე სართულებზე განათავსებენ. რადონს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოყოფს გრანიტი და დაბინძურებული აგური, თუმცა იგი თავად დედამიწაშიც მოიპოვება. იგი ჰაერზე 7,5-ჯერ მძიმეა, ამიტომ მისი კონცენტრაცია ქვედა სართულებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე მრავალსართულიანი სახლების ზედა სართულებზე. რადონით ადამიანი უმთავრესად დახურულ, გაუნიავებელ შენობებში სხივდება. რადონი შენობაში იჭრება ფუნდამენტში, იატაკსა და კედლებზე გაჩენილი ბზარებიდან და ნაპრალებიდან. მისი ქიმიური შებოჭვა და უტილიზაცია ვერ ხერხდება, რადგან იგი ინერტული აირია. რადონს, გარდა აქტიური გამოყოფისა, დაგროვების უნარიც შესწევს. ქვისა და აგურის სახლებში მისი კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ხისაში - მომწამვლელი აირი მათში ნაკლებად გროვდება. რადონი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება ფილტვებში, იშლება და გამოყოფს ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც თავს ესხმიან ქსოვილებს და იწვევენ ფილტვის მიკროდამწვრობებს. რადონით ხანგრძლივად დასხივების შემთხვევაში რამდენადმე იზრდება ფილტვის სიმსივნის განვითარების ალბათობა. რადონისმიერი გამოსხივება მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოში ფილტვის კიბოს მიზეზებს შორის, ხოლო მწეველ ადამიანებში იგი მეორე ფაქტორია, რომელიც ფილტვის ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს.

როგორ დავიცვათ თავი?

საფრთხესთან ბრძოლის ორი მიმართულება არსებობს:

  1. არ დავუშვათ რადონის მოხვედრა საცხოვრებელ გარემოში;
  2. რაც შეიძლება სწრაფად განვდევნოთ იგი სახლიდან.

დედამიწიდან გამოყოფილი რადონი საცხოვრებელ გარემოში რომ არ მოხვდეს, აუცილებელია, საგულდაგულოდ დაცემენტდეს ფუნდამენტი, იატაკქვეშეთი, ადგილები, რომლებიც უშუალოდ ეხება მიწას. აგურიდან ოთახებში 10-ჯერ ნაკლები რადონი მოხვდება, თუ კედლებს დაფარავთ მკვრივი და ხარისხიანი შპალერით, რომელიც ირეცხება. სამზარეულოში აუცილებელია ნამწვი აირების გამწოვის დამონტაჟება. შენობა ხშირად უნდა განიავდეს - რადონს ისე არაფრისა ეშინია, როგორც ორპირი ქარისა. გრანდიოზული მშენებლობის დაწყების წინ კი უმჯობესია შეიძინოთ პორტატიული დოზიმეტრი, რომელიც რამდენიმე წამში აღმოაჩენს რადიაციულ საფრთხეს იმ საშენ მასალებში, რომელთა შეძენასაც აპირებთ. სჯობს, ყოველივე ეს თავად გააკეთოთ, რადგან თანამედროვე ბაზარზე მოხვედრილი საშენი მასალების ნაწილს წარმოშობისა და რადიაციული უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ გააჩნია.