იოგურტების უმრავლესობა მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოგურტების უმრავლესობა მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს

- მას დედამიწის მოსახლეობის 30% მოიხმარს. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია. უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობა არ მოაქვს. "ცოცხალი" იოგურტის (ანუ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი პროდუქტის) შენახვის ვადა მაცივარში არ აღემატება 2 კვირას. თუ იოგურტის შეფუთვაზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა 2-3 თვეა, ან რომ მისი შენახვა 5-15 °C პირობებში შეიძლება, ეს ნამდვილად პასტერიზებული პროდუქტია. ბაზარზე ვხვდებით ფალსიფიცირებულ პროდუქტებსაც. ასეთი "იოგურტები" იწარმოება რძის, სახამებლის, რძემჟავას, ხილფაფების ან არომატიზატორებისა და კონსერვანტების შერევით. მათი წარმოებისას არავითარი მიკრობიოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს. ამ პროდუქტების შენახვის ვადა ხშირად 6 თვემდეა. გირჩევთ, კარგად დააკვირდეთ ეტიკეტზე მოყვანილ მონაცემებს და ასეთი პროდუქტის შეძენისგან თავი შეიკავოთ.

იხილეთ აგრეთვე სტატია "რა არის რძემჟავა პროდუქტები" და "როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული მაწონი"