როგორ ვებრძოლოთ უძილობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ უძილობას

. შეიძლება დამამშვიდებელი საშუალებების (მაგალითად ვალერიანი 2 აბი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ) მიღება, უძილობის დროს ეფექტურია კუნელი კატაბალახასა და კრაზანასთან ერთად, მაგრამ დღესდღეობით სააფთიაქო ქსელში მრავლად არის სხვადასხვა მცენარეული ნაკრებისგან შექმნილი პრეპარატები, რომელიც უძილობის დროს გამოიყენება და რომელთა შერჩევაშიც ფარმაცევტები დაგეხმარებიან.

ძილის წინ არ მიეცეთ ფიქრებს; არ ივახშმოთ გვიან - ვახშამი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა მიიღოთ; ნუ დალევთ ყავას და სხვა აღმგზნებ სასმელებს.

ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად, არ დაწვეთ დასაძინებლად 24 – 24 სთ 30 წთ-ზე ადრე, ადგეთ დროულად, არა უგვიანეს 9 საათისა, შეასრულოთ დილის ვარჯიში, დღის განმავლობაში ზომიერად იმუშავეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი, დღის განმავლობაში ფეხით იარეთ დაახლოებით 30 წუთი, საღამოს 21 საათის შემდეგ აღარ იმუშაოთ კომპიუტერთან, ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, ძილის წინ ტელევიზორს კი არ უყუროთ, არამედ გაისეირნოთ.

ნერვული დაღლილობის მოსახსნელად სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა – 38-40 გრადუსი უნდა იყოს. ასეთი აბაზანა უფრო ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაუმატებთ დამამშვიდებელ ბალახებს.

თუ შედეგს ვერ მიიღებთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს, სწორედ იგი შეგირჩევთ გამოკვლევის შემდეგ ეფექტურ პრეპარატს.

გაეცანით აგრეთვე სტატიას "ცხოვრების ჯანსაღი წესი და ძილი"