იცით თუ არა, რომ... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით თუ არა, რომ...

ფერთა გამა

ადამიანის თვალს საშუალოდ 160 ფერის გარჩევა შეუძლია. მხატვრის გავარჯიშებული თვალი კი 10 000-მდე ფერს არჩევს. აქრომატოფსიით (დალტონიზმის ყველაზე იშვიათი ფორმაა) - ფერთა სრული სიბრმავით - შეპყრობილ ადამიანებს მხოლოდ თეთრი, შავი და ნაცრისფერის გარჩევის უნარი აქვს.

ნაყინი სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

ნაყინი მშვენიერი ანტისტრესია. რძე და ნაღები, რომელსაც ასე უხვად შეიცავს ნაყინი, ამინმჟავა ტრიფტოფანის წყაროა, ეს ამინმჟავა კი ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს გუნება-განწყობას, აწესრიგებს ძილს. ასეთივე თვისება ჰქონია შოკოლადსაც, რომელიც ასე მადისაღმძვრელად ფარავს საყვარელ ნუგბარს. სხვათა შორის, შოკოლადს ტვინზე ნარკოტიკული ეფექტის მოხდენას სდებდნენ ბრალად; გაირკვა, რომ ზოგიერთი ჯიშის კაკაოს მარცვლები მართლაც შეიცავს მარიხუანას კომპონენტების მსგავს ნივთიერებებს.

სიყვარული ოფიციალურად  აღიარეს დაავადებად

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქოლოგიურ დაავადებად აღიარა, რომელსაც საიდენტიფიკაციო ნომერი - F 63.9 მიენიჭა. ჯანმო-ს თანახმად, სიყვარული "ქცევითი და ჩვევის დარღვევაა" და ნომენკლატურაში ალკოჰოლიზმის, გემბლინგის, ტოქსიკოლოგიისა და კლეპტომანიის შემდეგ იკავებს ადგილს. მას ასეთი სიმპტომები ახასიათებს: გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებანი, აკვიატებული აზრები სხვა პიროვნების შესახებ, საკუთარი თავისადმი სიბრალულის გაჩენა, ძილის რეჟიმის არევა, უძილობა ან მომატებული ძილიანობა, გაუცნობიერებელი და გაუაზრებელი საქციელი, აკვიატებული იდეები და სხვა. დაავადების მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 წელია, რაც ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ასე რომ, მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, მარადიული სიყვარული არ არსებობს.

მითხარი, რისი ჭამა გსურს და გეტყვი, რა გტკივა!

ყველა დროის უდიდესი ექიმი ჰიპოკრატე საკვებს წამალს უწოდებდა, ადამიანის ორგანიზმს კი აფთიაქს, რომელშიც მრავლად არის წამალიც და შხამიც. "ყური მიუგდეთ ორგანიზმს, გაიგეთ, რის ჭამას გთხოვთ უხილავი ძალა და მიხვდებით, რომ ეს სიგნალია", - ამბობდა იგი. მაგალითად, ვაშლი უხვად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს; იგი აქვეითებს ქოლესტერინს, ამიტომ მისი შეჭმის შემდეგ ადამიანს სიმსუბუქის, კომფორტის შეგრძნება ეუფლება. ამ შეგრძნებას ყველაზე უკეთ იცნობენ გულით მოავადეები, რადგან ვაშლის შემადგენლობაში შემავალი მინერალები და ამინმჟავები ხელს უწყობს გულის კუნთის რიტმულ მუშაობას. კვერცხის მოყვარულებს არ ჰყოფნით ცხიმი, რომელიც კვერცხის გულშია. ზეთისხილის მოთხოვნილება ორგანიზმში მინერალური მარილების დეფიციტის მანიშნებელია და კიდევ იმისა, რომ დროა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიმოწმოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, თვალის დაუხამხამებლად შეჭამონ მთელი ლიმონი. ჩვენ ეს გმირობად მოგვეჩვენება, სინამდვილეში კი ასეთი საქციელი ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის პრობლემებზე მიანიშნებს. ჩვეულებრივი კომბოსტოსადმი ლტოლვა გვანიშნებს, რომ დროა, ნაწლავებს მივხედოთ.

დაიქანცეთ? ბანანი გიშველით!

ტრენაჟორზე თუ ფიტნესკლუბში თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ სხეულის რომელიმე კუნთის უნებლიე კრუნჩხვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვარჯიში ზედმეტი მოგივიდათ; უბრალოდ, ორგანიზმი განსაზღვრული საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდის. დანაკარგი რომ შეივსოთ, მიირთვით ბანანი და დალიეთ 1 ჭიქა წყალი. ეს სავსებით შეავსებს როგორც დაკარგული სითხის, ისე მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოდევნილი კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტს, ამის კვალობაზე, აღარც კუნთების კრუნჩხვა და სპაზმი შეგაწუხებთ.

გასლოკინებთ? ენის ქვეშ შაქარი დაიდეთ!

ძლიერი სლოკინის შეჩერება შეუძლია სულ პატარა შაქრის ნატეხს ან მწიკვ ფხვნილს, ოღონდ კი არ უნდა წუწნოთ ან გადაყლაპოთ, არამედ ენის ქვეშ დაიდოთ. შაქრის მიერ სლოკინის შეჩერების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შაქრის გრანულები აღიზიანებენ პირის ღრუში არსებულ განსაზღვრულ რეცეპტორებს, რის შედეგადაც იწყება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც სლოკინის გამომწვევ სიგნალებს თრგუნავს.

ყველაზე სასარგებლო კენკრა შავი მოცხარია

იგი ყველა სხვა კენკრაზე მდიდარია მინერალებით, მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და სხვა ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნაერთებით. მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ხელს უწყობს ასაკოვან ადამიანებში მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებას.