რატომ გვცივა ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვცივა ზამთარში

თბური დაცვა

დაბალ ტემპერატურაზე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით შეუქცევადი პათოლოგიური პროცესები რომ არ განვითარდეს, ორგანიზმი თბური დაცვის სისტემით არის აღჭურვილი. ეს სისტემა 4 ტიპის თანამიმდევრული თავდაცვითი რეაქციების მეშვეობით საიმედოდ იცავს ორგანიზმს დაბალი ტემპერატურის ნეგატიური გავლენისგან. სხეულის ცენტრალური გათბობა სისხლის მიმოქცევით ხორციელდება, რომელიც სხეულის სიღრმიდან მის ზედაპირს სითბოთი ამარაგებს, ამიტომ თბური დაცვის სისტემაც სწორედ სისხლის მიმოქცევის მეშვეობით ფუნქციობს. I დაცვითი რეაქცია. ტემპერატურის დაქვეითებისას, უპირველეს ყოვლისა, ვიწროვდება კანის სისხლძარღვთა სანათური. შედეგად მცირდება სხეულის ზედაპირისთვის სისხლის მიწოდება, მასთან ერთად კი სითბოს გადაცემაც მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება სხვაობა ორგანიზმისა და გარემოს ტემპერატურას შორის, რაც ამცირებს კანიდან გარემოში სითბოს გაცემას. II დაცვითი რეაქცია. შევიწროებულ სისხლძარღვებში დიამეტრულად იწყება პულსირება. III დაცვითი რეაქცია. მოპულსირე სისხლძარღვებში პულსაცია გადადის სპაზმში, რასაც ამ ზონაში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა მოჰყვება, სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას კი მტკივნეული შეგრძნება, დაბუჟება და მგრძნობელობის დაკარგვა მოსდევს. ამით ორგანიზმი გვამცნობს, რომ სჭირდება გარემოს დაუყოვნებლივ შეცვლა და გაცილებით მაღალი ტემპერატურის არეში გადასვლა, რადგან თუ ეს პროცესი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებზეც გავრცელდა, შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. IV დაცვითი რეაქცია. იწყება პერიფერიული კაპილარების მკვეთრი გაფართოება, რის შედეგადაც მტკივნეული შეგრძნება სუსტდება,  სპაზმი იხსნება და მოყინვის შეგრძნებას ფსევდოკომფორტი და ძილიანობა ცვლის. სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, იწყება მოყინვა. ამ დროს სამედიცინო ჩარევა უკვე აუცილებელია, რადგან მეოთხე დაცვითი რეაქციის განვითარების შემდეგ ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ სპეციალიზებულ პირობებშია შესაძლებელი.

ჩავიცვათ თუ არა?

ბევრს მიაჩნია, რომ სიცივისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაა. ეს მოსაზრება ყოველთვის არ არის მართებული.

წინააღმდეგობა 1.

ადამიანის თბური დაცვის სისტემა მუშაობას იწყებს მაშინ, როდესაც თავს იჩენს განსხვავება გარემოსა და სხეულის ტემპერატურას შორის, ტანსაცმელი კი ამ განსხვავებას გარკვეული ხნით ამცირებს და გარემოს ტემპერატურის ცვლილებაზე დაცვით რეაქციებს ამუხრუჭებს. თბილად ჩაცმული ადამიანის თბური დაცვის მექანიზმი მხოლოდ მაშინ იწყებს მუშაობას, როდესაც სითბოს დანაკარგი უკვე საკმაოდ დიდია. თბილად ჩაცმულ ადამიანს რომ შესცივდება, სითბოს აღსადგენად აქტიურ  მოქმედებაზე გადადის: იწყებს სირბილს, სწრაფად სიარულს. ეს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და საბოლოო ჯამში საპირისპირო ეფეტს იწვევს: წარმოიქმნება თუ არა სითბო, სისხლი მას მაშინვე სხეულის ზედაპირისკენ მიაქანებს და ადამიანიც უფრო ძლიერ სიცივეს გრძნობს.

წინააღმდეგობა 2.

რამდენიმე ხნის შემდეგ სითბოს წარმოქმნა ნორმას უბრუნდება, მაგრამ ორგანიზმის თერმორეგულაცია დეზორიენტირებულია, უჭირს წონასწორობის აღდგენა სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის და აქტიური მოძრაობის შემდეგ თბილი ტანსაცმლის ქვეშ უკვე ჭარბი სითბო იგრძნობა. სამოსი ხელს უშლის მის გაცემას და ორგანიზმიც, რაკი ჭარბი სითბოსგან სხვაგვარად ვერ თავისუფლდება, რთავს მეორე დამცავ მექანიზმს - გაძლიერებულად გამოყოფს ოფლს.

წინააღმდეგობა 3.

ოფლი სხეულის ზედაპირიდან სწრაფად ორთქლდება და ახლა უკვე ტანსაცმლის ქვეშიდან იკარგება სითბო. ზოგიერთი ქსოვილის ტანსაცმელი ოფლს იწოვს და ნესტიანდება, ნესტიანი სამოსი კი 20-ჯერ ძლიერად ატარებს სითბოს. გარდა ამისა, ნესტიან ტანსაცმელს ზამთარში ბევრი დაავადების გამოწვევა და გამწვავება შეუძლია.

