გაუფრთხილდით ხერხემალს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაუფრთხილდით ხერხემალს!

  • ქანცის გაწყვეტამდე ნუ იმუშავებთ! შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუნაცვლეთ.
  • არავითარ შემთხვევაში არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მარტო, დაუხმარებლად!
  • ტვირთის აწევისას წელში კი არ მოიხაროთ, არამედ ჩაიცუცქეთ და ისე ასწიეთ ტვირთი. ზურგი ამ დროს გამართული უნდა გქონდეთ.
  • ცალი ხელით სიმძიმის ტარება დაუშვებელია, ტვირთი ორად უნდა გაყოთ და ორივე ხელში დაიჭიროთ.
  • ნარჩენები გაიტანეთ ურიკით ან ზურგჩანთით. თუ ხელჩანთის გარდა არაფერი გაქვთ, მაშინ, როგორც ზემოთ გირჩიეთ, ორ ჩანთაში თანაბრად გადაანაწილეთ ტვირთი და ორივე ხელში დაიჭირეთ.
  • მუშაობის დაწყებამდე ცოტა მოითელეთ. დაიხარეთ წინ, გადაიხარეთ უკან, გვერდებზე. ეს ვარჯიში შეასრულეთ ნელა! მოთელვის, ვარჯიშისა თუ მუშაობის დროს მკვეთრ მოძრაობას ერიდეთ.
  • თოხის, ბარისა და ფორცხის ტარი საკმაოდ გრძელი უნდა იყოს, რათა ამ იარაღებით მუშაობის დროს წელში მოხრა არ მოგიწიოთ.
  • ერიდეთ დიდხანს უხერხულ პოზაში ყოფნას. წინ დახრის დროს ცალი ხელით რაიმეს დაეყრდენით, უმჯობესია, ჩამოჯდეთ ან დადგეთ ცალ ან ორივე მუხლზე. მარგვლა უმჯობესია მუხლებზე ხოხვით (ამისთვის შეგიძლიათ დაამზადოთ სამუხლეები, მაგალითად, ძველი კოლგოტისგან). ეს რჩევა გასაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი აქვს ან რადიკულიტი აწუხებს.
  • მიირთვით ზომიერად! ზოგჯერ შრომით გადაღლილი ადამიანი ბევრს ჭამს, მუშაობის დროს კი „სავსე მუცელი“ ხერხემალს იმგვარად აწვება, თითქოს მის გარეთ გამოგდებას ცდილობდეს. ხერხემალი მხოლოდ მილიმეტრებით გადაადგილდება, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ვენური შეგუბება და ხერხემლის ნერვების კვების მოშლა გამოიწვიოს.
  • ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. სიცივეში ეცადეთ არ შეგცივდეთ, ხოლო სიცხეში აუცილებლად დაიხურეთ თავზე ღია ფერის ქუდი ან მოიხვიეთ ხილაბანდი (დროდადრო შეგიძლიათ დაასველოთ თავსაბურავი). წყლის პროცედურები ჩაიტარეთ ფრთხილად და გონივრულად: წყლის გადავლება უმჯობესია დილით ადრე და ძილის წინ. შუადღისას (11-15 სთ) დაისვენეთ ჩრდილში ან სახლში. შეიძლება თვალის მოტყუებაც. სუფთა ჰაერზე ძილი სასიამოვნოცაა და სასარგებლოც!

თუ წელი გაგიკავდათ, მიიღეთ 1 ან 2 აბი ანალგინი ან იბუპროფენი, მაგრამ თუ გაქვთ ალერგია (განსაკუთრებით - წამლებზე), გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი, ამ პრეპარატების მიღებამდე ექიმის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შეიძლება, სცადოთ და ნაწილობრივ „ჩაასწოროთ“ „გვერდზე გამხტარი“ ხერხემალი.

  • შემოირტყით დოინჯი, ფეხები მიატყუპეთ და ნელი მოძრაობით მოაბრუნეთ ტორსი ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ.
  • დაწექით მუცელზე (მაგრამ არა ცივ მიწაზე!). ერთდროულად გასწიეთ მარჯვენა ხელი წინ და მარჯვენა ფეხი - უკან, მაგრამ მეტისმეტად ნუ დაძაბავთ კუნთებს. დაითვალეთ ათამდე, შემდეგ ასევე ერთდროულად გასწიეთ მარცხენა ხელი წინ, მარჯვენა ფეხი - უკან (თითოეული მოძრაობა უნდა გაგრძელდეს 10-15 წამს). შემდეგ ეს ვარჯიში ზურგზე დაწოლილმა გაიმეორეთ.
  • დაეკიდეთ იმპროვიზებულ ძელაკზე (ხარიხაზე ან ხის ჰორიზონტალურად გაწვდილ მკვრივ ტოტზე), ვიდრე ხელები არ დაგეღლებათ. „ძელაკიდან“ არ ჩამოხტეთ - ხერხემლისთვის უარესია. თუ თქვენი და „ძელაკის“ სიმაღლე საშუალებას მოგცემთ, ნელ-ნელა დაეშვით ფეხის წვერებზე და შემდეგ ასევე ნელა დადექით მთელ ტერფზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ფეხებთან დაიდგით დაბალი სკამი, ყუთი ან სხვა რამ.
  • ფეხზე დადექით და ფრთხილად, მსუბუქი ტკივილის წარმოშობამდე დაიხარეთ წინ, გადაიხარეთ უკან და გვერდებზე. მას შემდეგ, რაც გაარკვევთ დახრის კუთხეს, რომელზეც ტკივილი ჩნდება, ამ მდომარეობაში მოხრილი მიეყრდენით ხეს ან ბოძს და ეცადეთ, ნელ-ნელა უფრო მეტად დაიხაროთ ტკივილის მხარეს. საყრდენი დააბრკოლებს მოძრაობას. ამგვარად მიაწექით საყრდენს 10-15 წამის განმავლობაში. შემდეგ დაიხარეთ საპირისპირო მხარეს, ასევე საყრდენზე მიყრდნობილი.

როგორც კი საშუალება მოგეცემათ, მიმართეთ ექიმს. ოსტეოქონდროზის თვითმკურნალობა დაუშვებელია - შესაძლოა, მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმოთ. დაბოლოს, კიდევ ერთი რეკომენდაცია: „წელის გაშეშების“ მკურნალობისას გამუდმებით წოლა არ შეიძლება. იმოძრავეთ ნელ-ნელა და მდორედ. გახსოვდეთ, მოძრაობა სიცოცხლეა! მაგრამ ფიზიკური დატვირთვის ზრდა სიფრთხილით და თანდათანობით უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, თუ ადამიანს ხერხემლის დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა აქვს, ის ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს. ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა დაავადების გამოვლენა მაქსიმალურად გადაიდოს.