როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი

. პროდუქტი სწრაფად (1-2 კვირაში) იყიდება, ამიტომ ქარხნული წარმოების მაწვნებსაც კი პასტერიზაციას არ უკეთებენ. შესაბამისად, მაწონი "ცოცხალი" რძემჟავა პროდუქტია - შემადედებელი ბაქტერიები მასში ცოცხალია და ის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ბაზარზე იყიდება როგორც ქარხნული, ასევე კუსტარული წესით დამზადებული მაწონი. რომელი ჯობია? ძნელი სათქმელია. ქარხნული მაწონი სუფთა კულტურით და შესაბამის ჰიგიენურ პირობებშია მომზადებული, ამდენად, უფრო უვნებელია. რა თქმა უნდა, ქარხნული მაწვნის ძირითადი მასა არა ნატურალური რძისგან, არამედ რძის ფხვნილისგან მზადდება. კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს წარწერა "დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით".

სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რძის ფხვნილი მაწვნის კუსტარულად დამზადების დროსაც იყოს გამოყენებული. ამავე დროს, თუ კუსტარულად დამზადებულ მაწონს ყიდულობთ, გაითვალისწინეთ: შესაძლოა, მისი დამზადებისას ჰიგიენური მოთხოვნები დაცული არ იყოს. ამიტომ გირჩევთ, სოფლის მაწონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძინოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მას საკმარისად სუფთად ამზადებენ. ბაზარში უცნობი ადამიანებისგან მაწვნის შეძენას არ გირჩევთ. სამწუხაროდ, კუსტარულად მომზადებული მაწვნის ფალსიციფირების შემთხვევებიც ხშირია. ყველაზე ხშირად მაწვნისათვის წყლით გაზავებულ რძეს იყენებენ, შემდეგ კი ამ ნაკლის დასაფარად და მაწვნისათვის სისქის მისაცემად პროდუქტს სახამებელს უმატებენ. ამ ფალსიფიკაციის აღმოჩენა ძალიან იოლია - ჩააწვეთეთ მაწონში ერთი წვეთი იოდის ხსნარი. თუ ის გალურჯდა - ესე იგი მაწონი ფალსიფიცირებულია.

გაითვალისწინეთ: ვინაიდან მაწონი ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს შეიცავს, შენახვისას იგი უფრო და უფრო მჟავდება, მეტისმეტად მჟავე მაწონი კი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული არ არის (განსაკუთრებით - მომატებული მჟავიანობის, წყლულების, ეროზიული გასტრიტის, პანკრეატიტისა და ჰეპატიტის დროს). ამიტომ გადამჟავებულ მაწონს ნუ მიირთმევთ, მაგრამ შეიძლება მისი გამოყენება საკონდიტრო ან ფქვილოვანი ნაწარმის მოსამზადებლად. ვადაგასულმა და არასათანადო პირობებში შენახულმა მაწონმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. ნუ გამოიყენებთ დაძველებულ ან გაფუჭებულ მაწონს.

იხილეთ სტატია "რა არის რძემჟავა პროდუქტები"