 


ალერგია სიცივეზე

ალერგია სიცივეზე სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ესენია:

  • ჭინჭრის ციება. კანზე - ხელებსა და სახეზე - ჩნდება ბუშტუკები, რასაც თან სდევს წვისა და ქავილის შეგრძნება.
  • სიცივისმიერი დერმატიტი - კანი წითლდება და იქერცლება, ზოგჯერ ამას თან ახლავს ქავილის შეგრძნებაც.
  • სიცივისმიერი სურდო - ვლინდება ჩვეულებრივი სურდოს ნიშნებით: ცემინებით, ცხვირის გაჭედვით, მაგრამ, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ალერგიული რინიტი არ ქრება ცხვირის წვეთების გამოყენების შემდეგ.
  • სიცივისმიერი კონიუნქტივიტი - ცივ ჰაერთან ან წყალთან კონტაქტის შემდეგ იწყება ცრემლდენა და თვალების შეშუპება, რასაც ზოგჯერ თან სდევს ქავილი ან თვალში უცხო სხეულის შეგრძნება. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, სიცივისმიერი კონიუნქტივიტის სიმპტომები მხოლოდ სიცივესთან კონტაქტის შემდგომ იჩენს თავს.
  • სიცივისმიერი შაკიკი - სიცივე თავს გატკივებთ. საკმარისია გათბეთ, რომ თავის ტკივილი თავისთავად გაივლის.
  • სიცივისმიერი ქეილიტი, ან მეტეოროლოგიური ქეილიტი - ეს არის ტუჩების ანთება, კანის აქერცვლა, რასაც თან ახლავს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი.

სიცივის ალერგიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა სასუნთქი გზების სიცივისმიერი ალერგია, რომელიც გაცილებით რთულ პათოლოგიად მიიჩნევა, ვლინდება ხველებით, სუნთქვის გაძნელებით, მოგუდვით მიმდინარე ხშირი სპაზმებითა და შეტევებით. სიცივისმიერი ალერგიისადმი განწყობა შესაძლოა მემკვიდრეობითაც გადაეცეს ადამიანს.

როგორ დავიცვათ თავი

სიცივისმიერი ალერგიის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, ალერგიის გამომწვევი ფაქტორის მოცილებას გულისხმობს. მაშასადამე, საკმარისია, სიცივისგან თავი დავიცვათ:

  • ვიყოთ თბილად, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის ჩავიცვათ ხელთათმანები, მოვიხვიოთ შარფი, დავიხუროთ ქუდი. ქუდის დახურვა აუცილებელია - სიცივემ შესაძლოა თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს და თავი აგტკივდეთ.
  • შინიდან გასვლის წინ 1-2 წუთი შეჩერდით სადარბაზოს კართან - ეს ორგანიზმს ცივ ჰაერთან ადაპტირების საშუალებას მისცემს.
  • ქუჩაში ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით, თუ ძლიერ ცივა, ცხვირზე აიფარეთ შარფი, რათა ოდნავ შემთბარი ჰაერით ისუნთქოთ.
  • განსაკუთრებული დაცვა სჭირდება სახის კანსა და ხელებს. აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური დამცავი კრემები - აფთიაქებში მათი ფართო არჩევანია. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ კრემებს სიცივისა და ყინვისგან დამცავი თვისებები ჰქონდეს.

ზამთარში რეკომენდებულია ჰიპოალერგიული კვება, რაც რამდენიმე პროდუქტის აკრძალვას ან შეზღუდვას გულისხმობს. ესენია:

  • შაშხი;
  • კონსერვები;
  • ყავა;
  • შოკოლადი;
  • კაკაო;
  • ციტრუსები;
  • თხილი;
  • კაკალი;
  • სოკო.

ერიდეთ ცივ საკვებსა და სასმელებს. ყოველგვარი სასმელი და საკვები მიიღეთ ოდნავ შემთბარი.

  • ჩაიცვით ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი. განსაკუთრებით კარგია ბამბის ქსოვილი.
  • სულ ოდნავაც რომ დაგისველდეთ, ტანსაცმელი დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ.
  • ხშირად ნუ გამოიყენებთ ცხვირის წვეთებს. მათი ჩაწვეთება ზედიზედ მხოლოდ 3-4 დღე შეიძლება. მუდმივი გამოყენება იწვევს ცხვირის სისხლძარღვების მდგრად გაფართოებას და მუდმივად გაჭედილი ცხვირის სიმპტომს.
  • თუ სიცივეზე ცრემლები წამოგივიდათ ან სურდო დაგეწყოთ, პერიოდულად შეგიძლიათ ცხვირისა და ლოყების თვითმასაჟი ჩაიტაროთ.

სიცივისმიერი ალერგია ხშირად ქრონიკული დაავადებისა და სტრესის ფონზე ვითარდება. წლის ცივ პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება იოლად რომ გადაიტანოთ, გირჩევთ:

  • შეძლებისდაგვარად არიდოთ თავი სტრესულ სიტუაციებს.
  • უქმე დღეებში დაისვენოთ.
  • ერიდოთ განსაკუთრებულ ფიზიკურ აქტივობას. უპირატესობა მიანიჭოთ ზოგადმომამაგრებელ პროცედურებს.
  • მიიღოთ ადაპტოგენები - კვერციტინები. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ციტრუსების ქერქი;
  • ძილის წინ მიიღოთ - თაფლგარეული თბილი რძე;
  • მარწყვისმურაბიანი ჩაი;
  • გულყვითელას, პიტნის ან გვირილის ნახარში.
  • სამკურნალო მცენარეთა ბალზამები ჩაისთან ან რძესთან ერთად;
  • საღამოს, ნავახშმევს, შეიძლება დალიოთ ცოტაოდენი (100 მლ) გლინტვეინი ან პორტვეინი.