მწვანე ჩაის საიდუმლოებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაის საიდუმლოებანი

რადგან ჭეშმარიტად ბედნიერი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვინც ჯანმრთელი და მხნეა. ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საფუძველი კი ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური რეჟიმი, იოგა და ფიტნესი, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ნატურალური და სასარგებლო პროდუქტებით კვებაა.

ნატურალური და სასარგებლო - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს მწვანე ჩაის, რომელიც ჩვენში ბრძენი და იდუმალი აღმოსავლეთიდან მოვიდა და დღითი დღე იხვეჭს პოპულარობას დასავლურ სამყაროში.

მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური ძალა 2,5-ჯერ აღემატება შავი ჩაისას. 3-4 ჭიქა მაგარი მწვანე ჩაი ორგანიზმს კალციუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 16%-ით, ფოლიუმის მჟავასა და თუთიის 10%-ით და P ვიტამინის 100%-ით უზრუნველყოფს. მწვანე ჩაი შეიძლება დავლიოთ დღის ნებისმიერ დროს. იგი არაჩვეულებრივად ეხამება ყოველგვარ კერძს.

მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას, ხელს უშლის დაბერების პროცესს, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს, ტოქსინებს, არეგულირებს საჭმლის მონელებას, არტერიულ წნევას.

დიეტა მწვანე ჩაითი გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდის მსუბუქი მეთოდია. აქ მკაცრი განაწესი არ არის საჭირო, მთავარია, რაციონიდან ამოიღოთ ცომეული და ცხიმიანი პროდუქტები და დღეში ორ ლიტრამდე მწვანე ჩაი სვათ. ამ დროს უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, მოხარშული ხორცი, კვერცხი და რძე, ერიდეთ მარილს, ტკბილეულიდან მიიღეთ მხოლოდ ჩირი ან თაფლი. დღეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწიბურას, ბრინჯის ან ოსპის გარნირი, მაგრამ ნუ მიირთმევთ მას სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.

  • ურიგო არ იქნება, თუ მწვანე ჩაის დიეტის გარეშეც ყოველდღე დალევთ. რაც უფრო მეტხანს განაგრძობთ მის სმას, მით უფრო მეტ წონას დაიკლებთ, საბოლოოდ კი თქვენი ორგანიზმი მუშობის ახალ რეჟიმზე გადაეწყობა, მოიცილებს უსარგებლო ნივთიერებებს და მიღწეულ წონას იოლად შეინარჩუნებს.
  • ჩაის რაციონი კბილებსაც რგებს, ოღონდ მხოლოდ მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ. მას არ აქვს ისეთი მღებავი ეფექტი, როგორიც შავ ჩაის და საკმაოდ დიდი ოდენობით შეიცავს ფტორს.
  • კუჭ-ნაწლავის ისეთი დაავადებები, როგორიც არის გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, კოლიტი, წყლული, ჩაის დიეტის უკუჩვენებაა. თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ჯანმრთელობაში, ჩაის დიეტის დაწყებამდე, გირჩევთ, კუნსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.

კიდევ ერთი: დიდი ოდენობის სითხის ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გაჭიმოს კუჭი და გაზარდოს მადა, რაც იმას გამოიწვევს, რომ დიეტის შემდეგ თქვენი წონა საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდება.