ლიმონათი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმონათი

მასში უხვადაა ორგანული მჟავები, მინერალური ნაერთები, ვიტამინები, არომატული ნივთიერებები, ნახშირწყლები და სხვა, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმის წყლის რეჟიმსა და ნივთიერებათა ცვლას. ასეთ ლიმონათებს მატონიზებელი (ტონუსის ამწევი) თვისებებიც ახასიათებს. სამწუხაროდ, ნატურალური ლიმონათი დღესდღეობით იშვიათობაა. ამჟამად მისი წარმოებისას ხშირად იყენებენ ხელოვნურ საღებავებს, შაქრის შემცვლელ დამატკბობლებსა და არომატიზატორებს, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. ამ გზით მიღებული სასმელები ნატურალურ ლიმონათზე გაცილებით იაფია და, ბუნებრივია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე სწორედ მათ უკავიათ უდიდესი ადგილი. შაქრის შემცვლელი დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული სასმელები რეკომენდებულია მხოლოდ დიაბეტიანებისთვის, ჯანმრთელი ადამიანისთვის კი ასეთი დამატკბობლების ხშირი მიღება საზიანოა, ვინაიდან კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციას და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას იწვევს. განსაკუთრებით არასასურველია დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული ლიმონათის მოხმარება ზაფხულში, ვინაიდან ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი, ასპარტამი, 30 0ჩ-სა და მეტ ტემპერატურაზე იშლება და ტოქსიკურ ნივთიერებას - მეთანოლს წარმოქმნის. რაც შეეხება ხელოვნურ საღებავებს, დადასტურებულია, რომ ისინი ბავშვებში იწვევს ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას,  ნევროზებს და ტვინის დისფუნქციასაც კი. თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას რომ არ ავნოთ, ლიმონათის შეძენისას ეცადეთ აირჩიოთ ისეთი ბრენდი, რომელშიც ხელოვნური საღებავები და დამატკბობლები მინიმალურად არის გამოყენებული. ამაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

  • ერიდეთ ხასხასა, არაბუნებრივი, მკვეთრი "ქიმიური" ფერის სასმელებს. ასეთი ფერები მხოლოდ ხელოვნური საღებავებით მიიღება. ნატურალურ სასმელს არასოდეს ექნება ღაჟღაჟა და მყვირალა ფერი.
  • ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა ეტიკეტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს: ასპარტამს, ქსილიტს, საქარინს, ან მასზე მითითებულია დამატკბობელი საკვებდანამატის კოდი (E950-დან E970-მდე), არ შეიძინოთ.

სამწუხაროდ, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ხშირად შემადგენლობა არ აწერია. თუ რომელიმე ბრენდის ლიმონათს რეგულარულად სვამთ, გირჩევთ გაარკვიოთ, შაქარს შეიცავს იგი თუ დამატკბობლებს. ამისთვის ცოტაოდენი ლიმონათი ჭიქაში გადმოასხით და რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. თუ პროდუქტი ნამდვილ შაქარზეა დამზადებული, იგი "დუღილს" დაიწყებს, ამჟავდება, ხელოვნური დამატკბობლები კი ასეთ ეფექტს არ იძლევა.


პელმენის შესახებ

ბევრია უკმაყოფილო მაღაზიებში შეძენილი ასაწონი პელმენებით, იტყობინებიან, რომ პელმენი შეიძინეს, მოხარშეს, მაგრამ  ვერ შეჭამეს, რადგან ხორცს ცუდი სუნი ჰქონდა და  პროდუქტი შეიძლება გაფუჭებული ყოფილიყო. მომხმარებლებს ვურჩევთ:

  • გაყინული პელმენის ან ხინკლის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ წინასწარ დაფასოებულ პროდუქციას, ვინაიდან:

* შეფუთული პროდუქტი დაცულია გადაზიდვისას, მაღაზიაში ან შესყიდვის შემდგომ დაბინძურებისგან;

* შეფუთვაზე მითითებულია გამოშვების თარიღი, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალი პროდუქტი აირჩიოთ;

* შეფუთულ პაკეტში გამორიცხულია ძველი და ახალი პროდუქტის ერთმანეთში არევა.

