საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ

პაწაწინაა, მაგრამ ყველაფერი აქვს

ორსულობის მე-5-6 კვირას ემბრიონს უკვე აქვს ტვინი, ხერხემალი, ცენტრალური ნერვული სისტემა და 4 ჩაღრმავება სახეზე: მომავალი თვალები და ყურები. საჭმლის მომნელებელი სისტემა, პირი და ყბები ჩანასახოვან სტადიაშია; ვითარდება კუჭი და გულმკერდის ღრუ. მის გულმკერდზე მოჩანს ერთგვარი ამობურცულობა - გული, რომელიც 6 კვირის შემდეგ ამუშავდება, აძგერდება. ფორმირდება სისხლძარღვოვანი სისტემა. პაწაწინა ადამიანის სიგრძე მხოლოდ 6 მმ-ია. იგი დაახლოებით ვაშლის კურკისოდენაა.

თმის მოვლა კვებით იწყება

თმის მოვლა კვებით იწყება და არა დაბანით. თმის ღერების 95% ცილაა, ამიტომ, როდესაც თმა სუსტდება და ხუნდება, აუცილებლად დაინტერესდით, საჭირო რაოდენობის ცილას იღებთ თუ არა, ხომ არ გაქვთ მისი დეფიციტი. შამპუნით დაბანამდე რეკომენდებულია თმის საგულდაგულოდ დასველება - ეს შამპუნში არსებულ ინგრედიენტებს თმაში უკეთ შეღწევის საშუალებას მისცემს.

ხშირად იარეთ ცვრიან ბალახზე

ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი გავლის სიკეთე ქართველებთან ერთად  ძველ ბერძნებსაც სცოდნიათ. ანტიკურ საბერძნეთში ფეხშიშველი სიარული გაკაჟების ერთ-ერთი უძველესი მეთოდი ყოფილა და ერთგვარი საკულტო მნიშვნელობაც კი ჰქონია. მედიცინაში გაკაჟების ეს ფორმა მე-19 საუკუნეში აღიარეს. მას მხურვალე რეკომენდაციას უწევდა ცნობილი ჰიგიენისტი სებასტიან კნეიპი. მისი აზრით, წყლის პროცედურებთან ერთად სველ ქვებზე, ცვრიან ბალახზე, თოვლზე ფეხშველა სიარული ბევრი დაავადების საწინააღმდეგო ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენდა.

მხოლოდ ყნოსვით ნუ შეაფასებთ

ხახვი ადამიანს ძალითა და ენერგიით ავსებს, აუმჯობესებს სახის ფერსა და ძილს და, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის უნივერსალურ პროდუქტს წარმოადგენს. შესანიშნავი ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული საშუალებაა, მრავლად შეიცავს მიკროელემენტებს და ასტიმულირებს გულსისხლძარღვოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას.

  • ფრენისას ადამიანს თმა ორჯერ სწრაფად ეზრდება.
  • მთქნარებისას ადამიანის გულისცემა 30%-ით იმატებს.
  • კოალას თითის ანაბეჭდს მიკროსკოპითაც კი ვერ განასხვავებთ ადამიანის ანაბეჭდისგან.
  • ადამიანისთვის კოფეინის სასიკვდილო დოზა 10 გრამია. ეს დაახლოებით 150 ქილა ენერგოტონური სასმელია.
  • ჩვეულებრივ საოფისე მაგიდაზე 400-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზის დასაჯდომ ზედაპირზე.
  • ადამიანის ნერვების საერთო სიგრძე დაახლოებით 75 კილომეტრია.
  • სხეულის სიგრძეს თუ 8-ზე გაყოფთ, მიიღებთ თავის სიმაღლეს.
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.
  • ორსულობისას საგრძნობლად იკლებს სახსრების ქრონიკული ტკივილი.
  • ყურძენი მიკროტალღურ ღუმელში დენთივით ფეთქდება.
  • ადამიანის მარჯვენა ფილტვი შედარებით მეტ ჰაერს იტევს, ვიდრე მარცხენა.
  • ქალების 85% საჭიროზე ერთი ზომით დიდ ბიუსტჰალტერს ატარებს.
  • ღვიძლი ალკოჰოლს გაცილებით ეფექტურად 18.00-დან 20.00 საათამდე შლის.