* გაყინული პელმენი ან ხინკალი ხარშეთ არანაკლებ 10-15 წუთის განმავლობაში (წყლის ადუღების შემდეგ) - ამგვარად საშიში მიკრობების უმეტესობა იღუპება და დაბინძურების შემთხვევაშიც კი დაავადების რისკი მინიმუმამდე მცირდება.

ხორცის ნახევარფაბრიკატები

ნახევარფაბრიკატებს ვეძახით პროდუქტებს, რომელიც "ნახევრად მზადაა", ანუ მოხმარებამდე კიდევ ერთ, საბოლოო დამუშავებას მოითხოვს. სასურსათო ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებულია გატარებული ხორცისგან (ხორცის ფარშისგან) ნახევრად დამზადებული პროდუქტები: მოუხარშავი გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კატლეტები და ხორციანი ბლინები. ამ პროდუქტების მომზადება იოლია, ამიტომ ისინი საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ხორცის ნახევარფაბრიკატებით სარგებლობისას ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ: გატარებული ხორცი იდეალური გარემოა მიკრობების გამრავლებისთვის, ამიტომ ფარში მალე ფუჭდება. გაფუჭების პროცესის შესანელებლად ხშირად ნახევარფაბრიკატებს ღრმად ყინავენ, თუმცა პროდუქტი თვისებებსა და უვნებლობას ინარჩუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში მისი ტემპერატურა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც შეფუთვაზეა მითითებული. სამწუხაროდ, ზოგიერთი მაღაზია ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით ღამით საყინულე მაცივრებს თიშავს. ამრიგად, გაყინული პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა და მათი ხარისხი უარესდება. ასეთი პროდუქტები უფრო მალეც ფუჭდება - დარღვეულ ტემპერატურულ პირობებში შენახვის ვადა ეტიკეტზე მითითებულს აღარ შეესაბამება. ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ: შეიძინეთ ხორცის ნახევარფაბრიკატები მხოლოდ იმ მაღაზიებში, სადაც ღამით მაცივრებს არ თიშავენ! ერთ-ერთი საშუალება იმის გასარკვევად, სწორად ინახებოდა თუ არა პროდუქტი, მისი გარეგანი დათვალიერებაა - თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზეა მიწებებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ერთხელ უკვე გალღვა. ასეთი ნაწარმი არ შეიძინოთ! მიაქციეთ ყურადღება, გაყინული პელმენის ან ხინკლის ზედაპირი დამსკდარი ხომ არ არის - ეს დეფექტი პროდუქტის არასწორი გაყინვისას წარმოიშობა. დამსკდარი პროდუქტი უხარისხოა, იგი მოხარშვისას აუცილებლად დაიშლება.

შენახვა და მოხმარება

სახლში გაყინული ნახევარფაბრიკატები აუცილებლად საყინულეში უნდა შეინახოთ. წაიკითხეთ ეტიკეტზე შენახვის ვადა და მიაქციეთ ყურადღება შენახვის ტემპერატურას. თუ თქვენს საყინულეში ტემპერატურა მითითებულზე მაღალია, შენახვის ვადაც შესაბამისად უნდა შემცირდეს. გაუყინავი ნახევარფაბრიკატები (შესაწვავი კატლეტი ან ბლინი) მაცივარში (0-4 გრადუსზე) 2 დღემდე ინახება, თუ ვაკუუმშეფუთვაშია - 5 დღემდე. გაყინული ფარში ჯობს მაცივრის ქვედა განყოფილებაში გაადნოთ, ვინაიდან მაცივარში იგი 16 საათის განმავლობაში არ გაფუჭდება, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი ფარში 2-3 საათში იწყებს გაფუჭებას. ხორცის ნახევარფაბრიკატების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაყინულ ხინკალს ან პელმენს მომზადებისთვის 5-6 წუთით მეტი ხანი სჭირდება, ვიდრე გაუყინავს. ეს იმიტომ, რომ ადუღებულ წყალში გაყინული ნახევარფაბრიკატების ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა ეცემა. ამ დროს ცეცხლს უნდა ავუწიოთ, რომ წყალი ხელახლა სწრაფად წამოდუღდეს, ამის შემდეგ ისევ ჩავუწიოთ და ვადუღოთ პროდუქტი ნელ ცეცხლზე იმდენ ხანს, რამდენიც მისი მომზადების ინსტრუქციაშია მითითებული.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.